საინტერესოა, როდესაც ახალგაზრდა იერის შენარჩუნებაზე ვსაუბრობთ თქვენი პირველი ასოციაცია რა არის?- ყველაზე ხშირ შემთვევაში, რა თქმა უნდა, ეს ნაოჭებთან ბრძოლაა. თუმცა, ჩვენს თანამედროვეობაში დერმატოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდული იერის შენარჩუნება ნაოჭების გაჩენამდე გაცილებით ადრე იწყება და ის პირდაპირ არის დაკავშირებული კანის დატენიანებასთან. ამიტომ, დღევანდელობაში მთავარი ყურადღება კანის ბარიერის დაცვას, ღრმა დატენიანებას და მის აღდგენას ექცევა, რადგან სწორედ დეჰიდრატაცია შეიძლება გახდეს სიმშრალის, უსიცოცხლო იერის და ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ დეჰიდრატირებული და მშრალი კანი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია. დეჰიდრატაცია მარტივად რომ ვთქვათ კანის მდგომარეობაა და არა ტიპი, ამიტომ ის ნებისმიერ ასაკში და ნებისმიერი ტიპის კანზე შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ცხიმიანზეც და ამის მიზეზი ხშირადაა გარემო ფაქტორები, მზის სხივების ზემოქმედება, კონდინიციონერი, სტრესი და სხვა. როდესაც კანი ტენიანობას კარგავს ეს ავტომატურად იწვევს მისი ბუნებრივი ბარიერის შესუსტებას- ის მარტივად ღიზიანდება, კარგავს ელასტიურობას და ბუნებრივ, ჯანსაღ იერს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი, ცხადია კანის მოვლის რუტინის მთავარი ეტაპი ინტენსიური დატენინანებაა, ამ პროცესში კი ყველაზე მნშვნელოვანი კომპონენტი ჰიალურონის მჟავაა, რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით წყლის შეკავება და კანის ღრმა დატენიანება.

სწორედ კანის ინტენსიურ დატენიანებაზე და აღდგენაზეა ორიენტირებული ფრანგული პრემიუმ ბრენდი Rexaline, რომელიც, ექსკლუზიურად, უკვე PSP-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. ბრენდი საერთაშორისო ასპარეზზე ცნობილი გახდა თავისი ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომელშიც მეცნიერება და თავის მოვლის პრემიუმ გამოცდილება ერთიანდება. მისი მთავარი ფილოსოფია მარტივია- სილამაზე სიღრმისეული დატენიანებით იწყება. Rexaline-ის ინოვაციური ორმაგი ჰიალურონის მჟავის RX2 კომპლექსი აერთიანებს მაღალი და დაბალი მოლეკულური წონის ჰიალურონის მჟავას, რომელიც ჩვეულებრივზე 15-ჯერ უფრო ღრმად აღწევს კანში. ფორმულა მომენტალურად ატენიანებს ზედაპირს, ასწორებს წვრილ ხაზებს და უჯრედულ დონეზე ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს. ეს ორმაგი მოქმედება ეფექტურად ებრძვის დეჰიდრატაციას და სახეს მყისიერად უბრუნებს ბუნებრივ, ჯანსაღ იერს.
ადამიანებისთვის, ვისაც პიგმენტური ლაქები არაერთგვაროვანი კანის ტონი ან უსიცოცხლო იერი აწუხებს, ბრენდი სპეციალურ ხაზს – Crystal Bright-ს სთავაზობს.
Crystal Bright Lotion
ლოსიონი კანს ნაზად აშორებს მკვდარ უჯრედებს, ათანაბრებს ტონს და სახეს ბუნებრივ ბზინვარებას ანიჭებს. მისი ფორმულა აერთიანებს ორმაგ ჰიალურონის მჟავას, ხილის მჟავებს, ნიაცინამიდსა და გალის მჟავას – ეს კომბინაცია ერთდროულად უზრუნველყოფს კანის ინტენსიურ დატენიანებასა და მის ყოველდღიურ გაჯანსაღებას. ამასთან ერთად, პროდუქტი იდეალურად ამზადებს კანის ზედაპირს მოვლის შემდგომი ეტაპებისთვის.

Crystal Bright Serum
რუტინის შემდეგი საფეხური შრატია, რომელიც მიზანმიმართულად ებრძვის პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს ტონს და აძლიერებს სახის ბუნებრივ ბზინვარებას. შრატის მაღალკონცენტრირებული ფორმულა აერთიანებს ნიაცინამიდს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ჰიალურონის დამატენიანებელ კომპლექსს, რაც სწრაფ და ხილულ შედეგს უზრუნველყოფს.

Crystal Bright Cream
Crystal Bright ხაზის ბოლო პროდუქტი კრემია, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას, ამაგრებს დამცავ ბარიერს და კანს ნაზ, ხავერდოვან ტექსტურას ანიჭებს. მსუბუქი ფორმულის მიუხედავად, კრემი ინტენსიურად კვებავს ქსოვილებს და ყოველდღიური გამოყენებისას ინარჩუნებს სახის ელასტიურობას, სიგლუვესა და ჯანსაღ იერს.

კანის გაჯანსაღებისა და ეფექტური განახლებისთვის Rexaline ორ განსხვავებულ ალტერნატივას გვთავაზობს:
Derma Repair Peeling
სპეციალურად მგრძნობიარე კანისთვის შექმნილი ნაზი ენზიმური პილინგია. ის უხეში აბრაზიული ნაწილაკების გარეშე აშორებს მკვდარ უჯრედებს, ხსნის დისკომფორტს და შესამჩნევად აუმჯობესებს კანის ტექსტურას.

Hyalurx Scrub
სკრაბი უზრუნველყოფს რბილ, თუმცა სიღრმისეულ ექსფოლიაციას. მისი უნიკალური გელი წყალთან შეხებისას ნაზ ცელულოზის ნაწილაკებად გარდაიქმნება, ეფექტურად წმენდს ფორებსა და შავ წერტილებს, ხოლო RX2 სუპერდამატენიანებელი კომპლექსი უზრუნველყოფს, რომ კანი დასკრაბვის შემდეგაც დატენიანებული იყოს.

დაბოლოს, Rexaline-ის ინოვაციური პროდუქტები საშუალებას გაძლევთ, სახლის პირობებში შეიქმნათ სრული, პროფესიონალური რუტინა – კანის სიღრმისეული წმენდიდან დატენიანებამდე. ამიტომ, ეწვიეთ თქვენთან ახლოს მდებარე PSP-ს ან სააფთიაქო ქსელის ვებსაიტს და აღმოაჩინეთ თქვენი კანის საჭიროებებზე მორგებული ფრანგული მოვლის ფორმულა.
