N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

“Mocha Mousse”- წლის მთავარი ფერი და მის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო ვარსკვლავები

დეკემბერი 7, 2024
A A
“Mocha Mousse”- წლის მთავარი ფერი და მის გარშემო გაერთიანებული მსოფლიო ვარსკვლავები
342
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

გასული წლის ყველაზე ტრენდული და მოთხოვნადი ბურგუნდიული ღვინისფერი, წელს შოკოლადისფერმა ტონალობებმა ჩაანაცვლა. “Mocha Mousse” 2025 წლის მთავარ ფერად დაასახელა Pantone-მა. აღნიშნული ფერის ტონალობებს უკვე აქტიურად ვხვდებით ცნობილი მოდის სახლების კოლექციებში, ვარსკვლავების თუ ინფლუენსერების ყოველდღიურ სტილში და მასშტაბურ ღონისძიებებზე.

Claire Rose Cliteur

შოკოლადისფერი განსაკუთრებით მოუხდა შემოდგომა-ზამთრის კოლექციებს, ამ ფერმა თითქოს სითბო აჩუქა სეზონს. ბუნებრივმა ელეგანტურობამ და დახვეწილმა ტონებმა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიქცია და შოკოლადისფერი წლის ტრენდად აქცია. ფერი აქტიურად ფიგურირებს არა მხოლოდ ტანისამოსში, არამედ ფეხსაცმელსა და აქსესუარებში. ალბათ არავის დარჩენია ყურადღების მიღმა, წლის ყველაზე ტრენდული შოკოლადისფერი ჩანთა The Row-ს კოლექციიდან.

Getty Images Entertainment
შოკოლადისფერი ტონების ტენდენციას ვხვდებით ყველგან დაწყებული Fast Fashion ბრენდებით და დამთავრებული საერთაშორისოდ ცნობილი მოდის სახლებით. მაგალითათ 2024 წლის “Governor Awards”-ის დაჯილდოვებაზე, ყველასთვის ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ლოურენსი Bottega Veneta-ს შოკოლადისფერი კაბით წარსდგა.

JACOPO M. RAULE//GETTY IMAGES

ასევე Bottega Veneta-ს კოლექციიდან შეარჩია კაბა კენდალ ჯენერმა, რომელიც მილანის Fashion week-ზე მოირგო და ალბათ ბევრი ადამიანისთვის იქცა აღნიშნული ფერის ტანისამოს ინსპირაციად.

Katyafayer

Rosie Huntington- Whiteley

შოკოლადისფერი ტანისამოს, აქსესუარის თუ ფეხსაცმლის პოპულარობა განაპირობა ინფლუესერთა მკაფიო ჩართულობამ ამ ტენდენციის გარშემო. მაგალითად ალექს რივიერი, კლერი როუზი, ჰანა შონბერგი და სხვა ინფლუენსერები აქტიურად გვიზიარებენ ფოტო და ვიდეო კონტენტს შოკოლადისფერი ლუქებით.

Alex Riviere- Sieber

Claire Rose Cliteur

ამ ფერის დეტალები გვხვდება ასევე, ჰეილი ბიბერის და ბელა ჰადიდის ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ფოტოებში.

Hailey Baldwin Bieber

Bella Hadid

აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ შოკოლადისფერის სხვადასხვა ტონალობებს კოლექციებში აქტიურად იყენებენ ისეთი ბრენდები, როგორებიცაა: Prada, Ferragamo, Burberry, Gucci, Miu Miu და სხვა. აღნიშნული ბრენდების კოლექციები კი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ შოკოლადისფერი ტანისამოსი ერგება, როგორც ყოველდღიურობას, ასევე გამორჩეულ დღესასწაულებს თუ ღონისძიებებს.

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: 2025 წლის ტრენდიMocha Mousseშოკოლადისფერიწლის მთავარი ფერი
წინა პოსტი

ანჯელინა ჯოლი – ქალი, რომელიც არასდროს კარგავს ბრწყინვალებას

შემდეგი პოსტი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქალაქებში: პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, ლონდონი

შემდეგი პოსტი
როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქალაქებში: პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, ლონდონი

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს სხვადასხვა ქალაქებში: პარიზი, ნიუ-იორკი, მილანი, ლონდონი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN