N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

შანელი მიკროსკოპის ქვეშ და მოდის სამყაროს მოლოდინები

დეკემბერი 17, 2024
A A
შანელი მიკროსკოპის ქვეშ და მოდის სამყაროს მოლოდინები
331
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ყველა ბრენდს თავის ისტორია აქვს, თუმცა არსებობენ უკვდავი ბრენდები, თავისი განსაკუთრებული ისტორიებით, ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია- შანელი. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ახლად გამოჩენილმა ბრენდმა ნამდვილი ფურორი მოახდინა საზოგადოებაში, მისი დამაარსებელი, გაბრიელ ბონეერ (კოკო) შანელი კი თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოდის ერთ-ერთ რევოლუციონერად, რომელმაც მოარღვია მკაფიო საზღვრები მამაკაცის და ქალის სტილს შორის. შანელის წარმატებაზე ასევე თავდაუზოგავად იშრომეს მომდევნო კრეატიული დირექტორებმა: კარლ ლაგერფელდმა, რომელმაც ბრენდს თითქოს თავიდან აჩუქა სიცოცხლე და ვირჯინია ვიარდიმ, რომელმაც ღირსეულად გააგრძელა ლაგერფელდის გზა. თუმცა 2024 წლის ივნისში, ვირჯინიამ შანელთან ხელშეკრულება მოულოდნელად შეწყვიტა და ბრენდი კრეატიული დირექტორის გარეშე დარჩა, რამაც საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, შანელის ბოლო ჩვენებები კი, რომელსაც კრეატიული გუნდი ხელმძღვანელობდა მოდის ექსპერტების, კრიტიკოსების თუ მედიის მიკროსკოპში მოექცა.

Photo: Frank Perrin

მიუხედავად სკეპტიკური განწყობებისა და ეჭვებისა შანელის კრეატიულმა გუნდმა მოახერხა ყველა გამოწვევასთან გამკლავება, ეს კი ყველაზე თვალსაჩინოდ აისახა შანელის 2024/25 წლის Métiers d’art კოლექციის პრეზენტაციაზე, რომელიც ჩინეთში, ხანგჭოუს დასავლეთის ტბაზე გაიმართა. აღნიშნულმა კოლექციამ ტრადიციულობის და თანამედროვე ესთეტიკის თვალსაჩინო სინთეზი შექმნა. ელეგანტური სამოსი, შანელისთვის დომინანტური ფერთა პალიტრები, ბრენდის ტრადიციული ქსოვილები და ელემენტები შანელის ესთეტიკას ზუსტად ერგებოდა. აქვე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კოლექციაზე იმუშავეს, როგორც შანელის გუნდის წევრებმა, ასევე ჩინეთის ადგილობრივმა ოსტატებმა, რომლებმაც ტრადიციული ტექნიკით შექმნილი ჩინური აბრეშუმი თანამედროვე ფორმებს მოარგეს, ერთობლივმა მუშაობამ და ენთუზიაზმმა კი ნამდვილად დაუვიწყარი კოლექცია და სანახაობა შექმნა.

Photo: chanelofficial

Photo: chanelofficial

Photo: chanelofficial

გარდა ჯადოსნური კოლექციისა და სანახაობისა, ხანგჭოუს ტბაზე გამართული ჩვენება ყურადღების ცენტრში მოექცა მიწვეული სტუმრების სიითაც, რომელთა შორისაც იყვნენ: ლუპიტა ნიონგ’ო, რებეკა არმსტრონგი, კაროლინ დე მაიგრესი, ლუსი ბოინტონი და სხვები. გამორჩეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ ფაქტს, რომ შანელი კვლავ არ თმობს ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას
მოდის სფეროში, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად ბრენდი კრეატიული დირექტორის გარეშეა დარჩენილი.

Photo: chanelofficial

Photo: chanelofficial

Photo: chanelofficial

სუბიექტური თვალსაზრისით, აღნიშნული ჩვენება კიდევ უფრო გამორჩეული იყო ქართველი მაყურებლისთვის, რადგან მოდელთა შორის იყო ყველასთვის საყვარელი მატილდა გვარლიანი. შანელის ბოლო ჩვენებამდე მატილდა ასევე მონაწილეობდა ბრენდის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციაზე და სუნამო “CHANCE”-ის სარეკლამო კამპანიაში.

Photo: azyaamode

მიუხედავად იმის, რომ ბრენდის კრეატიული ჯგუფი არაჩვეულებრივად უმკლავდებოდა ყველა გამოწვევას საზოგადოება მაინც განსაკუთრებულად ელოდა მომდევნო კრეატიული დირექტორის წარდგენას, არსებობდა ვარაუდები და კანდიდატები, რომლებიც აქტიურ განხილვაში იყვნენ . მაგალითად, ამერიკელი დიზაინერმა მარკ ჯეიკობსი, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი შანელის კრეატიული დირექტორის პოსტისთვის, ჯეიკობსთან ერთად საზოგადოება აქტიურად განიხილავდა დიზაინერებს: სარა ბარტონს, ჯონ გალიანოს და სიმონ პორტე ჟაკმუსს, თუმცა ამ უკანასკნელმა BOF-ის ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი გადატვირთული გრაფიკი და საკუთარ ბრენდზე მუშაობის პროცესი შანელის კრეატიული დირექტორის პოსტის განხილვის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ და ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელად, ბრენდმა კრეატიულ დირექტორად მეთიუ ბლაზი დაასახელა, რომელიც ამ პოსტისთვის Bottega Veneta-ს დაემშვიდობა, სადაც ის კრეატიული დირექტორის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ მეთიუს ინოვაციური ხედვები საინტერესო ჭრილში დაგვანახებს შანელს, ამიტომ მოუთმენლად ველით ბრენდის განვითარების ახალ ეტაპს.

Photo: Matthieu Blazy (Instagram)

ტექსტი: მარიამ ბექაური

 

Tags: ChanelMétiers d’artმატილდა გვარლიანიმეთიუ ბლაზიშანელი
წინა პოსტი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქალაქებში: პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, ლონდონი

შემდეგი პოსტი

ნეთფლიქსის ახალი სერიალი “BLACK DOVES” და კირა ნაითლის დაბრუნება ტრილერის სამყაროში

შემდეგი პოსტი
ნეთფლიქსის ახალი სერიალი “BLACK DOVES” და კირა ნაითლის დაბრუნება ტრილერის სამყაროში

ნეთფლიქსის ახალი სერიალი “BLACK DOVES" და კირა ნაითლის დაბრუნება ტრილერის სამყაროში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN