თანამედროვე სამყაროში, სადაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, თავის მოვლის კულტურა სრულიად იცვლება. დღეს ქალებს აღარ სურთ არჩევანის გაკეთება ხარისხსა და სწრაფ შედეგს შორის – მათ სჭირდებათ ფორმულები, რომლებიც მომენტალურად მუშაობს და ცხოვრობას ამარტივებს. სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ, სილამაზის ინდუსტრიაში თამამად შემოვიდა ახალი ფრანგული ფარმაკოსმეტიკური ბრენდი Maviènne Paris.

Ritz Paris-ს საკულტო სივრციდან დაწყებული – კანის კინოფესტივალის პრესტიჟული ბიზნესპლატფორმით დასრულებული, „მავიენმა“ უკვე მოასწრო საერთაშორისო ასპარეზზე თავის დამკვიდრება. ბრენდმა, რომელიც ფრანგული ლაბორატორიების მრავალწლიან ტრადიციებს, ეკომეგობრულ ფილოსოფიასა და ფარმაცევტულ უსაფრთხოებას ეფუძნება, ქართველი მომხმარებელიც გაანებივრა და უკვე სააფთიაქო ქსელ „პსპ“-შიც გამოჩნდა.

გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს Remartin-ის აღმასრულებელ დირექტორთან, მაგდა ყუბუსიძესთან. იგი დეტალურად გვიხსნის, თუ როგორ ახერხებს Maviènne Paris იყოს ერთდროულად მაქსიმალურად ნაზი, ძლიერი და შედეგზე ორიენტირებული.

„მავიენი“ სილამაზის ინდუსტრიაში ფრანგული ხარისხითა და დახვეწილობით შემოვიდა. რა არის ბრენდის მთავარი ფილოსოფია და როგორ ახერხებთ ფრანგული დერმაკოსმეტიკის მრავალწლიანი ტრადიციების გაერთიანებას თანამედროვე ქალის ყოველდღიურ საჭიროებებთან?
ბრენდ Maviènne Paris-ის მთავარი მისია ყოველთვის იყო და რჩება თანამედროვე ცხოვრების რიტმთან თანხვედრა – შექმნას მაქსიმალურად ეფექტიანი პროდუქცია, რომელიც ყოველდღიურობას ამარტივებს. დღეს, როდესაც დროს ოქროს ფასი აქვს, Maviènne Paris-ის მომხმარებლისთვის თავის მოვლა ხანგრძლივ პროცედურებთან აღარ ასოცირდება. ბრენდის ფილოსოფია გამარტივებულ, მაგრამ ეფექტიან რუტინას ეფუძნება, ამიტომ თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ 2-3 გამორჩეული პროდუქტია წარმოდგენილი. ფრანგული ელეგანტურობა და მეცნიერული მიდგომის სინთეზი ბრენდს განსაკუთრებულად მიმზიდველს და სასურველს ხდის. Maviènne Paris-ის მისიაა, უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. საბოლოო ჯამში, Maviènne Paris-ი ზრუნავს მთელ ოჯახზე – ქალებზე, მამაკაცებსა და ბავშვებზე. ბრენდის საოჯახო კატეგორიის პროდუქტები ნებადართულია 3 წლიდან, ხოლო თავის მოვლის სპეციალიზებული ხაზი განკუთვნილია 13 წლიდან ზემოთ.
ბრენდის ოფიციალური წარდგენა 2025 წლის 20 დეკემბერს გაიმართა – გვიამბეთ მასზე, რით იყო გამორჩეული? როგორ შეაფასებდით პირველ უკუკავშირსა და გამოხმაურებას მომხმარებლებისგან?
პრეზენტაცია საფრანგეთის გულში, პარიზის საკულტო სასტუმრო Ritz Paris-ში შედგა. საღამომ თავი მოუყარა ინვესტორებს, წამყვან დერმატოლოგებსა და ფრანგ ინფლუენსერებს. მას დიდი გამოხმაურება მოჰყვა პრესაში – ღონისძიება ექსკლუზიურად გააშუქა Forbes France-მა. სტუმრებისთვის ნამდვილ სიურპრიზად იქცა Maviènne Paris-ის საშობაო ვიდეორგოლის ჩვენება – ეს პროექტი კრეატიული არტდირექტორის, დათა ალექსეევის ხელმძღვანელობით შეიქმნა. საღამოს მუსიკალურ ატმოსფეროზე კი ფრანგი მუსიკოსი Gabriel Buatros-ი და ბერძენი შემსრულებელი Anastasia Valavanidi ზრუნავდნენ, რამაც Ritz Paris-ში შეკრებილ საზოგადოებას დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ღონისძიებამ ისეთი წარმატებით ჩაიარა, რომ მოდისა და სილამაზის ინდუსტრიის კულუარებში ამ მოვლენაზე დღემდე საუბრობდნენ. ჩვენი მთავარი ჩანაფიქრი სწორედ ეს იყო: პარიზის გულიდან ხმამაღლა განგვეცხადებინა Maviènne Paris-ს საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლა, რასაც ბრენდის ციფრული პლატფორმის – shop.mavienne.fr-ის ოფიციალური პრეზენტაციაც დაემთხვა.

დერმაკოსმეტიკურ ინდუსტრიაში ფორმულები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ცნობილია, რომ „მავიენი“ მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებსა და ქარხნებთან თანამშრომლობს. გვიამბეთ ამ პარტნიორობაზე: როგორ იქმნება პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს?
Maviènne Paris-ის პროდუქციის ხარისხის საიდუმლო მის ფრანგულ საწარმოებშია, რომლებიც ქვეყნის ორ რეგიონში – Brest-სა და Cahors-ში მდებარეობს. კაორში ბრენდი ფლობს საკუთარ პლანტაციებს, სადაც ნატურალური ინგრედიენტები (ლავანდა, როზმარინი, ჟასმინი) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იზრდება, შემდეგ კი იქვე, მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიაში გარდაიქმნება თავის მოვლის ფორმულებად. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ორივე ქარხანა გლობალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და სერტიფიცირებულია ევროპის სილამაზისა და ჯანმრთელობის ასოციაციის მიერ.
რომელი აქტიური ინგრედიენტებია „მავიენის“ ფორმულების საიდუმლო „იარაღი“ და რა ხდის მათ ესოდენ ეფექტიანს?
Maviènne Paris-ის ფორმულებში ისეთი წამყვანი კომპონენტები ერთიანდება, როგორებიცაა: ჰიალურონის მჟავა, კოლაგენი, პეპტიდები, ნიაცინამიდი, სალიცილის მჟავა და ვიტამინების (A, E, C და B ჯგუფი) მძლავრი კომპლექსი – ყველაფერი, რაც აუცილებელია კანის ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. ბრენდის პროდუქცია სრულიად თავისუფალია მავნე ქიმიური და კანცეროგენული ნივთიერებებისგან, პარაბენების, სილიკონებისა და ალკოჰოლისგან. ფორმულების 97% სუფთა, ბიოლოგიური და ბუნებრივი წარმოშობისაა, რაც ბრენდს ფარმაცევტულ უსაფრთხოებასა და სანდოობას ანიჭებს. აქვე უნდა ითქვას, რომ Maviènne Paris-ი თანაბრად ზრუნავს ადამიანსა და ბუნებაზე, ამიტომ პროდუქციის შეფუთვები ეკომეგობრულია და მათი დიდი ნაწილი სრულად ბიოდეგრადირებადია.

თანამედროვე სამყაროში, ეკოლოგიური გამოწვევებისა და სტრესის გამო, სულ უფრო მეტ ადამიანს აწუხებს ალერგია და მგრძნობიარე კანის პრობლემა. როგორია „მავიენის“ პასუხი ამ გამოწვევაზე?
ვინაიდან Maviènne Paris-ის პროდუქცია სრულიად ნატურალური და ბიოლოგიურად სუფთაა, ალერგიული რეაქციების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. თუმცა, ვინაიდან თითოეული ადამიანის კანის სტრუქტურა აბსოლუტურად ინდივიდუალურია, რეკომენდებულია, მომხმარებელი წინასწარ გაეცნოს პროდუქტის შემადგენლობას, რათა კონკრეტული მცენარეული კომპონენტის მიმართ პირადი მგრძნობელობა გამოირიცხოს. რაც შეეხება თანამედროვე გარემოს გამოწვევებსა და ეკოლოგიურ სტრესს: Maviènne Paris-ის დაბალანსებულ ფორმულებზე წამყვანი ბიოლოგები, ქიმიკოსები და დერმატოლოგები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობენ. სწორედ ამიტომ, ბრენდის პროდუქცია იდეალური პასუხია დაბინძურებული მეგაპოლისების გარემოსა და გადაღლილი კანისთვის: ის კარგად ამშვიდებს ეპიდერმისს, წმენდს ფორებს, აძლიერებს კანის დამცავ ბარიერს, ღრმად ატენიანებს მას, უზრუნველყოფს pH ბალანსის შენარჩუნებასა და ბუნებრივი საფარის აღდგენას.
ხშირად ფიქრობენ, რომ ალერგიის პრევენცია ან მგრძნობიარე კანის მოვლა მხოლოდ დამამშვიდებელი ეფექტით შემოიფარგლება. როგორ ახერხებს „მავიენი“, იყოს ერთდროულად მაქსიმალურად ნაზი და, ამავდროულად, შედეგზე ორიენტირებული?
Maviènne Paris-ში ჩვენ გვჯერა, რომ მგრძნობიარე კანის მოვლა მხოლოდ მის დამშვიდებას არ გულისხმობს – მან რეალური, თვალსაჩინო შედეგიც უნდა მოიტანოს. სწორედ ამიტომ, ბრენდის ხედვა სრულყოფილ ბალანსს ეფუძნება: მაქსიმალური სინაზე და, ამავე დროს, უახლესი მაღალეფექტიანი აქტიური ინგრედიენტები. Maviènne Paris-ს ფორმულები Cosmétique de Pharmacie-ს მკაცრი სტანდარტებით იქმნება. ეს ნიშნავს, რომ თითოეული პროდუქტი აბსოლუტურად უსაფრთხოა მგრძნობიარე ეპიდერმისისთვის, თუმცა ამავდროულად მუშაობს ისეთ კონკრეტულ საჭიროებებზე, როგორებიცაა: ღრმა დატენიანება, ლიპიდური ბარიერის აღდგენა, ელასტიკურობის ზრდა და დაბერების ნიშნების პრევენცია. ჩვენ ფორმულებიდან მაქსიმალურად გამოვრიცხავთ აგრესიულ, გამაღიზიანებელ კომპონენტებს და მათ უმაღლესი ხარისხის ბიომიმეტიკური პეპტიდებით, ჰიალურონის მჟავას სხვადასხვა ფორმითა და ძვირფასი მცენარეული ანტიოქსიდანტებით ვანაცვლებთ. შედეგად, კანი იღებს არა მხოლოდ მომენტალურ კომფორტს, არამედ გრძელვადიან, გარდამტეხ ეფექტს – უფრო გლუვი, მკვრივი, ელასტიკური ხდება და ჯანსაღ იერს იძენს.

Maviènne Paris-მა ახლახან ძალიან პრესტიჟულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. გვიამბეთ ამ აღიარებაზე.
კოსმეტიკურ ინდუსტრიაში ჩვენს წარმატებასა და აღიარებას მოწმობს ისიც, რომ Maviènne Paris-ი კანის კინოფესტივალის ფარგლებში, Time France-ის ვილაზე გამართული გრანდიოზული ღონისძიების – Cannes & Connect-ის ოფიციალური სპონსორი გახლდათ. ეს არის უმაღლესი დონის ბიზნესპლატფორმა, სადაც თავს იყრიან მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ინვესტორები და აქციონერები მთელი მსოფლიოდან. ასეთ მასშტაბურ პროექტში მონაწილეობა ბრენდისთვის კიდევ ერთი დიდი აღიარება და წინგადადგმული ნაბიჯია.
Maviènne Paris-ის ასორტიმენტი მრავალფეროვანია. რომელია ის must-have პროდუქტები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის კანს ჭირდება?
ნაზი გამწმენდი გელი ან ქაფი – შექმნილია ურბანული ნარჩენების მოსაშორებლად, ისე რომ მისი ნაზი ლიპიდური ბარიერი ხელუხლებელი დარჩეს; Hydra-Refresh Booster Serum – მსუბუქი, მაგრამ უაღრესად ძლიერი ფორმულა, რომელიც გამდიდრებულია ნატრიუმის ჰიალურონატითა და ბუსტერით. ის უზრუნველყოფს მრავალდონიან დატენიანებას და მყისიერად ანიჭებს კანს გლუვ იერს; დაბოლოს, რიტუალი სრულდება ჩვენი საფირმო Hydra Balance Velvet Cream-ით – რომელიც მოქმედებს, როგორც დამცავი ფარი გარემოს მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ.

სეზონურობა ყოველთვის მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. ახლა, როცა ზაფხული დაიწყო, „მავიენის“ რომელი ხაზი ან კონკრეტული პროდუქტი ხდება ყველაზე აქტუალური ჩვენი კანის დასაცავად და გამოსაკვებად?
ზაფხულის სეზონზე კანის მაქსიმალური ჰიდრატაცია უალტერნატივო აუცილებლობაა. სწორედ ამიტომ, Maviènne-ის ტონიკ-ლოსიონი იდეალური არჩევანია დილის დასაწყებად, ხოლო ბრენდის დამატენიანებელი შრატი სახეს საოცარ, ჯანსაღ ბზინვარებას („Glow ეფექტს“) ანიჭებს. Maviènne Paris-ის კრემების ხაზი ზუსტად უპასუხებს კანის განსხვავებულ საჭიროებებს: იქნება ეს ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი, თუ პირიქით – მშრალი და სენსიტიური ეპიდერმისი. რუტინის ფინალური და უმნიშვნელოვანესი აკორდი კი, რა თქმა უნდა, SPF 50-ია, რომელიც საიმედოდ იცავს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან და ხელს უშლის ფოტოდაბერებას. ასევე, გვაქვს ტანის მბზინავი ზეთები, რომლებიც სწრაფად შეიწოვება, ეპიდერმისს ხავერდოვან სირბილესა და მსუბუქ, ჯანსაღ ბზინვარებას ანიჭებს ცხიმოვანი კვალის დატოვების გარეშე.
ბრენდის წარმატებული სტარტი უკვე თვალსაჩინოა. რა არის „მავიენის“ შემდეგი ნაბიჯები?
Maviènne Paris-ი ყოველთვის ინოვაციების ძიებაშია – ჩვენ მუდმივად ვავითარებთ ფორმულებს, რათა მომხმარებელს დახვეწილი და ეფექტიანი პროდუქცია შევთავაზოთ. ყოველდღიურად ვაკვირდებით საერთაშორისო ბაზრის დინამიკას, შევისწავლით თანამედროვე საჭიროებებს და სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ ვქმნით ახალ, საინტერესო და, რაც მთავარია, აბსოლუტურად უსაფრთხო თავის მოვლის საშუალებებს.

ინტერვიუ: თათული ღვინიანიძე
