N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

ყველაფერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შესახებ

თებერვალი 13, 2025
A A
ყველაფერი ნიუ-იორკის მოდის კვირეულის შესახებ
333
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2025 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეული თომ ბრაუნის ჩვენებით დასრულდა. კვირეულმა მოდის მოყვარულებს კიდევ ერთი საინტერესო გამოცდილება აჩუქა და წლის ტენდენციები გააცნო. ნიუ-იორკში ჩვენება გამართეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიც არიან: Calvin Klein, Brandon Maxwell, Carolina Herrera, Michael Kors, Tory Burch, Khaite, Thom Browne და ა.შ. თითოეული კოლექცია გაჯერებული იყო მოდის უკვდავი კლასიკით და თანამედროვე ხედვებით, ამიტომ წლევანდელი ნიუ-იორკის მოდის კვირეული ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული აღმოჩნდა მაყურებლისთვის.

Photo: gettyimages / Jamie McCarthy

ხუთწლიანი პაუზის შემდეგ Calvin Klein-ი მოდის სამყაროს დაუბრუნდა და ახალი ისტორიის წერა დაიწყო ვერონიკა ლეონთან ერთად. ბრენდის უახლესი კოლექცია კლასიკური დეტალებით შექმნილი ყოველდღიური სამოსისგან შეიქმნა, რომელშიც ნეიტრალური ფერები დომინირებდა. Calvin Klein-ის ისტორიაში ვერონიკა ლეონი პირველი ქალი კრეატიული დირექტორია, ამიტომ საინტერესოა რას შემოგვთავაზებს ბრენდი სამომავლოდ.

Photo: WWD

ასევე თანამედროვე, ყოველდღიური სტილით შთაგონებული კოლექცია წარადგინა Brandon Maxwell-მა. 2025 წლის შემოდგომის კოლექციაში აქცენტი სამოსის პრაქტიკულობაზე იყო მიმართული, ფერთა პალიტრა კი მოიცავდა: კლასიკური შავის, ნაცრისფერის, კრემისფერის კომბინაციებს, აქტიურად იყო გამოყენებული ტყავის და დუტის მასალები.

Photo: WWD

გამორჩეულად ლამაზი ჩვენება ჰქონდა Carolina Herrera-ს, რომელიც ნიუ-იორკის ცათამბჯენის 48-ე სართულზე, 3000 რანუნკულუსის ფონზე გაიმართა. კოლექციაში ერთიანდებოდა: ოქროსფერი ელემენტები, ყვავილების დეტალები და უმაღლესი ხარისხის ქსოვილები. ბრენდის კრეატიული დირექტორის, ვეს გორდონის ჩვენებამ თავად კაროლინა ჰერერას აღფრთოვანებაც გამოიწვია, რომელიც სტუმართა შორის იჯდა და საკუთარი ბრენდის ჩვენებას ადევნებდა თვალს.

Photo: WWD

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე უახლესი კოლექცია წარადგინა კეტრინ ჰოლსტინმა, რომელმაც Khaite-ს ჩვენებაში ოსტატურად დააბალანსა მოდის კლასიკური და თანამედროვე ხედვები. ბრენდის კოლექციაში დომინირებდა: ლეოპარდის პრინტი, ტყავის დეტალები, ნაქსოვი ელემენტები და მასიური ბეწვის მოსაცმელები. მოდის მოყვარულებისთვის კი Khaite-ს კოლექცია კვირეულის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა.

Photo: WWD

მადლენ ოლბრაიტის სამკერდე ნიშნების ინსპირაციით შეიქმნა Tory Burch-ის უახლესი კოლექცია, რომელშიც ერთიანდებოდა კლასიკური, ელეგანტური სამოსი. ბარჩის სამოსის ფერთა პალიტრამ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა, რადგან ის აერთიანებდა ნეიტრალური და შედარებით მკაფიო ფერების კომბინაციებს. ხაზგასასმელია ბრჭყვიალა ელემენტები და აბსტრაქტული პრინტები რომელიც აქტიურად გვხვდებოდა კოლექციაში.

Photo: WWD

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე, 2025 წლის შემოდგომა/ ზამთრის კოლექცია წარადგინა Michael Kors-მაც. ჩვენება 80-იანი წლების სიმფონიური მელოდიის ფონზე გაიმართა და თანამედროვე საოფისე სტილის ესთეტიკა იდეალურად წარმოაჩინა. კორსმა არ უღალატა ტრადიციას და კოლექციაში ბრენდისთვის დამახასიათებელი ფერთა პალიტრა გამოიყენა, რომელიც აერთიანებდა: ნაცრისფერს, კრემისფერს, კლასიკურ შავს და შოკოლადისფერ ქსოვილებს. ამასთანავე Michael Kors-ის კოლექციაში დომინირებდა თანამედროვე მოდის ტენდენციები, როგორებიცაა: ტყავის და ბეწვის მოსაცმელები, ოვერსაიზ პიჯაკები და ბრჭყვიალა ქსოვილები.

Photo: WWD

და თქვენ რას იტყვით? რომელ კოლექციას გამოარჩევდით ნიუ იორკის მოდის კვირეულიდან? რამდენად გაამართლეს თქვენი მოლოდინები ბრენდებმა და ჩვენებების რომელმა მომენტებმა მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ტექსტი: მარიამ ბექაური

Tags: კალვინ კლეინიკაროლინა ჰერერამაიკლ კორსინიუ-იორკის მოდის კვირეული
წინა პოსტი

ვალენტინობის დღის ჩაცმულობა – როგორ შევქმნათ რომანტიული განწყობა სტილში

შემდეგი პოსტი

კილიან მერფი სიბნელესა და სინათლეს შორის

შემდეგი პოსტი
კილიან მერფი სიბნელესა და სინათლეს შორის

კილიან მერფი სიბნელესა და სინათლეს შორის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN