N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში TAF 2026 ოფიციალურად გაიხსნა

მაისი 22, 2026
A A
ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცეში TAF 2026 ოფიციალურად გაიხსნა
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ექსპოჯორჯიას ორგანიზებით Tbilisi Art Fair (TAF) 2026 ოფიციალურად გაიხსნა და 21-დან 24 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს დამთვალიერებელს. გახსნის ცერემონია 21 მაისს, 14:00 საათზე, მე-11 პავილიონში შედგა. 22-დან 24 მაისის ჩათვლით კი , ხელოვნების მოყვარულებს გამოფენის დათვალიერება 12:00-დან 20:00 საათამდე შეეძლებათ.



2018 წლიდან მოყოლებული, TAF-მა შეძლო და საქართველომ უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა საერთაშორისო სახელოვნებო სცენაზე. როგორც აქამდე, მიმდინარე წელსაც, გამოფენა მასპინძლობს წამყვან კოლექციონერებს, კურატორებს, კრიტიკოსებსა და ისეთი გავლენიანი ინსტიტუციების წარმომადგენლებს, როგორებიცაა MoMA (NY), New Museum, Centre Pompidou, Tate, Sotheby’s და სხვა.



2026 წლის TAF-ის საგამოფენო სივრცე და პროგრამა ექსპოჯორჯიას სხვადასხვა პავილიონშია გადანაწილებული, რაც დამთვალიერებელს სრულფასოვან კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს.



ექსპოჯორჯია მე-11 პავილიონში განთავსებულია ცენტრალური საგამოფენო სივრცე, რომელიც სრულად ეთმობა ადგილობრივ და საერთაშორისო გალერეებსა და კულტურულ ინსტიტუციებს. აქვეა წარმოდგენილი სპეციალური სექცია TAF Collector’s Choice, რომელიც სივრცეში გამოფენილი ნამუშევრების საუკეთესო კურატორულ ნაწილს აერთიანებს. მე-5 პავილიონსა და ორანჟერეაში კი დამთვალიერებელს დახვდება HIVE (სკა) – დამოუკიდებელი არტისტების პლატფორმა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ და უცხოელ ხელოვანებს ეთმობათ. აქვე იმართება TAF TALKS × SOLO, სადაც ქართველი და საერთაშორისო კურატორები, კოლექციონერები, ჟურნალისტები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ხელოვნების ბაზრის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.



მესამე პავილიონი LEVANI + INVITED ARTISTS-ის მულტიდისციპლინურ პროექტს – THE MOTHER PILLAR I-ს მასპინძლობს,სივრცეში ასევე წარმოდგენილია IDAAF LAB-ის მიერ ორგანიზებული გამოფენა KERA, სადაც მონაწილეობენ ნანა ზაალიშვილი, თაკო ბეჟანიშვილი, მარიამ ხვედელიძე, ანა ელოშვილი, ნინო ყარსანიძე და ნიტა მწითურიძე. აქვე დაგხვდებათ დიზაინ-პროექტები და მოდის მიმართულება. მეოთხე პავილიონში იხილავთ ჯგუფურ გამოფენას HUMAN ACTS, რომლის კურატორები ირინა პოპიაშვილი და გიორგი მიმინოშვილი არიან. რაც შეეხება მეექვსე პავილიონს, აქ განთავსებულია ფოტოგამოფენა COMMON PLACES ფერნანდო პერაჩოსა და ერიკ შლოსერის კურატორობით, ასევე პროექტი ALL THAT MATERIAL CULTURE, რომელიც 1950-1990 წლების საბჭოთა პერიოდის ქართულ გრაფიკულ დიზაინს აცოცხლებს. პარალელურად, ორანჟერეასა და მეხუთე პავილიონში წარმოდგენილია პროექტი HERIO × OBJECT HUNTING მაქს მაჩაიძის ავტორობით.



პარასკევს, 22 მაისს, მესამე პავილიონში დაგეგმილია სპეციალური მიღების პროგრამა (RECEPTION PROGRAM). საღამო 18:00 საათზე მიღებით დაიწყება, 19:00 საათზე გაგრძელდება პროექტის პრეზენტაციით, ხოლო 19:30 საათზე IDAAF LAB-ის ვიდეოჩვენება გაიმართება. 20:00 საათზე სტუმრები იხილავენ GOD ERA-ს მოდის ჩვენებას, ხოლო 20:30 საათზე საღამო VAZHMARR-ის ლაივ შესრულებით დასრულდება. 23 მაისს, მესამე პავილიონი დაეთმობა IDAF Lab Talk-ს და Levani & Invited Artists Talk-თან შეხვედრას, დღის ბოლოს, 20:30-ზე კი Art Foundation Anagi-ს მიღება გაიმართება.



აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კულტურული აქტივობები ექსპოჯორჯიას საგამოფენო სივრცის მიღმაც ვრცელდება. 20 მაისიდან სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში ფრანგი ხელოვანის, დენის დარზაკის სპეციალური პროექტია წარმოდგენილი. 21 მაისს, ხუთშაბათს, 21:00 საათიდან კი გაიმართება გალა საღამო Honore-ში.



დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს tbilisiartfair.art.

Tags: TAF 2026გამოფენაექსპოჯორჯია
წინა პოსტი

კაბა, როგორც ემოცია: 2026-2027 წლების საქორწილო ესთეტიკა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN