N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

ინდივიდუალური ხედვის ესთეტიკა: ფოტოგრაფიის სამყარო შოთა გოთოშიას ობიექტივიდან

თებერვალი 27, 2026
A A
ინდივიდუალური ხედვის ესთეტიკა: ფოტოგრაფიის სამყარო შოთა გოთოშიას ობიექტივიდან
328
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ფოტოგრაფია ხშირად შემთხვევითი გაუაზრებელი იმპულსით იწყება, თუმცა შოთა გოთოშიასთვის ეს გზა პროფესიულ გარემოდან იღებს სათავეს: „კიკალას სტუდია იყო ის ადგილი, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი მოდისა და კომერციულ ფოტოგრაფიაში“-გვიზიარებს ფოტოგრაფი. სწორედ აქედან იქცა ინტერესი საქმედ, რამაც მისი, როგორც ფოტოგრაფის ხელწერა ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ სტილზე საუბარი შოთასთვის რთულია, N13-თან ინტერვიუშვი გვიმხელს, რომ ჟანრი, რომელიც ყველაზე მეტად იზიდავს, ცალსახად მოდის ედითორიალური ფოტოგრაფიაა: ” რთულია ისაუბრო საკუთარ სტილზე, თუმცა ჟანრი რომელიც ყველაზე მეტად მომწონს არის მოდის ედითორიალური ფოტოგრაფია.”


ფოტოგრაფის შემოქმედებაში ტექნიკურ სრულყოფილებაზე წინ ყოველთვის ხედვა დგას. მისთვის, როგორც ფოტოგრაფისთვის, იდეალური კადრის შესაქმნელად ყველაზე მნშვნელოვანი განწყობაა, ემოციური მუხტი, რომელიც კადრს ისტორიად აქცევს: “კადრი რომ უნიკალური იყოს, კომპოზიციასთან ერთად, მნიშვნელოვანია განწყობა, რომელიც ფოტოს ქმნის”- ამბობს შოთა.


კარიერული ევოლიცია და შთაგონება

როგორც ჩვენთან ინტერვიუში განმარტავს, შოთასთვის კარიერული ევოლუცია პირდაპირ კავშირშია კოლაბორაციებთან- იქნებიან ეს სხვადასხვა სტილისტები, კრეატიული ხელმძღვანელები, ვარსკვლავები და ა.შ: “ჩემი, როგორც ფოტოგრაფის პროფესიული ზრდა განსაზღვრა მუშაობამ სხვადასხვა სტილისტთან, მოდელთან, კრეატიულ დირექტორთან და შემოქმედებით ხალხთან.” ფოტოგრაფი შთაგონებას ბევრ დეტალში პოულობს, თუმცა როგორც ყველას, მასაც ყავს ადამიანი, ვისგანაც ყველაზე დიდ შთაგონებას იღებს: “ამ ეტაპისთვის გამოვარჩევდი Lachlan Bailey-ის ნამუშევრებს, რომელშიც გარკვეულწილად ვპოულობ შთაგონებას.”


N13 და ქავერის გადაღებაზე მუშაობა

ჟურნალ N13-თან მუშაობა შოთა გოთოშიას შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა მრავალ პროექტს შორის, მისთვის გამორჩეულად საყვარელი კრისტა კობერის ქავერია, როგორც შოთა განმარტავს, განსაკუთრებით საინტერესოა ისეთ საერთაშორისო ვარსკვლავთან მუშაობა, რომლის ფოტოებიც აქამდე არაერთი უცხოური გამოცემის გარეკანზე თუ ედითორიალში უნახავს: “ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი კრისტა კობერის ქავერის გადაღება იყო, რადგან საინტერესოა იმ მოდელთან მუშაობა რომელსაც აქამდე სხვა ჟურნალების ყდაზე ვხედავდი.”


ჟურნალის ქავერის გადაღება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია, რადგან ამ დროს მნიშვნელოვანია ერთმა კადრმა აუდიტორიას მთელი ისტორია მოუყვეს, ცხადია ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულესთან ასოცირდება, თუმცა როგორც შოთა გვეუბნება, სწორედ ეს სირთულეები ხდის გადაღების პროცესს განსაკუთრებულს: “ქავერის გადაღებას თავის გაიდლაინები აქვს, რომელთა დაცვაც რთული და საპასუხისმგებლოა, თუმცა აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები უფრო საინტერესოს ხდის საბოლოო შედეგს.”


ხედვა და თანამედროვე ტენდენციები

ალბათ ყველას აინტერესებს ის თუ რომელი უფრო დიდ როლს თამაშობს გადაღების პროცესში- თანამედროვე თექნიკები თუ უნიკალური ხედვა? თუმცა, ეს კითხვა შოთა გოთოშიასთვის სულ არ აღმოჩნდა რთული და მან ცალსახად გვიპასუხა, რომ გადაღების პროცესში ყველაზე დიდი როლი ხედვას აწქვს. ფოტოგრაფმა ასევე აღნიშნა, რომ საუკეთესო კადრი ზოგიერთ შემთხვევაში მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე იბადება: “ზოგჯერ რომელი კადრიც არ გგონია ძლიერი საბოლოოდ ის გამოდის საუკეთესო”- გვეუბნება ფოტოგრაფი.


მიუხედავად იმისა, ტენდენციებისადმი ფეხის აყოლის თითქოს აუცილებლობად გვეჩვენება, შოთა გვარწმუნებს, რომ ფოტოგრაფიაში ასე სულაც არ ხდება და ინდუსტრიაში არსებული ცვალებადი ტენდენციები მის ხედვაზე ნაკლებად ზემოქმედებს: “ტენდენციების მიუხედავად კლასიკური ფოტოგრაფია უფრო მომწონს, ტრენდები დიდად არ ახდენს ჩემზე გავლენას“- განმარტავს ის.


რჩევა დამწყები ფოტოგრაფებისთვის

მათთვის, ვინც ახლა იწყებს საკუთარ გზას ფოტოგრაფიის სამყაროში, შოთას მთავარი რეკომენდაცია თვალსაწიერის გაფართოებაა. მისი აზრით წარმატების გასაღები სწორედ, რომ სხვის შემოქმედებაზე დაკვირვება და ამის საფუძველზე საკუთარი ხედვის ჩამოყალიბებაა: “დამწყებ ფოტოგრაფებს ვურჩევ ნახონ რაც შეიძლება ბევრი კლასიკოსი ფოტოგრაფის ნამუშევრები, რაც დაეხმარებათ საკუთარი გემოვნების ჩამოყალიბებაში“.


ინტერვიუ: მარიამ ბექაური

Tags: Nargis Magazineინტერვიუფოტოგრაფიშოთა გოთოშია
წინა პოსტი

“მიწასა და თვალს შორის”- თედო რეხვიაშვილის გამოფენა სახვითი ხელოვნების მუზეუმში

შემდეგი პოსტი

როგორ ცვლის Paragraph-ი თბილისის LUXURY ლანდშაფტს

შემდეგი პოსტი
როგორ ცვლის Paragraph-ი თბილისის LUXURY ლანდშაფტს

როგორ ცვლის Paragraph-ი თბილისის LUXURY ლანდშაფტს

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN