N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

Harmont & Blaine-მა თბილისში მონობრენდული მაღაზია გახსნა

მაისი 13, 2025
A A
Harmont & Blaine-მა თბილისში მონობრენდული მაღაზია გახსნა
347
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ცნობილი ბრენდი, რომელზეც გამოსახულია ძაღლის ერთ-ერთი ჯიში “ტაქსა”, აგრძელებს გაფართოებას საქართველოში, ევროპისა და აზიის ცოცხალ გზაჯვარედინზე.

2003 წლის ბათუმის დებიუტის შემდეგ, Harmont & Blaine-მა საქართველოში რიგით მეორე დამოუკიდებელი მაღაზია გახსნა, რომელიც თბილისში — პრესტიჟულ საცხოვრებელ უბანში, პრემიუმ ხაზის სამოსის ბუტიკების გვერდით, ჭავჭავაძის #50-ში მდებარეობს.

მაღაზიის სივრცეში მკაფიოდ იგრძნობა იტალიური ფესვების და ხმელთაშუაზღვისპირეთის გავლენა, მის სტილში და დიზაინში ცოცხალი, დადებითი განწყობებია ასახული, რომელიც კოლექციის საზღვრებს სცდება და სიმარტივის, სიხარულისა და კავშირის ღრმა განცდას გვთავაზობს.

80 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სივრცე სრულად ასახავს Harmont & Blaine-ის უნიკალურ ესთეტიკას — Living in Color. ფრთხილად შერჩეული, დამამშვიდებელი ფერების ჰარმონიული შერწყმა ბუნებრივ და თანამედროვე მასალებთან, როგორიცაა ხე, ფოლადი და LED განათება, ქმნის დახვეწილ გარემოს, რომელიც ასახავს ბრენდის თავდაჯერებულ, ენერგიულ და გაწონასწორებულ იდენტობას.

მომხმარებლებს და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მაღაზიაში აღმოაჩინონ 2025 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია — ეიფორია. კოლექცია მოიცავს ჩანთებს, ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს, რომელიც ასახავს ბრენდის ზღვისადმი განუყრელ კავშირს და მზით გაჯერებული მოგზაურობების ესთეტიკას — ამალფის სანაპიროს რბილი ტალღებიდან მაიამის ოქროსფერ ქვიშებამდე.

სიახლე, სიმსუბუქე და ფერი — ამ უნიკალური კოლექციის ესთეტიკურ კოდებს განსაზღვრავს, რომელიც სავსეა პოზიტიური ენერგიითა და ცხოვრებისადმი სიყვარულით და შთაგონებულია წყლის მოციმციმე ელფერებით, ხილის ნაყინის ტონალობებით და სპეციალური შეღებვის ტექნიკით, რომელიც დაფუძნებულია ბრენდის ხელოვნებისა და ხელნაკეთობის ფილოსოფიაზე.

თბილისში ახალი მაღაზიის გახსნა Harmont & Blaine-ის რეგიონული გაფართოების გეგმის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ბრენდის პოზიციების გამყარებას კავკასიაში. ეს სტრატეგიული ნაბიჯი მოჰყვა წარმატებულ დებიუტებს ისეთ პრესტიჟულ ლოკაციებზე, როგორიცაა სოფიის Paradise Center lifestyle mall, ათენის გამორჩეული სავაჭრო ცენტრი Attica City Link, და Porto Montenegro — ყველაზე პოპულარული კურორტი და მაღალი მოდის მოყვარულების დასასვენებელი ადგილი ულამაზეს ქალაქ ტივატში.

მაღაზიის გახსნისადმი მიძღვნილ კოქტეილ-წვეულებას ესწრებოდნენ გამორჩეული სტუმრები და ბრენდის მომხმარებლები — მედიის წარმომადგენლები, გავლენიანი სახეები თუ ინფლუენსერები.

მოწვეულთა შორის იყვნენ: თაკო ჩხეიძე, რუსა ჩაჩუა, მარიამ სანოგო, ჯანეტ ქერდიყოშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ნოე სულაბერიძე, ირაკლი მაქაცარია და გიორგი იაშვილი.

Tags: Harmont & Blaine
წინა პოსტი

საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავები MET GALA 2025-ის წითელ ხალიჩაზე

შემდეგი პოსტი

კანის მოვლის ეკო-მეგობრული არჩევანი- გაიცანით ფრანგული ბრენდი გამაღდე

შემდეგი პოსტი
კანის მოვლის ეკო-მეგობრული არჩევანი- გაიცანით ფრანგული ბრენდი გამაღდე

კანის მოვლის ეკო-მეგობრული არჩევანი- გაიცანით ფრანგული ბრენდი გამაღდე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN