ვალენტინობის საღამოს გამორჩეული ემოციებით ვგეგმავთ და ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართულია, იმაზე რომ ეს საღამო ყველაზე ჯადოსნური იყოს. ბევრი შესაძლო ვარიანტიდან ჩვენთვის საუკეთესოს ვარჩევთ და სწორედ ეს ქმნის ამ დღის მაგიურობას. თუმცა დამეთანხმებით, რომ ვალენტინობა ის რთული შემთხვევაა, როდესაც საკმაოდ ადრე ვიწყებთ ფიქრს ჩვენს ჩაცმულობაზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ თქვენი დრო და ენერგია დავზოგოთ და საუკეთესო ვარიანტის შერჩევაში დაგეხმაროთ.
View this post on Instagram
თუმცა, სანამ უშუალოდ სამოს და სტილს შევარჩევთ, მნიშვნელოვანია, თუ სად ვგეგმავთ 14 თებერვლის გატარებას? რადგან, სტილი სწორედ ამის მიხედვით უნდა განვასხვაოთ.
View this post on Instagram
1. თუ თქვენ და თქვენი პარტნიორი ვახშამს გეგმავთ კლასიკურ რომანტიკულ გარემოში, მაშინ ელეგანტური სტილი აქ უპირობოდ ყველაზე უკეთესია. თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სამოსის ფერიც. არ აქვს მნიშვნელობა საღამოს კაბას მოირგებთ თუ კლასიკურ ორეულს, , მნიშვნელოვანია რომ მათი ფერი ზუსტად შეარჩიოთ. და რა შეიძლება იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე წითელი, ბურგუნდიული ღვინისფერი, ან თუნდაც კლასიკური შავი? ალბათ ეს ის ფერებია, რომელიც სიყვარულის დღესასწაულს და რომანტიკულ ვახშამს ყველაზე მეტად უხდება. ამავე ფერებში შეგიძლიათ აქსესუარების შერჩევა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, შეგიძლიათ მოირგოთ როგორც მაღალ, ასევე დაბალ ქუსლზე, მნიშვნელოვანია, ფეხსაცმლის შემთხვევაში უპირატესობა მინიმალიზმს მიანიჭოთ, რომ თქვენი ლუქი არ გადაიტვირთოს.
View this post on Instagram
View this post on Instagram
2. იმ შემთხვევაში თუ ვალენტინობის საღამო ისეთ გარემოში წარმოგიდგენიათ, როგორიცაა კოქტეილ ბარები, ან ჯაზის საღამო, არჩევანი შედარებით ნეიტრალურ ნაზ ფერებზე შეარჩიეთ, როგორებიცაა თეთრი, კრემისფერი, ღია ყვითელი და ა.შ. ასეთ სიტუაციას განსაკუთრებით უხდება აბრეშუმის ქსოვილები, ამიტომ კაბის შერჩევისას შეგიძლიათ ეს ფაქტორიც გაითვალისწინოთ. თქვენს ლუქს ასევე გამორჩეულს გახდის ბრჭყვიალა დეტალები, ბეწვის მოსაცმელები და სადა კლასიკური ფეხსაცმელი.
View this post on Instagram
View this post on Instagram
3. თუ არჩევანს კინოზე ან თეატრზე შეაჩერებთ ეცადეთ თქვენი სამოსი მეტად სადა იყოს და ნაკლებად “ყვიროდეს”. იყავით ელეგანტური, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ კომფორტსაც. მაგალითად შეგიძლიათ შეარჩიოთ ნაკლებად გადატვირთული კაბა, ან თუნდაც ვინტაჟური პიჯაკი, რომელსაც ქვედაბოლოს მოუხდენთ. დაგვეთანხმებით კინო საღამოებს ვინტაჟი განსაკუთრებით უხდება.
View this post on Instagram
4. ვალენტინობის დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად გასეირნება თუ მოგინდათ და კლასიკური რომანტიკული გარემოს ნაცვლად, ქუჩაში ლამაზი ფოტოების გადაღებას, ბამბის ნაყინის ჭამას, ან თუნდაც ატრაქციონებზე გართობას აპირებთ, მნიშვნელოვანია თქვენი სტილი კომფორტული იყოს. ამ შემთხვევაში კი რა შეიძლება იყოს ჯინსზე უკეთესი არჩევანი? ტანზე მომდგარი ზედა და კლასიკური ლოფერები თქვენს ლუქს უფრო მეტ ელეგანტურობას შესძენს. მეტი სიხალისისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ სადა სამკაული და შედარებით ფერადი ჩანთა.
View this post on Instagram
View this post on Instagram
საინტერესოა თქვენ სად გეგმავთ ვალენტინობის საღამოს და უკვე შეარჩიეთ თუ არა სამოსი? მოხარულები ვიქნებით თუ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ და თქვენს გამოცდილებასაც გაგვიზიარებთ.
View this post on Instagram
ტექსტი: მარიამ ბექაური