N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

გლობალური ხედვა და მინიმალისტური ესთეტიკა – თამუნა ინგოროყვას უახლესი კოლექცია

მაისი 8, 2026
A A
გლობალური ხედვა და მინიმალისტური ესთეტიკა – თამუნა ინგოროყვას უახლესი კოლექცია
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

MBFW Tbilisi ოფიციალურად გაიხსნა. კვირეულის პირველი დღე, თამუნა ინგოროყვამ დახურა და აუდიტორიას საკუთარი ბრენდის INGOROKVA-ს 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარუდგინა. სამოსში, ცხადია, იდეალურ ბალანსს ქმნიდა არქიტექტურული ფორმები და ის სიმსუბუქე, რომელიც განსაკუთრებულად უხდება სუსხიან თბილისს.


2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია ცალსახად პასუხობდა კითხვას, თუ როგორ შეგვიძია გამოვიყურებოდეთ ელეგანტურად, როდესაც ჩვენი დღის გრაფიკი სტილის მიხედვით ცვალებადია და მოიცავს, როგორც ოფიციალურ დღეებს, ასევე არაფორმალურ საღამოებს.



კოლექციაში ვიხილეთ, როგორც დიზაინერისთვის გამორჩეულად საყვარელი ტყავის დეტალები, ასევე ჟაკარდის და ბუკლეს ფაქტურები, რომელიც იდეალურად ერწყმის შემოდგომა/ზამთრის სეზონს. ხოლო, რაც შეეხება ფერებს, სამოსში მკვეთრად დომინირებდა შავი ტონი, რომელსაც ეტაპობრივად ენაცვლებოდა ვარდისფერი, ლურჯი და ყვითელი ტონალობები. თამუნა ინფოროყვამ სამოსის შექმნისას აქცენტი სტრუქტურულ სილუეტებზე გააკეთა, რამაც საერთო ჯამში საოცრად ელეგანტური ატმოსფერო შექმნა.



საბედნიეროა ის ფაქტი, რომ ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას შემოქმედება უკვე საკმაოდ დიდი ხანია ლოკალურ ბაზარს გასცდა, უახლესმა კოლექციამ კი კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული მოდა გამოირჩევა, როგორც ეთნო-ელემენტებით და ექსტრავაგანტულობით, ასევე უმაღლესი ხარისხის კონსტრუქციით და გლობალური ხედვით.

Tags: INGOROKVA FW2026თამუნა ინგოროყვათბილისის მოდის კვირეული
წინა პოსტი

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები MET GALA 2026-ის წითელ ხალიჩაზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN