N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებებზე

იანვარი 24, 2025
A A
ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ  პარიზის მოდის კვირეულზე გამართულ ჩვენებებზე
331
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

22 იანვარს პარიზის მოდის კვირეული დაიწყო. განსხვავებული დიზაინერული ხედვები და ჩვენებები, მრავალფეროვანი კოლექციები, ახალი იდეებით და შთაგონებით შექმნილი ტანისამოსი- სწორედ ამ მნიშვნელოვანი დეტალების შერწყმა მოხდა მოდის კვირეულზე, სადაც 2025 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექციებით წარდგნენ ჩვენთვის საყვარელი ბრენდები: Ami Paris, Issey Miyake, Louis Vuitton, Rick Owens, Amiri და ა.შ.

Photo: Olivier Baco

პარიზის მოდის კვირეული Louis Vuitton-ის ჩვენებით გაიხსნა. კრეატიულმა დირექტორმა ფარელ უილიამსმა საკუთარი დიზაინით მე-5 კოლექცია წარადგინა და მოდის კვირეული გრანდიოზული ჩვენებით გახსნა, რომელიც ლუვრის მუზეუმში გაიმართა. ჩვენებას დაესწრნენ საზოგადოებისთვის საყვარელი ვარსკვლავები: ბრედლი კუპერი, ტრევის სკოტი, კალათბურთელი ვიქტორ ვემბანიამა და ა.შ. ახალ კოლექციაში გაერთიანებული იყო ბეისბოლის მოსაცმელები, გრძელი თრენჩები და პალტოები , კლასიკური პიჯაკები, მოკლე და გრძელი შორტები, და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი დეტალი Louis Vuitton-ის ცნობილი ჩანთები, რომელიც ყურადღების მიღმა არცერთ მოდის მოყვარულს არ დარჩენია. განსხვავებული ფორმები, ზომები და დიზაინები, განკუთვნილია როგორც ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე მოგზაურობისთვის. შემოდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციაზე ფარელ უილიამსმა Kenzo-ს კრეატიულ დირექტორთან, ნიგოსთან ერთად იმუშავა.

Photo: Louis Vuitton

Ami Paris-ის ჩვენება პარიზის მოდის კვირეულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი მოვლენაა საზოგადოებისთვის და ეს ტრადიცია არც წლევანდელ კვირეულზე დაირღვა. ბრენდის წლევანდელ კოლექციაში მთავარი აქცენტი მინიმალიზმზე გაკეთდა და გარკვეულწილად 90-იანი წლების ემოციები მიიტანა მაყურებელთან. სიმარტივე და ელეგანტურობა ბრენდის კრეატიული დირექტორის მთავარი მესიჯი იყო, „მე არ ვარ პროვოკაციული დიზაინერი. მე არ ვარ რევოლუციური დიზაინერი“- განაცხადა ალექსანდრე მატიუსმა. ჩვენება ორმაგად მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი იყო ქართველი მაყურებლისთვის, რადგან ბრენდის მოდელთა შორის იყო ყველასთვის საყვარელი ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი.

Photo: Getty Images


პარიზის მოდის კვირეულიდან ერთ-ერთი საუკეთესო ჩვენება იყო Issey Miyake-ის 2025 წლის შემოდგომა/ ზამთრის სეზონის, მამაკაცის ხაზის კოლექცია. გამორჩეული სილუეტებით და ფერთა პალიტრით. კოლექციაში ჭარბობდა ნეიტრალური ფერები, როგორებიცაა მაგალითად: კრემისფერი, შოკოლადისფერი, თეთრი, შავი, ზეთისხილისფერი და ა.შ, თუმცა სამოსის გარკვეული ნაწილი უფრო მკვეთრი ფერის ქსოვილებისგან იყო შექმნილი. გრძელი მოსაცმელები, ნაქსოვი დეტალები, თანამედროვე მოდის მკაფიო აქცენტები, მარტივი და უფრო ყოველდღიურობაზე ორიენტირებული სილუეტები ქმნიდა Issey Miyake-ის მამაკაცის კოლექციას და მთავარ მიმართულებას.

Photo: Issey Miyake

პარიზის მოდის კვირეულზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Rick Owens-ის კოლექციამ, რომელიც ტრადიციულად ხასიათდებოდა მუქი ფერებით და მისტიური ვიზუალებით. წლევანდელი მამაკაცის ხაზში ბრენდიმა აქცენტი გააკეთა მინიმალიზმის და პრაქტიკულობის მნიშვნელობაზე- “ყველაფერი შემიძლია მოვათავსოთ პატარა ჩანთაში”. კოლექცია რიკ ოუენსის ინდივიდუალური ცხოვრებისეული გამოცდილებით იყო შთაგონებული, რომელიც ძირითადი საჭიროებების გარშემო ტრიალებს. როგორც დიზაინერი აღნიშნავს 2025 წლის მამაკაცის ხაზი დაუკავშირა იმ წლები, რომელიც მან იტალიის პატარა სამრეწველო ქალაქ Concordia-ში გაატარა. ბრენდის ჩვენება დევიდ ბოუის ჰიტის “Heroes” ფონზე მიმდინარეობდა.

Photo: Rick Owens

რეტრო და კლასიკური სტილის კომბინაცია მოახდინა AMIRI-ის 2025 წლის შემოდგომა ზამთრის კოლექციამ, რომელშიც ხაზგასმული იყო როგორც კომფორტის ასევე გლამურული სილუეტების მნიშვნელობა ყოველდღიურობაში. კოლექციაში მკაფიოდ იგრძნობოდა ძველი ჰოლივუდური სტილის გაცოცხლების დაუოკებელი სურვილი, ამაზე მიანიშნებდა დიზაინერის სიტყვებიც “ჰოლივუდი არის ადგილი, სადაც მიდიხარ სიზმრების ასახდენად. ეს კოლექცია არის ჰოლივუდისა და ლოს-ანჯელესის პატივისცემა, რომელიც სავსეა ოპტიმიზმით, სიზმრებითა და სიყვარულით”. გრძელი, ტყავის მოსაცმელები, განიერი შარვლები, კლასიკური კაბები, თვალისმომჭრელი ქსოვილები და ისეთი დახვეწილი ფერების პალიტრა, რომელშიც ერთიანდება: ბურგუნდიული წითელი, ოქროსფერი, მწვანე და შოკოლადისფერი შტრიხები მოდის მოყვარულებში ნამდვილად ძველ ჰოლივუდურ ემოციებს აღვიძებს.

Photo: Amiri

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: AmiriAmy ParisIssey MiyakeLouis VuittonRick Owensპარიზის მოდის კვირეული
წინა პოსტი

ჰეილი ბიბერის კანის მოვლის რუტინა

შემდეგი პოსტი

ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულზე

შემდეგი პოსტი
ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულზე

ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN