Weekend Max Mara-ს 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია ამერიკელ მსახიობთან, ეშლი პარკთან კოლაბორაციით შეიქმნა. კოლექციის სახელია “ვიქენდი ეშლი პარკთან ერთად” და ის გვთავაზობს სამოსის სრულყოფილ, მარტივ, ჰაეროვან და სასიამოვნო არჩევანს, რომელიც გათვლილია, როგორც ზღვისპირა კურორტებისთვის, ასევე ქალაქისთვის.
პარკი, რომელიც ცნობილია თავის როლებით სერიალებში „Beef“, „Only Murders in the Building“, „Joy Ride“ და განსაკუთრებით პოპულარული „Emily in Paris“, წარმოგვიდგენს მრავალფეროვან გარდერობს, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერ ადგილს და სიტუაციას. კოლექციაში გადმოცემულია პარიზის ხალხმრავალი ქუჩების თუ ხმელთაშუა ზღვის მზიანი სანაპიროს ხასიათი, ამასთან ერთად კი ინარჩუნებს La Dolce Vita-ს სტილის თავისუფლებასა და ელეგანტურობას.
“კოლექციის საერთო განწყობა გადმოსცემს ზაფხულის მსუბუქ, ხალისიან ენერგიას და იმ დაუვიწყარი მოგზაურობების ბედნიერ მომენტებს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გადაგხვდენია. გვინდოდა, Emily in Paris-ის გლამურული სული გადმოგვეტანა ავთენტურ და მრავალმხრივ არჩევანში, რომელიც აერთიანებს: დახვეწილობას, კეთილდღეობის განცდას და კომფორტის შეგრძნებას. ამიტომ, ყოველი ნივთი იდეალური თანამგზავრია მოგზაურობისთვის,“ — ამბობს ეშლი პარკი.
ტანსაცმელი არის მხიარული, სექსუალური და დახვეწილი, კლასიკური, თუმცა ცოცხალი და მომხიბვლელი. კოლექციაში მკაფიოდ იგრძნობა ნოსტალგიური, ფემინური ელემენტები, რომელიც მკვეთრად გამოიხატება: ჰარმონიული “ქვიშის საათის” სილუეტებით, ჰაეროვანი ტექსტურებით და ნაზი დეტალებით.
კოლექციაში წარმოდგენილია Weekend Max Mara-ს საკულტო ელემენტების ახალი ინტერპრეტაციები, მაგალითად: ექსკლუზიური პრინტებით გაფორმებული თრენჩები, ელეგანტური, გლუვი ქსოვილით შექმნილი კაბები ღია მხრებით, ტოპების და ჰაეროვანი ქვედაბოლოების, ბიუსტჰალტერების და მჭიდრო შარვლების თუ მოკლე ბლუზების და სხვადასხვა პრინტიანი მომდგარი შარვლების კომბინაციები.
კოლექციაში მთავარ როლს უმაღლესი ხარისხის ბამბა და თეთრეული ასრულებს — მსუბუქი, ნაზი და საოცრად კომფორტული ქსოვილები, რომლებიც ჰაეროვნად ეხება კანს და გაფორმებულია ისეთი შთამბეჭდავი პრინტებით, როგორებიცაა: აბსტრაქტული ყვავილები თუ ასიმეტრიული ფიგურები. ასევე განსაკუთრებული სიფრთხილითაა და თანამედროვე მეთოდებითაა დამუშავებული ჯინსის ქსოვილები.
კოლექციის ფერთა პალიტრა მოიცავს: ნაზ და ცოცხალ ჩრდილებს, ძვირფასი ქვების ელფერებს, ვარდისფერ და ლაჟვარდისფერ ტონებს.
კოლექციის მთავარი აქსესუარი პასტიჩინოს ჩანთაა, რომელიც იდეალურად ერწყმის ზაფხულის განწყობას. დაწნული, კალათისებური ჩანთა გაფორმებულია ბამბისგან შექმნილი ქსოვილით, რომელიც გვხვდება, როგორც სადა, ასევე პრინტიანი ვიზუალით. ლუქებს კი სრულყოფილებას ანიჭებს თასმიანი სანდლები, მარგალიტით გაფორმებული ე.წ სლინგბექები და სამკაულები.
რასაც არ უნდა გეგმავდე, ქუჩაში გასეირნებას თუ სანაპიროზე მზით ტკბობას – მოემზადე სტილით სავსე, მხიარული ზაფხულისთვის Weekend Max Mara-სთან ერთად.