N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ჩვენებები

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები- შემოდგომა/ზამთარი 202

იანვარი 26, 2026
A A
პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები- შემოდგომა/ზამთარი 202
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

პარიზში მამაკაცის ხაზის მოდის კვირეული დასრულდა, სადაც ჩვენთვის საყვარელმა მოდის სახლებმა 2026 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციები წარადგინეს. ტრადიციულად, სწორედ ისე, როგორც პარიზს სჩვევია, მოდის კვირეულმა ხმაურიანად ჩაიარა – Pitti Uomo-სა და მილანის მშვიდი დღეების შემდეგ, საფრანგეთის დედაქალაქმა ენერგიის პიკს მიაღწია და მოდის ინდუსტრიას კვლავ დაუვიწყარი დღეები აჩუქა, ჩვენ კი წარმოგიდგენთ იმ ჩვენებებს, რომლებმაც მაყურებელზე განსაკუთრებული შთაბეჭიდილება მოახდინა.


Hermès

ისტორიული დღე და 38 წლიანი თანამშრომლობის დასასრული- ვერონიკ ნიშანიანმა Hermes-ის მოდის სახლისთვის ბოლო კოლექცია წარადგინა. კოლექციის ჩვენება Palais Brongniart-ში გაიმართა და ცხადია ტრადიციულად იგრძნობოდა ნიშანიანის ხელწერა- ის მარადიული ელეგანტურობა, რომელიც მუდამ გამოარჩევს Hermes-ს. უმაღლესი ხარისხის ქსოვილები, ტყავის დეტალები, პალტოები და ორბორტიანი პიჯაკები, ელეგანტური ელემენტები. მაღალტექნოლოგიური აბრეშუმი – უახლესმა კოლექციამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიზანერისტვის მოდა არა მხოლოდ ტენდეციები, არამედ სიამოვნების და კომფორტის მთავარი წყაროა.


Dior

დიდი ხმაური გამოიწვია ჯონათან ანდერსონის რიგირთ მეორე კოლექციამ Dior-ის მოდის სახლისთვის, რადგან დიზაინერმა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა “განაცხადა”, რომ მისი მიზანია წარმოაჩინოს, მოდა როგორც თავისუფალი პლათფორმა, სადაც ისტორია თანამედროვე ხედვებთან თანხვედრაშია, თუმცა უნდა ვაღიაროთ ეს ცოტა რთული საკითხია, როდესაც საქმე ისეთ ბრენებს ეხებათ, როგორიც Dior-ია და სწორედ ეს გახდა უახლესი კოლექციის გარშემო არსებული ხმაურის მთავარი მიზეზიც. რეალურად,, ჩვენ ვიხილეთ კოლეცია, რომელიც სრულად ეფუძნებოდა ნდერსონის თანამედროვე ხედვას, თუმცა საკამათო ხდება ის ფაქტი ჭირდება თუ არა Dior-ს დნმ-ს ასეთი ცვლილება? საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით.


Louis Vuitton

პარიზში ნამდვილად უნიკალური სანახაობა მოაწყო ფარელ უილიამსმა, რომელმაც უახლესი კოლექცია Louis Vuitton-ისთვის წარადგინა. შოუს ცენტრი ეკავა „Drophaus“-ს, მომავლის სახლის კონცეფციას, რომელიც დიზაინერმა იაპონურ არქიტექტურულ კომპანიასთან ერთად შექმნა. ერთი შეხედვით კლასიკური სამოსი კი უფრო დიდ დატვირთვას ატარებდა- კლასიკური ვიზუალის მქონე პიჯაკები სინამდვილეში მაღალტექნოლოგიური, სითბოს მარეგულირებელი და სინათლის ამრეკლი ქსოვილებისგან იყო შექმნილი. რა თქმა უნდა, ფუქნციონალურობა ფარელ უილიამსის მთავარი ხელწერა და დიზაინერმა ეს კვლავ დაამტკიცა.


Lemaire

კრისტოფ ლემერმა და სარა-ლინ ტრანმა კოლექციის წარდგენა თეატრალურ წარმოდგენად აქციეს- ქორეოგრაფიული ელემენტებით გაცოცხლდა სამყარო, რომელშიც საგნებს ე.წ “სული” აქვთ. კოლექცია სავსე იყო ვიზუალური ილუზიებით, მამაკაცის ხაზში ჭარბობდა აღმოსავლურ ელემენტებთან შერწყმული დასავლური სილუეტები, რამაც სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ესთეტიკური და დასამახსოვრებელი შოუ შექმნა.


Amiri

პარიზში მაიკ ამირიმ პარიზში ლოს-ანჯელესის 70-იანი წლების ესთეტიკა გააცოცხლა, სადაც სამოსი ჰოლივუდის “ოქროს ხანას” მოგაგონებდათ. დიზაინერმა ჩვენების სივრცე მყუდრო, ძველბურ სახლს დაამსგავსა და სტუმრებისთვის გაჩნდა ასოციაცია, თითქოს რომელიმე როკ-ვარსკვლავის წვეულებაზე მოხვდნენ. კოლექციაში ჭარბობდა თბილი, მიწისფერი ტონები – ყავისფერი, ბორდოსფერი და მუქი მწვანე. რეალურად ეს არ იყო უბრალოდ სამოსი, ეს იყო კოლექცია თავისი უნიკალური ხასიათით.

Tags: Hermesმამაკაცის ხაზიპარიზის მოდის კვირეულიშემოდგომა/ზამთარი 2026
წინა პოსტი

როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად

შემდეგი პოსტი

ქართული ხასიათი და ეკრანული ეშხი: ლეგენდარული მამაკაცი მსახიობების პორტრეტები

შემდეგი პოსტი
ქართული ხასიათი და ეკრანული ეშხი: ლეგენდარული მამაკაცი მსახიობების პორტრეტები

ქართული ხასიათი და ეკრანული ეშხი: ლეგენდარული მამაკაცი მსახიობების პორტრეტები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN