ზაფხულის დადგომასთან ერთად, ჩვენს ყოველდღიურობაში სრულიად განსხვავებული ენერგია იჭრება, რადგან ეს სეზონი მზესთან, სრულ თავისუფლებასთან, ზღვის ნიავთან და ახალ, ამაღელვებელ თავგადასავლებთან ასოცირდება. თუმცა, თანამედროვე ცხოვრების რიტმი, გადატვირთული სამუშაო გრაფიკი და ყოველდღიური პასუხისმგებლობები ხშირ შემთხვევაში არ გვიტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ სამსახურს მთელი კვირით ან უფრო ხანგრძლივი დროით მოვწყდეთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ზაფხულის საუკეთესო დღეები ქალაქის მოსაწყენ რუტინას უნდა შევწიროთ, გახსოვდეთ მთავარია დროის სწორად მართვა ვისწავლოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ შაბათ-კვირა იდეალური დასვენებისთვის, რადგან სწორად დაგეგმილი ორდღიანი ვიქენდი ხშირად იმაზე მეტ მუხტს და ენერგიას გვაძლევს, ვიდრე ხანგრძლივი, მაგრამ ერთფეროვანი შვებულება. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნება საშუალებას გვაძლევს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დასვენების დღეები დავგეგმოთ, როგორც ზღვის კუროტებზე, ასევე მთაში, ან სულაც ბარში.

დღევანდელ სტატიაში კი გთავაზობთ საქართველოს საუკეთესო ლოკაციებსა და პრემიუმ კლასის სასტუმროებს იდეალური საზაფხულო ვიქენდისთვის.
Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel
ჩამონათვალს კახეთის ორი განსაკუთრებული ლოკაციით დავიწყებთ და პირველი, რა თქმა უნდა, Tsinandali Estate, A Radisson Collection Hotel იქნება- წინანდლის მამული ისტორიის და მოდერნიზაციის იდეალურ სინთეზს სთავაზობს დამსვენებელს. ალექსანდრე ჭავჭავაძისეულ ბაღში გაშენებული სასტუმრო იდეალური ხედებით გამოირჩევა. აქ დაგხვდებათ აუზი კავკასიონის ხედით, სპა ზონა და რაც ყველაზე მნშვნელოვანია, თქვენ შეძლებთ ადგილზე დააგემოვნოთ საავტორო ღვინოები.


Bodbe Hotel
სიღნაღის სიახლოვეს, ბოდბის მონასტერთან მდებარე ახალი სასტუმრო- Bodbe Hotel ნამდვილად შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც საუკეთესო ადგილი სულიერი თუ ემოციური განტვირთისთვის. ალაზნის ველის პანორამული ხედები, მყუდრო ატმოსფერო, თუ უმაღლესი დონის მომსახურება დასვენების დღეებს ნამდვილად განსაკუთრებულს გახდის და იდეალურ საზაფხულო თავგადასავალს გაჩუქებთ.


Rooms Hotel Batumi
ზღვის და სანაპიროს მოყვარულებისთვის საქართველოს შავიზღვისპირეთი კლასიკური არჩევანია და რა შეიძლება იყოს ბათუმზე უკეთესი? ქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე Rooms Hotel Batumi საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც ერთდროულად იზიდავს ზღვისპირა ქალაქის დინამიკა და ამავდროულად გამორჩეული, ვინტაჟური გარემო. Rooms-ი დამსვენებლებს სთავაზობს კინემატოგრაფიულ ესთეტიკას, ღია აუზსს, საავტორო კოქტეილებს და დაუვიწყარ ზაფხულის საღამოებს.


Paragraph Resort & Spa Shekvetili
იმ შემთხვევაში თუ ბათუმის გარემო თქვენთვის ქაოტურია და სრული იზოლაცია გჭირდებათ აუცილებლად უნდა აირჩიოთ ფიჭვნარის ტყეში ჩაფლული Paragraph Resort & Spa Shekvetili ზღვის არაჩვეულებრივი ხედებით. გიგანტური აკვარიუმი, ზღვაში შეჭრილი შთამბეჭდავი აუზი და უმაღლესი დონის სპა ცენტრი იდეალურ პირობებს ქმნის როგორც წყვილებისთვის, ისე ოჯახური დასვენებისთვის.


Rooms Hotel Kazbegi
მთის მოყვარულებისთვის ყაზბეგი და Rooms Hotel Kazbegi საუკეთესო ალტერნატივაა. მყინვარწვერის საოცარი ხედი, მყუდრო ტერასა დილის ყავისთვის, დახურული აუზი პანორამული ფანჯრებით და მთის ენერგეტიკა თქვენი ზაფხულის დღეებისთვის ნამდვილად იდეალური არჩევანია.


COMMUNAL Hotel Kutaisi
ქუთაისი ბოლო წლებია სულ უფრო პოპულარული ხდება მათთვის, ვისაც ავთენტური გარემო, გემრიელი სამზარეულო და ქალაქური კულტურა იზიდავს. სასტუმრო „კომუნალი“ ქუთაისის ძველ უბანში მდებარე კონცეპტუალური ბუტიკ-სასტუმროა, რომელიც საუკეთესოდ გადმოსცემს ქალაქის ისტორიულ ხასიათს თანამედროვე, მყუდრო და დახვეწილი დიზაინით. კომუნალი იდეალური ლოკაციაა ქალაქის ქუჩებში სასეირნოდ, ისტორიული ძეგლების მოსანახულებლად თუ იმერული კულინარიული საგანძურის აღმოსაჩენად.


