არსებობს დღეები, რომლებიც მოდის კალენდარში წითლადაა მონიშნული, თუმცა მაისის პირველი ორშაბათი რაღაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თარიღი. ეს არის მომენტი, როდესაც ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმის კიბეები მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზულ სცენად იქცევა. და აი ეს დღეც დადგა- 2026 წლის Met Gala ტრადიციული გრანდიოზულობით გამოირჩეოდა, ეს ერთგვარ კულტურულ აფეთქებას გავდა, რომელშიც მოდა და ხელოვნება კვლავ ერთმამნეთს გადაეკვეთა, ხოლო ვარსკვლავებმა თავისი სამოსით გაგვიზიარეს ისტორია, რომელსაც ეწოდა “ Costume Art”.

დღევანდელ სტატიაში კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ 2026 წლის Met Gala-ს წითელი ხალიჩის გამორჩეულ ლუქებს, რომლებიც აუცილებლად დარჩება ისტორიას და წლების შემდეგაც განსაკუთრებულ ემოცია გამოიწვევს მნახველებში.
როდესაც წითელ ხალიჩაზე ბიონსე გამოჩნდა, ფოტოგრაფების კამერების ხმა წამით შეწყდა. მას OLIVER ROUSTEING -ის მიერ შექმნილი კოსტიუმი ამშვენებდა და ეს იყო ნამდვილი „Couture“-ის შედევრი.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სტუმარი კენდალ ჯენერი აღმოჩნდა, რომელმაც არჩევანი GAP STUDIO -ზე შეაჩერა.

არტისტულობით გამოირჩეოდა ლალისა მანობანი ROBERT WUN-ის კოლექციიდან შერჩეული ლუქით.

დიდი მოლოდინის შემდეგ, Met Gala-ზე ვიხილეთ ბლეიკ ლაივლი, რომლის გამოჩენაც VERSACE -ს კოსტიუმით ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.

წელს მამაკაცებმა კიდევ უფრო გაბედული ნაბიჯები გადადგეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კონორ სთორი. მან SAINT LAURENT-ის ლუქი მოირგო და აუდიტორიის განსაკუთრებული ყურადღებაც დაიმსახურა.

რა თქმა უნდა ჩვეული ბრწყინვალებით წარსდგა წითელ ხალიჩაზე ჯიჯი ჰადიდი MIU MIU-ს კაბით.

ვიტორია ჩერეტმა არჩევანი CAROLINA HERRERA-ზე შეაჩერა და თავისი ელეგანტურობით ყველა გააოცა.

BALENCIAGA-ს ავანგარდული ლუქი მოირგო სუპერმოდელმა ანოკ იაიმ.

საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნიკოლ კიდმანმა, რომელიც CHANEL-ის კლასიკურ სილუეტში ნამდვილ ქალღმერთს ჰგავდა.

ტრადიციულად SAINT LAURENT-ი მოირგო ჰეილი ბიბერმა და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მისი სამოსი საღამოს თემატიკის ყველაზე ზუსტი ინტერპრეტაცია იყო.

CHANEL-ის ოქროსფერი კაბა ამშვენებდა მსახიობ მარგო რობის.

კარა დელევინმა დაამტკიცა, რომ მინიმალიზმი არასდროს კარგავს აქტუალობას და წითელ ხალიჩაზე RALPH LAUREN-ის შავი კაბით წარსდგა.

წითელ ხალიჩაზე დამახასიათებელი ენერგეტიკით გამოჩნდა რიანა. მომღერალს MAISON MARGIELA-ს კაბა ამშვენებდა.

კაილი ჯენერის გამოჩენამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ SCHIAPARELLI-ის დიზაინი საზღვრებს არ ცნობს.

GUCCI-ზე შეაჩერა არჩევანი სუპერმოდელმა ალექს კონსანიმ და კრიტიკოსთა მოწონებაც გამოჩენისთანავე დაიმსახურა.

თავისთავად ცხადია ის ფაქტი, რომ ზოი კრავიცი წითელ ხალიჩაზე SAINT LAURENT-ის შავი კაბით გამოჩნდა.

ამჯერად MICHAEL KORS-ის კაბა მოირგო ენ ჰეთეუეიმ, რომელიც ბოლო პერიოდია მუდმივად იქცევს საზოგადოების ყურადღებას “The Devil Wears Prada 2”-ის ლუქებთან ერთად.

DIOR-ის გამორჩეული კოსტიუმი ამშვენებდა საბრინა კარპენტერს.

წითელ ხალიჩაზე LOEWE-ს კაბით წარსდგა სარა პიჯონი.

PRADA-ს ნაზ ვარდისფერ კაბაზე შეაჩერა არჩევანი ამერიკელმა მსახიობმა ამანდა საიფრიდმა.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ყოველწლიურად საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდება წითელ ხალიჩაზე ტაილას გამოჩენას. 2026 წელს მომღერალმა ვალენტინოს ულამაზესი კაბა მოირგო.

ნამდვილად დასამახსოვრებელი გამოსვლა ჰქონდა ბედ ბანის, რომელიც საზოგადოების წინაშე სრულიად შეცლილი იმიჯით წარსდგა ZARA-ს ექსკლუზიური ლუქით.

მეთ გალაზე THOM BROWNE-ის სამოსით გამოჩნდა შვედი მსახიობი ბილ სკარსგარდი.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია წითელ ხალიჩაზე ASAP ROCKY-ს გამოჩენამ, რომელმაც არჩევანი ვარდისფერ კოსტიუმზე შეაჩერა.

წლის ყველაზე ჯადოსნური ღამე დასრულდება, თუმცა დარწმუნებული ვართ მისი ექო მოდის სამყაროში კიდევ დიდხანს იტრიალებს. კარი დაიხურება, სტუმრები წვეულებაზე გადაინაცვლებენ- მოდის კრიტიკოსებისთვის კი საყვარელი საქმიანობა დაიწყება, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ვთქვათ, რომ ის ვიზუალური შთაგონება, რომელიც ამ საღამომ გვაჩუქა მომავალ მაისამდე გაგყვება და მუდმივად გაგვახსენებს იმას, რომ მოდა და ხელოვნება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, ხოლო სამოსი საუკეთესო საშუალებაა, იმისთვის რომ საკუთარი შინაგანი სამყარო გარშემომყოფებს გააცნო.
