N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ყველა კატეგორია

Blooms-ის ახალი ევროპული სტანდარტი და პლუს საიზ კოლექცია

ნოემბერი 28, 2024
A A
Blooms-ის ახალი ევროპული სტანდარტი და პლუს საიზ კოლექცია
357
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

Blooms-მა ახალი თავი დაწერა ქართულ მოდის ინდუსტრიაში – ბრენდის პლუს საიზ კაფსულა კოლექცია ევროპაში იწარმოება და გამორჩეული ხარისხითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა.

ბრენდის დამფუძნებლისა და კრეატიული დირექტორის, თაკო ჩხეიძის, თქმით, ეს კოლექცია მხოლოდ ტანსაცმლის ხაზი არ არის – ეს არის პასუხი ყველა ქალბატონის საჭიროებაზე, რომ სტილი, კომფორტი და თავდაჯერებულობა ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

Model: Elene Guraspauli Photo: Shota Gotoshia
Style: Data Alekseev MUA: Ekaterine Chanchibadze

„ეს იყო ჩემი ოცნება, რომელიც 5 წლის შემდეგ ახდა. Blooms-ის ტანსაცმელი ახლა ევროპაში იწარმოება და ამით ვამაყობ. ამ კოლექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან პირველად გადავიღეთ პლუს საიზ მოდელი – ნაბიჯი, რომელიც საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს,“ – ამბობს თაკო ჩხეიძე.

ახალი კოლექცია გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის მასალებით და დახვეწილი ფურნიტურით, რაც ხაზს უსვამს ბრენდის მუდმივ სწრაფვას სრულყოფილებისკენ. Blooms-ის სამოსი არა მხოლოდ მოდური, არამედ პრაქტიკული და კომფორტული არჩევანიცაა, რომელიც თითოეულ ქალბატონს თავდაჯერებულობას მიანიჭებს.

„იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც ხშირად გვკითხულობდნენ, ‘რატომ არ ქმნით ჩვენთვისაც სამოსს?’ – ჩვენი პასუხია: Blooms-ის ტანსაცმელი ყველასთვისაა შექმნილი,“ – აღნიშნავს თაკო ჩხეიძე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by @bloomstbilisi

Blooms-ის პლუს საიზ კოლექცია უკვე ხელმისაწვდომია და კამპანიის შთამბეჭდავი ფოტოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოდას საზღვრები არ აქვს – ის ყველასთვის არის.

წინა პოსტი

Furla-ს შემოდგომა-ზამთარი 2024: კლასიკა და თანამედროვეობა ერთ კოლექციაში

შემდეგი პოსტი

ანჯელინა ჯოლი – ქალი, რომელიც არასდროს კარგავს ბრწყინვალებას

შემდეგი პოსტი
ანჯელინა ჯოლი – ქალი, რომელიც არასდროს კარგავს ბრწყინვალებას

ანჯელინა ჯოლი - ქალი, რომელიც არასდროს კარგავს ბრწყინვალებას

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN