N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

მანიკურის მთავარი ტენდენციები 2025 წლის ზაფხულისთვის

ივლისი 4, 2025
A A
მანიკურის მთავარი ტენდენციები 2025 წლის ზაფხულისთვის
339
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ალბათ, უამრავი თქვენგანი ამჩნევს როგორ იცვლება ფრჩხილების ტენდეციები წლიდან წლამდე და სეზონიდან სეზონამდე. თუ 2024 წელს გავიხსენებთ, აღმოვაჩენთ რომ მთავარი ტრენდი ქრომირებული მანიკური იყო, რომელიც 2025 წელსაც არ კარგავს პოპულარობას. თუმცა, საინტერესოა ფრჩხილის რომელი ფერები და ფორმებია ყველაზე აქტუალური 2025 წლის ზაფხულში? თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, როგორი უნდა იყოს თქვენი შემდეგი მანიკური, აუცილებლად გამოგვყევით სტატიის ბოლომდე, სადაც სეზონის მთავარ ტრენდებს აღმოაჩენთ.


პასტელური ყვითელი:

ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ჩამონათვალს სწორედ ამ ფერით ვიწყებთ. ისევე როგორც ტანსაცმელში და აქსესუარებში, კარაქისფერი ყვითელი წელს ფრჩხილებზეც ძალიან ტრენდულია. ყვითლის ეს ნათელი და ნაზი ტონი იდეალურად ერწყმის ზაფხულის განწყობას, სანაპიროს ატმოსფეროს და გარუჯულ სხეულს, ამიტომ თუ თქვენი შვებულება ზღვისპირა კურორტებზეა დაგეგმილი, კარაქისფერი ყვითელი საუკეთესო არჩევანი იქნება.


ლურჯი და ცისფერი ტონები:

2000-იანი წლების ნოსტალგიით შთაგონებული ტონები, რომელიც გამორჩეულად უხდება თეთრ სამოსს. თუ თქვენი ზაფხულის გარდერობში თეთრი ჭარბობს, არჩევანი აუცილებლად უნდა შეაჩეროთ ცისფერ და ლურჯ ტონებზე.


შოკოლადისფერი:

იმ შემთხვევაშ თუ ფერად ექსპერიმენტებს თავს არიდებთ და უპირატესობას ნეიტრალურ ტონებს ანიჭებთ, მაშინ შოკოლადისფერი სწორედ თქვენთვისაა. ექსპერტების პროგნოზით, ეს ფერი არა მხოლოდ ზაფხულში, არამედ შემოდგომასა და ზამთარშიც დიდი პოპულარობით ისარგებლებს.


მინიმალისტური ტონები:

მინიმალიზმის მოყვარულებისთვისაც გვაქვს სასიხარულო ამბავი, მიმდინარე სეზონზე ძალიან ტრენდულია ნაზი, თითქმის შეუმჩნეველი ტონები, რომელიც იდეალურად ერწყმის ფრჩხილის ბუნებრივ ფერს.


ღია წითელი:

ალბათ არ გაგიკვირდებათ ჩვენს ჩამონათვალში წითელი ფერის არსებობა, რადგან წითელი ფრჩხილები მარადიული კლასიკაა, რომელიც არასდროს კარგავს აქტუალობას. ამ სეზონზე კი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ღია წითელი ტონები, რომელიც გამორჩეულად უხდება ზაფხულს.


ფრანგული მანიკური:

წითელთან ერთად კვლავ აქტუალურია “ფრენჩი” და აქ საუბარი გვაქვს, როგორც კლასიკურ, ასევე ფერად ფრანგულ მანიკურზე.


ფრჩხილის ფორმა:

რაც შეეხება ფრჩხილების ფორმას, აღსანიშნავია რომ მიმდინარე სეზონზე მოკლე ნუშის ფორმის ფრჩხილები განსაკუთრებით ტრენდულია, თუმცა თუ უპირატესობას გრძელ ფრჩხილს ანიჭებთ, ამ შემთხვევაში იდეალური ოთხკუთხედი ფორმა იქნება.

Tags: კარაქსიფერი ყვითელიმანიკურიტენდეციებიფრანგული მანიკური
წინა პოსტი

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები

შემდეგი პოსტი

MAUI JIM – კიდევ ერთი ახალი ბრენდი აფლელუ პარიზის პორტფოლიოში

შემდეგი პოსტი
MAUI JIM – კიდევ ერთი ახალი ბრენდი აფლელუ პარიზის პორტფოლიოში

MAUI JIM - კიდევ ერთი ახალი ბრენდი აფლელუ პარიზის პორტფოლიოში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN