3 მარტს კინოინდუსტრიის მთავარი მოვლენა, ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც არა მხოლოდ ფილმების, არამედ მოდის მოყვარულებიც განსაკუთრებული ინტერესით და ენთუზიაზმით ელოდნენ. ოსკარის წითელი ხალიჩისთვის კინოსამყაროს წარმომადგენლები ყოველთვის დასამახსოვრებელ და გამორჩეულ ლუქებს გვთავაზობენ, რომელთა განხილვაც ალბათ მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს აქტუალობას.
Photo: New York Times
წარმოგიდგენთ 2025 წლის ოსკარის დაჯილდოების საუკეთესო კოსტიუმებს, რომლებმაც საზოგადოების და მოდის კრიტიკოსების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა.
1. სელენა გომესმა ოსკარის წითელი ხალიჩისთვის რალფ ლორენის ვარდისფერი კაბა შეარჩია, რომელიც 16 000 კრისტალის დეტალით იყო გაფორმებული.
Photo: Getty Image
2. მონიკა ბარბარომ დაჯილდოებისთვის დიორის ნაზი კაბა შეარჩია, რომელიც მოელვარე ზედა ნაწილისა და ვარდისფერი აბრეშუმის ქვედაბოლოსგან შედგებოდა.
Photo: Getty Image
3. ასევე დიორზე შეაჩერა არჩევანი უკვე ოსკაროსანმა მსახიობმა, მაიკი მედისონმა. შავი და ვარდისფერი დიორის კაბა 1956 წლის კოლექციის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენდა და მოდის კრიტიკოსების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
Photo: Getty Image
4. “საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი ქალის” კატეგორიაში გამარჯვებულ ზოი სალდანას წითელ ხალიჩაზე სენ ლორანის ბურგუნდიული ღვინისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც გამჭვირვალე შავი ხელთათმანი მოუხდინა.
Photo: Getty Image
5. გოთიკური სტილით შეამოანათა ცერემონიაზე მაილი საირუსმა, რომელსაც ალექსანდრ მაკქუინის შავი, ბრჭყვიალა კაბა ეცვა.
Photo: Getty Image
6. არმანის Prive კოლექციიდან შეარჩია კაბა დემი მურმა. ვერცხლისფერი, ბრჭყვიალა დეტალებით შექმნილი კაბა მურს გამორჩეულ სიკაშკაშეს სძენდა.
Photo: Getty Image
7. ალბათ არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ არიანა გრანდემ ჰაეროვანი, ნაზი კაბა სკიაპარელის “ოტ კუტიურ” კოლექციიდან შეარჩია. მომღერლის და მსახიობის პიროვნებას და სტილს სკიაპარელი ნამდვილად ყველაზე უკეთ გამოხატავს.
Photo: Getty Image
8. ემა სტოუნმა ოსკარის წითელი ხალიჩისთვის კლასიკური ელეგანტურობა 1920-იანი წლების შარმთან გააერთიანა. მსახიობმა Louis Vuitton-ის მოელვარე, ფიგურაზე მომდგარი კაბა მოირგო, რომელიც სრულყოფილად ასახავდა ათწლეულის გლამურულ ესთეტიკას.
Photo: Getty Image
9. ცერემონიისთვის შანელის მაქმანებით გაწყობილი შავი კაბა შეარჩია ლილი- როუზ დეპმა, რომელმაც აუდიტორიის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.
Photo: Getty Image
10. ჟივენშის “ოტ კუტიურ” კოლექციიდან, სარა ბარტონის დიზაინით შექმნილი კაბა მოირგო ელ ფენინგმა. “სარა ჩემი ახლო მეგობარი და კოლაბორატორია,”- აღნიშნა მსახიობმა.
Photo: Getty Image
11. არმანის შავი კოსტიუმი შეარჩია ედრიან ბროუდმა წითელი ხალიჩისთვის. შეგახსენებთ ედრიანი, როგორც საუკეთესო მსახიობი მამაკაცი, მეორედ გახდა ოსკარის მფლობელი.
Photo: Getty Image
12. გუჩის შოკოლადისფერი კოსტიუმით ეწვია წითელ ხალიჩას ყველასთვის საყვარელი ენდრიუ გარფილდი და ალბათ დაგვეთანხმებით, ეს ნამდვილად საუკეთესო არჩევანი იყო.
Photo: Getty Image
13. ოსკარის ცერემონიაზე პრადას წითელი, სადა კაბა მოიხდინა გალ გადოტმა.
Photo: Getty Image
14. ალბათ არავის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ პენელოპე კრუსმა ოსკარის წითელი ხალიჩისთვის შანელის კაბა მოირგო, მსახიობმა ინსპირაცია ბრენდის 1992 წლის “ოტ კუტიურ” კოლექციიდან აიღო, კაბის შექმნას კი 254 საათი დასჭირდა.
Photo: Getty Image
ტექსტი: მარიამ ბექაური