თბილისის რუკაზე კიდევ ერთი გამორჩეული წერტილი გაჩნდა. 13 ივნისს, ლისი ივენთჰოლში ოფიციალურად გაიხსნა ახალი შოურუმი – Maison Bridal Lisi, რომელიც ქართველ დედოფლებს ექსკლუზიურად სთავაზობს ისეთი საერთაშორისო ბრენდების საქორწინო კაბებს, როგორებიცაა Elie Saab და Pronovias.
უკვდავი ელეგანტურობის და თანამედროვე ხედვების სინთეზით შექმნილი საქორწინო კაბები უამრავი დედოფლისთვის გახდა ზღაპრული დღის მთავარი გმირი. Elie Saab-ისა და Pronovias-ის კაბებზე შეაჩერეს არჩევანი ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: ლუქსემბურგის პრინცესა სტეფანია, შოტლანდიელი მსახიობი როუზ ლესლი, ჟურნალისტი ლივ პერეზი, ნორვეგიელი მოდელი ფრიდა ასენი, მსახიობები მია მაკ-კენა-ბრიუსი და ელეანორ ტომლინსონი.
Maison Bridal Lisi-ს ადგილობრივ კამპანიაში Elie Saab-ისა და Pronovias-ის კაბები ქართველმა მოდელმა, თაკო ნაცვლიშვილმა მოირგო. საკამპანიო ფოტოებში იდეალურად არის წარმოჩენილი ყველა ის მახასიათებელი, რასაც აღნიშნული ბრენდები გვთავაზობენ: ელეგანტური სილუეტები, უმაღლესი ხარისხის ქსოვილები, ხელით შექმნილი დეტალები, სვაროვსკის კრისტალებით გაწყობილი ორნამენტები, დახვეწილი მაქმანები და ნაქარგები.
მრავალფეროვან კოლექციებთან ერთად, Maison Bridal Lisi-ს სასიამოვნო ატმოსფერო, დახვეწილი გარემო და გემოვნებით შერჩეული ყოველი დეტალი მომავალ დედოფლებს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, რაც კაბის შერჩევის პროცესს კომფორტულსა და სასიამოვნოს ხდის. ამ ყველაფერთან ერთად კი, შოურუმში აზომვითი სერვისიც დაგხვდებათ, რომლის ფარგლებშიც კაბები თქვენზე მორგებული ზომებით დამზადდება.
სწორედ ამიტომ, თუ თქვენი გამორჩეული დღის დაგეგმვის პროცესში ხართ, აუცილებლად უნდა ესტუმროთ ლისი ივენთჰოლს და თავად მოირგოთ Elie Saab-ისა და Pronovias-ის კაბები – რადგან განსაკუთრებული დღე განსაკუთრებულ სამოსს იმსახურებს.
ფოტო: შოთა გოთოშია