N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ორი ეპოქა, ერთი ლეგენდა

აგვისტო 10, 2026
A A
ორი ეპოქა, ერთი ლეგენდა
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ბავშვობა ჩვენი სულის ყველაზე გულწრფელი ანარეკლია… ალბათ სწორედ ამიტომ, ადრეულ ასაკში მიღებული შთაბეჭდილებები განსაკუთრებით კაშკაშაა და ზრდასრულობაში შემოქმედებით მუხტად იქცევა ხოლმე. ამ შემთხვევაში არც მე ვყოფილვარ გამონაკლისი – ქალბატონი ნანი ბრეგვაძე, ეპოქალური მომღერალი და სტილის ეტალონი, ბავშვობაში აღმოვაჩინე…


ახლაც მახსოვს, ბებიამ ფილარმონიაში რომ წამიყვანა, ჯანსუღ კახიძისადმი მიძღვნილ კონცერტზე. საღამოს მუსიკალურად აფორმებდნენ გოგი დოლიძე, ეკა მამალაძე და თავად ნანი… ნანი, რომელმაც მომენტალურად მომნუსხა თავისი გრაციითა და დახვეწილობით. ეს არ ყოფილა უბრალოდ კარგი შესრულება… სცენაზე უხილავი მაგია დატრიალდა, რომელმაც ჩემს ცნობიერებაში ძალდაუტანებლად შემოაღწია…


მას შემდეგ, რაც „ნარგისის“ მთავარი რედაქტორი გავხდი, არ მტოვებდა შინაგანი ხმა, რომ ნანი ბრეგვაძე ამ ჟურნალის ყდაზე აუცილებლად უნდა მეხილა… ეს უნდა ყოფილიყო დიდებული და პომპეზური მომენტი – ამიტომ მოთმინებით ველოდი შესაფერის დროს… ამასობაში სამყარო, თითქოს მიზანმიმართულად, ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ ამ ოცნებას ხორცი შესხმოდა… და აი, ჩვენი გამოცემის მეთორმეტე წელს, ზუსტად ნანი ბრეგვაძის იუბილეზე, შესაძლებლობა მოგვეცა, მის მრავალშრიან შინაგან სამყაროში გვემოგზაურა! ნანი ბრეგვაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ თავისთავად გადაიზარდა წარსულის რეფლექსიაში. ყველაფერი მაინტერესებდა: ჯერ კიდევ მაშინ, როცა დასავლური მოდა თუ ქსოვილები თითქმის მიუწვდომელი იყო საქართველოში, როგორ ახერხებდა ჰოლივუდის ვარსკვლავივით გამოწყობას? სად პოულობდა ქსოვილებს და ვინ ასხამდა ხორცს ამ კრეატიულ ჩანაფიქრებს? მის თავგადასავალზე – რომელიც თავისთავად ხელოვნების ისტორიაა – თავად ნანი მოგვითხრობს „ნარგისის“ ახალ ნომერში.


ჩვენს მკითხველებს ბედნიერ და მზიან ზაფხულს ვუსურვებთ – სავსეს ინსპირაციითა და იმ ნამდვილი ღირებულებებით, ეს ნომერი რომ სიამაყით ატარებს.

თაკო ჩხეიძე

მთავარი რედაქტორი

Tags: თაკო ჩხეიძენანი ბრგვაძერედაქტორის წერილი
წინა პოსტი

ინტენსიური დატენიანება- ახალგაზრდული კანის მთავარი საიდუმლო: გაიცანით ფრანგული პრემიუმ ბრენდი Rexaline

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN