N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ვენეციის 2026 წლის კინოფესტივალზე

სექტემბერი 7, 2026
A A
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ვენეციის 2026 წლის კინოფესტივალზე
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი ოფიციალურად გაიხსნა და კუნძული ლიდო კიდევ ერთხელ იქცა კინოინდუსტრიისა და მაღალი მოდის იდეალური სინთეზის მთავარ ეპიცენტრად. ყოველწლიურად ვენეციის კინოფესტივალის წითელი ხალიჩა დახვეწილი, ესთეტიური და ავანგარდული სტილით გამოირჩევა და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2026 წელი აღმოჩნდა.


კინომოყვარულების ყურადღება ამჯერად რამდენიმე ახალმა ფილმმა მიიპყრო, მათ შორის მარტინ მაკდონას კომედიამ Wild Horse Nine, ფლორიან ზელერის დრამამ Bunker და მეგი ჯილენჰოლის ნამუშევარმა მერლინ მონროს შესახებ – Flesh Impact.


პრემიერების პარალელურად, ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, ვარსკვლავების ჩაცმულობა მოექცა. დღევანდელ სტატიაში სწორედ ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე გამორჩეულ და საინტერესო ლუქებს წარმოგიდგენთ.

ირინა შეიკი კინოფესტივალზე Givenchy-ს სტრუქტურული, შავი სამოსით წარსდგა.


ევერ ანდერსონმა არჩევანი Dior-ის ნაზ სილუეტზე შეაჩერა.


ემა კორინმა ამჯერად Miu Miu მოირგო.


ასევე Miu Miu-ს დახვეწილი კაბა ამშვენებდა ამანდა სეიფრიდს.


განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ფიბი ბრიჯერსის გამოჩენამ, ვარსკვლავი Alexander McQueen-ის ულამაზეს კაბაში ვიხილეთ.


კინოფესტივალისთვის ვინტაჟზე შეაჩერა არჩევანი სიდნი სვინმა. მსახიობს Giorgio Armani-ს 2000 წლის კოლექციის კაბა ამშვენებდა.


Miu Miu-ს ელეგანტურ შავ კაბაში ვიხილეთ პამელა ანდერსონი.


Chanel-ის დახვეწილი სამოსი მოიგო ფრანგმა მსახიობმა მარიონ კოტიარმა.


რა თქმა უნდა, Chanel-ი ამშვენებდა ახალგაზრდა, ინდოელ მოდელს ბჰავითა მანდავას.


Giorgio Armani-ს ელეგანტური შავი კაბა ამშვენებდა იტალიელ სუპერმოდელს ვიტორია ჩერეტის.


ასევე Giorgio Armani-ზე შეაჩერა არჩევანი კენდალ ჯენერმა.


წითელ ხალიჩაზე Dior-ის კოსტიუმით წარსდგა ჯეკ ო’კონელი.


Celine-ის მკაცრ, მინიმალისტურ და დახვეწილ სილუეტზე შეაჩერა არჩევანი მაკენზი დევისმა.


წითელ ხალიჩაზე რა თქმა უნდა ვიხილეთ Valentino, რომელიც პარკერ პოუზს ამშვენებდა.


Bottega Veneta მოირგო ინგლისელმა მსახიობმა კლერ ფოიმ.


Ilya Migmoon-ის დიზაინით შექმნილი ულამაზესი კაბა ამშვენებდა ბიანკა ბალტს.


წითელ ხალიჩაზე Giorgio Armani-ის ელეგანტურ კაბში წარსდგა ნინა დობრევი.

Tags: ვარსკვლავური ლუქებივენეციის კინოფესტივალიწითელი ხალიჩა
წინა პოსტი

ბრიჟიტ ბარდო- მეამბოხე, ველური ლამაზმანი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN