N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ყველა კატეგორია

როგორ შევარჩიოთ იდეალური სამოსი სათხილამურო სეზონისთვის

დეკემბერი 28, 2024
A A
როგორ შევარჩიოთ იდეალური სამოსი სათხილამურო სეზონისთვის
337
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თოვლის და თხილამურების მოყვარულების სეოზონი ოფიციალურად გაიხსნა, რის პარალელურადაც სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება მსოფლიო ვარსკვლავების თუ ინფლუენსერების ფოტოები ზამთრის კურორტებიდან.

View this post on Instagram

A post shared by BLANCA ARIMANY (@blancaarimany)

მიმდინარე სეზონის ლუქებში აქტიურად ვხვდებით, როგორც ნეიტრალურ (თეთრი, კრემისფერი, შავი და ა.შ), ასევე კაშკაშა ფერებს. ზამთრის კურორტების სტილის მთავარი ნიშა სიმარტივე და კომფორტია, რომელიც მაქსიმალურადაა მორგებული მოდის თანამედროვე ტენდენციებს.

View this post on Instagram

A post shared by Leonie Hanne (@leoniehanne)

მსოფლიო ვარსკვლავების კონტენტი ნამდვილ ინსპირაციად იქცევა თქვენთვის. მაგალითად თოვლის ფონზე მოკაშკაშე სარა სამპაიო წითელი სამოსით.

View this post on Instagram

A post shared by Sara Sampaio (@sarasampaio)

სეზონს იდეალურად ერწყმის ჰანა შონბერგის და კლერ როუზის თეთრი სათხილამურო ტანსაცმელი. თუ წლების წინ სათხილამურო სამოსს მხოლოდ ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, დღეს ის არაჩვეულებრივად გამოხატავს ადამიანების სტილს.

View this post on Instagram

A post shared by H A N N A S C H Ö N B E R G (@hannaschonberg)

View this post on Instagram

A post shared by Claire Rose Cliteur (@clairerose)

კოლორადოდან გვიზიარებს ფოტოებს ცნობილი ამერიკელი მოდელი ტეილორ ჰილი, რომლის დახვეწილი და ელეგანტური სტილი სპორტულ სამოსშიც იგრძნობა.

View this post on Instagram

A post shared by Taylor Hill (@taylor_hill)

ასევე კოლორადოში ატარებს ზამთარს ყველასთვის საყვარელი ქენდის სვეინპოლი, რომელიც სეზონზე ნეიტრალურ ფერებს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თეთრი ფერი თოვლს განსაკუთრებით უხდება და კიდევ უფრო განსაკუთრებულია თუ ის ქენდისს აცვია.

View this post on Instagram

A post shared by 𝗖𝗮𝗻𝗱𝗶𝗰𝗲 (@candiceswanepoel)

ზამთრის მოყვარულთა სიაში მოწინავე ადგილის იკავებს კიარა ფერანი, რომელიც სეზონის კონტენტს ყველაზე აქტიურად უზიარებს გამომწერებს. კიარას შემთხვევაში ვხვდებით როგორც ნეიტრალურ, ნაკლებად თვალშისაცემ ლუქებს, ასევე საპირისპიროს. ალბათ არ გაგვიკვირდება, კიარას საყვარელი ლეოპარდის პრინტი, რომელიც სათხილამურო სეზონის ტანისამოსშიც ფიგურირებს.

View this post on Instagram

A post shared by Chiara Ferragni ✨ (@chiaraferragni)

განსხვავებული ფორმების და ფერების მიუხედავად ხაზგასასმელია, რომ სეზონზე ძალიან აქტუალურია სათხილამურო კომბინეზონები. გასული სეზონებისგან განსხვავებით, ოვერსაიზ ქურთუკები ტანზე მომდგარმა ქურთუკებმა ჩაანაცვლა, რაც სხეულის ფორმებს უფრო კარგად გამოკვეთს. ასევე აქტიურად ვხვდებით სპორტულ ფეხსაცმელს და ტანსაცმელი, რომელიც ასევე კარგად გამოკვეთს სხეულის ფორმებს.

და თქვენთვის რომელი ლუქი იქცა ინსპირაციის წყაროდ?

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: candice swanepoelSara Sampaiotaylor hillსათხილამურო სამოსი
წინა პოსტი

7 ფილმი, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას შექმნის

შემდეგი პოსტი

BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო

შემდეგი პოსტი
BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო

BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN