N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

„ქერი“: წინსაფარი, როგორც ისტორია და გზა იდეიდან ბრენდამდე

თებერვალი 6, 2026
A A
„ქერი“: წინსაფარი, როგორც ისტორია და გზა იდეიდან ბრენდამდე
332
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე ბაზარზე, სადაც მასობრივი წარმოება დომინირებს, მომხმარებელი სულ უფრო ხშირად ეძებს ნივთებს ინდივიდუალური ისტორიით. სწორედ ამ მოთხოვნას პასუხობს ახალი ქართული ბრენდი „ქერი“, რომელიც 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა. კომპანიამ საზოგადოებას პერსონალიზებული წინსაფრები წარუდგინა, რომლებიც კონკრეტული ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული და ფუნქციურობასთან ერთად, ემოციურ ღირებულებასაც ატარებს.


ამჟამად „ქერის“ პორტფოლიო ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ზრდასრულების და საბავშვო ხაზს, რაც ბრენდს საშუალებას აძლევს, ოჯახური ერთობის კონცეფცია სრულად აითვისოს. “ქერის” წარმატების საფუძველი წარმოების პროცესსა და კომუნიკაციაში დამფუძნებლების პირადი ჩართულობაა- ეს მიდგომა მომხმარებელთან უშუალო კავშირს ამყარებს და პროდუქტის მიმართ მეტ ლოიალობას ქმნის.


“ქერის” მთავარი შთაგონება ზუსტად ეხმიანება იმ იდეას რომელიც ბრენდს განსაკუთრებულ ემოციურ დატვირთვას ანიჭებს- ლიკა კვარაცხელია ელენე და ანა შელიებისთვის მთავარი ინსპირაცია აღმოჩნდა- ბრენდის ისტორიის, მისი ფილოსოფიისა და წარმატების გზის შესახებ N13 უშუალოდ ბრენდის დამფუძნებლებს ესაუბრა. მათ გაგვიზიარეს ის მთავარი ხედვა, რომელმაც “ქერი” იდეიდან წარმატებულ ქართულ ბიზნესად ჩამოაყალიბა.


„ქერის“ შექმნის იდეა ჩვენს სამზარეულოში დაიბადა. ყველაფერი ძალიან ბუნებრივად დაიწყო, დედა ყოველდღიურად ფუსფუსებდა სამზარეულოში, სხვადასხვა წინსაფარს იკეთებდა და სწორედ ამ ყოველდღიურობაში გაჩნდა სურვილი, შეგვექმნა წინსაფარი, რომელიც იქნებოდა არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ლამაზი, ორიგინალური და სიყვარულით შექმნილი. გვინდოდა ისეთი ნივთი, რომელსაც ადამიანი სიამოვნებით მოირგებდა საკუთარ სამზარეულოში; ნივთი, რომელიც პერსონალიზებული იქნებოდა და აგრძნობინებდა, რომ ის ნამდვილად მისთვისაა შექმნილი.


იდეა ნელ-ნელა ჩანაფიქრიდან რეალობად იქცა. დეტალებზე ფიქრით, დიზაინის შერჩევით, ხარისხზე ზრუნვით და იმ განცდით, რომ „ქერი“ უნდა ყოფილიყო თბილი, გულწრფელი და სახლის განწყობაზე მორგებული ბრენდი- ასე გაიარა „ქერიმ“ გზა ჩვენი სამზარეულოდან თქვენს სამზარეულომდე.”

Tags: ანა შელიალიკა კვარაცხელიასამზარეულოქერი
წინა პოსტი

ლიკა ევგენიძე- “აკადემ გრუპის” ოფიციალური ამბასადორი La Mer-ის ღონისძიებაზე

შემდეგი პოსტი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები

შემდეგი პოსტი
2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN