თანამედროვე სამყაროში კანის მოვლის რუტინა განსაკუთრებულად საყურადღებოა, რადგან ჰაერის დაბინძურების ხარისხი თუ მავნე ქიმიური ნივთიერებები ჩვენი ყოველდღიური ფონის განუყოფელ ნაწილად იქცა, რაც თავისთავად უარყოფითად აისახება ჩვენს ვიზუალზე, განსაკუთრებით კი სახის კანზე, ამიტომ არსებითად მნიშვნელოვანია სახის მოვლის პროდუქტები სწორად შევარჩიოთ. საინტერესოა თუ რა იგულისხმება სწორად შერჩეულ პროდუქტებში და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, როდესაც ჩვენს ყოველდღიურ რუტინას ვქმნით? გარემოს დაბინძურების ხარისხის ზრდასთან ერთად სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ისეთ პროდუქციას, რომელიც ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებისგანაა დამზადებული და რეკომენდებულია დერმატოლოგების მიერ. სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს ფრანგული ბრენდი- გამაღდე (Gamarde), რომელიც საფრანგეთში, ქალაქ გამაღდეში იწარმოება. ბორდოს რეგიონში მდებარე ეს პატარა ქალაქი ცნობილია თავისი მინერალური წყაროებით და ნატურალური რესურსებით, რომლებსაც აქტიურად იყენებენ კანის მოვლისთვის.
ბრენდი 1993 წელს დაარსდა და მალევე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როგორც დერმატოლოგიურად უსაფრთხო, ორგანულ ინგრედიენტებზე დამზადებულმა კოსმეტიკურმა ხაზმა. მის მთავარ ღირებულებად იქცა კანის ბუნებრივი ბალანსის დაცვა, მინერალური წყლისა და მცენარეული ექსტრაქტების დახმარებით. გამაღდეს პროდუქცია არ შეიცავს პარფიუმს, პარაბენებსა და სინთეტიკურ კონსერვანტებს და ორიენტირებულია ბუნებრივთან ჰარმონიაში მყოფ, ეთიკურად სუფთა და სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებულ ფორმულებზე — რაც მის მაღალ ხარისხსა და მომხმარებელთა ნდობას განაპირობებს.
ჩვენ კი დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ ბრენდის რჩეულ პროდუქტებს, რომელიც თქვენს კანს განსაკუთრებულ ბზინვარებას და სიჯანსაღეს შემატებს:
1. რა უხდება ზაფხულს ყველაზე მეტად თუ არა თერმული წყალი? გამაღდეს 100%-ით ნატურალური თერმული წყალი Gamarde-les-Bains-ის წყაროებიდან არის მოპოვებული და სილიციუმის მაღალი შემცველობით გამოირჩევა, რაც განსაკუთრებულად უხდება მგრძნობიარე კანს. ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება, დატენიანება და დაცვა, ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის გაძლიერებას. პროდუქტი ჰიპოალერგიულია. ყველა დადებით ეფექტთან ერთად მისი გამოყენება შესაძლებელია მაკიაჟის დაფიქსირებისთვისაც.
2. შემდეგი და ასევე გამორჩეულად სასიამოვნო პროდუქტი დამატენიანებელი ფლუიდია, რომელიც 100%-ით ბუნებრივი წარმოშობისაა და განსაკუთრებულად მსუბუქი ტექსტურით გამოირჩევა. ფლუიდი განკუთვნილია ნორმალური, კომბინირებული, დეჰიდრატირებული და მგრძნობიარე კანისთვის. უზრუნველყოფს კანის დატენიანებას და დაცვას. შეიცავს: ჰიალურონის მჟავას, ანტიოქსიდანტურ ვიტამინ E-ს და ორგანულ ალოე ვერას.
3. მზიანი ამინდები კანის გამოშრობას განაპირობებს, ამის თავიდან ასარიდებლად კი გამაღდე გვთავაზობს სახის შრატს- ჰიდრატაციის ელექსირს, რომელიც ჩვენს კანს აბრეშუმის მსგავს გლუვ ეფექტს მატებს. მასში შემავალი თითოეული ინგრედიენტი განსაკუთრებული თვისების მატარებელია: გარეული შიის კარაქი ამშვიდებს და კვებავს კანს, არგანის ზეთი აღადგენს და აძლიერებს კანის ბუნებრივ ბარიერს, ჰიალურონის მჟავა ღრმა დატენიანებას უზრუნველყოფს, ვიტამინები და ანტიოქსიდანტები კი კანის ნაადრევ დაბერებას ებრძვის. შრატის გამოყენება რეკომენდებულია, როგორც დილით, ასევე საღამოს საათებში.
4. მშრალი, დეჰიდრატირებული კანისთვის დამატენიანებელი კრემის შერჩევა სულაც არ არის მარტივი პროცესი, თუმცა ბრენდი აქაც შეუცვლელ ალტერნატივას გვთავაზობს. გამაღდეს ნაზი ტექსტურის დამატენიანებელი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ჰიალურონის მჟავას, რომელიც ხელს უწყობს კანის ტენიანობის შენარჩუნებას, სირბილეს და ბზინვარებას. არგანის ზეთი კი დატენიანებასთან ერთად, მკვებავი თვისებებით გამოირჩევა. პროდუქტში ასევე შეხვდებით ისეთ მნიშვნელოვან ინგრედიენტებს, როგორებიცაა: წყალი, ალოე ვერას ფოთლის ექსტრაქტი, თხილის ზეთი, გლიცერინი, ჟოჟობას ექსტრაქტები, ლავანდის ზეთი, პალმაროზას ზეთი და ვიტამინი E.
საბოლოოდ კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კანის მოვლაზე ზრუნვა უბრალოდ ტრენდული მიდგომა არ არის და მეტიც, ეს ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამ ფილოსოფიაზე დგას გამაღდეს პროდუქცია, რომელიც ბუნებრივი ინგრედიენტების და დერმატოლოგიური უსაფრთხოების იდეალურ კომბინაციას გვთავაზობს. ბრენდის მისია სუფთა, ორგანული და ეფექტური კოსმეტიკის შექმნაა, რომელიც არა მხოლოდ აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, არამედ ზრუნავს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე და გარემოზე. თითოეული პროდუქტი შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტებით, გარშემორტყმულია ეკოლოგიური და ეთიკური სტანდარტებით და უზრუნველყოფს კოსმეტიკური სერვისების უსაფრთხო და ჯანსაღ გამოყენებას. ამიტომ, თუ ყოველდღიური რუტინისთვის იდეალურ პროდუქტებს ეძებთ, გამაღდე აუცილებლად იქნება თქვენი იდეალური არჩევანი.