N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

Dior-ის სათვალეები უკვე Afflelou Paris-ში: დახვეწილი კლასიკა და ექსკლუზიური საღამო

თებერვალი 24, 2025
A A
Dior-ის სათვალეები უკვე Afflelou Paris-ში: დახვეწილი კლასიკა და ექსკლუზიური საღამო
399
გაზიარება
3.1k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ფრანგული ელეგანტურობის სიმბოლო – Dior-ის სათვალეები, ახლა უკვე ოფიციალურად ხელმისაწვდომია Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონებში, გალერია თბილისში და საბურთალო სითი მოლში. ეს კოლექცია წარმოადგენს დიზაინისა და ოსტატობის უნიკალურ კომბინაციას, რომელიც Dior-ის მემკვიდრეობას აგრძელებს. კლასიკური სილუეტები, დახვეწილი დეტალები და უმაღლესი ხარისხის მასალები ქმნის ბრენდის ხელწერის სრულყოფილ ნიმუშს, რომელიც ასახავს ფუფუნებისა და დახვეწილობის სინთეზს.

აფლელუ პარიზმა ახალი კოლექციის ჩამოსვლა განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნა – საღამოზე მოწვეული იყვნენ ცნობილი ინფლუენსერები და მოდის სფეროს წარმომადგენლები თაკო ჩხეიძე, სალომე ღვინიაშვილი, ლიკა კვარაცხელია, თეონა თავართქილაძე და მარიამ კუხალაშვილი. სტუმრებმა შეძლეს ახლოდან გაცნობოდნენ Dior-ის ახალი კოლექციის ესთეტიკას და გაეზიარებინათ თავიანთი შთაბეჭდილებები.


Afflelou Paris-ი ყოველთვის ზრუნავს მომხმარებელზე, მათ გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე მორგებული პროდუქტებით. სწორედ ამიტომ, Dior-ის კოლექცია, რომელიც მხოლოდ Afflelou Paris-შია ხელმისაწვდომი, გთავაზობთ სათვალეებს, რომლებიც არამარტო იცავს თვალებს, არამედ სრულყოფს ჩაცმის სტილს და ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას.


Dior-ის სათვალეები განკუთვნილია მათთვის, ვინც აფასებს კლასიკას, ნიშურ დიზაინს და დეტალებზე ოსტატურ მიდგომას. Afflelou Paris-ი, როგორც ინოვაციური და მოდის ტენდენციებზე ორიენტირებული სივრცე, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ექსკლუზიურობას და მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ საუკეთესო ბრენდების არჩევანს.

ნუ გაუშვებთ შესაძლებლობას, მოინახულოთ Afflelou Paris-ის ოპტიკური სალონები გალერია თბილისში და საბურთალო სითი მოლში. აღმოაჩინეთ Dior-ის სათვალეების გამორჩეული კოლექცია – იქ, სადაც ფრანგული კლასიკა და თანამედროვე ესთეტიკა სრულყოფილად ერწყმის ერთმანეთს.

AFFLELOU PARIS FACEBOOK PAGE
AFFLELOU PARIS INSTAGRAM
ფოტო: შოთა გოთოშია

Tags: Diorაფლელუ პარიზიდიორითაკო ჩხეიძესალომე ღვინიაშვილი
წინა პოსტი

საქართველოში მოდის წამყვანი ფრანგული ინსტიტუტი ESMOD შემოდის

შემდეგი პოსტი

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ოსკარის 97-ე დაჯილოდებაზე

შემდეგი პოსტი
საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ოსკარის 97-ე დაჯილოდებაზე

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები ოსკარის 97-ე დაჯილოდებაზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN