N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

გზამკვლევი ვალენტინობის საჩუქრებისთვის: როგორ ვაქციოთ 14 თებერვალი დაუვიწყარ მოგონებად

თებერვალი 12, 2026
A A
გზამკვლევი ვალენტინობის საჩუქრებისთვის: როგორ ვაქციოთ 14 თებერვალი დაუვიწყარ მოგონებად
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ვალენტინობის მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტიურად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ გავახაროთ საყვარელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულს კონკრეტული თარიღი არ სჭირდება, 14 თებერვალი იდეალური მიზეზია, ერთი დღით მოვწყდეთ რუტინას, გადავდოთ საქმეები და მეორე ნახევართან ერთად დაუვიწყარი მოგონებები შევქმნათ. ამ განსაკუთრებული დღის განუყოფელი ნაწილი საჩუქარია, რომელიც ემოციურ დღეს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.


1. BLOOMS TBILISI
საჩუქრის შერჩევა ხშირად გამოწვევაა, თუმცა Blooms Tbilisi ქალბატონებისთვის იდეალური არჩევანს გთავაზობთ. ქართული ბრენდის უნიკალური დიზაინის სამოსი, განსაკუთრებით კი მათი უახლესი კოლექცია, სადღესასწაულო განწყობას იდეალურად ერგება. თუ რომანტიულ ვახშამს გეგმავთ, აუცილებლად დაათვალიერეთ “ბლუმსის” კოლექციები მათ სოციალურ ქსელში ან ესტუმრეთ შოურუმს (დანიელ ჭონქაძის 14), სადაც თქვენს რჩეულს ნამდვილად განსაკუთრებულ სამოსს შეურჩევთ. ხოლო, თუ არჩევანში დარწმუნებული არ ხართ, შეგიძლიათ შეიძინოთ ბლუმსის სასაჩუქრე ვაუჩერი, რომელიც თქვენს მეორე ნახევარს თავად მიცემს სასურველი სამოსის შერჩევის საშუალებას.


2. BESPOKE TBILISI
მამაკაცებისთვის დახვეწილ და ინდივიდუალურ სტილზე Bespoke Tbilisi ზრუნავს. 2017 წლიდან ბრენდი მყარად ინარჩუნებს მოწინავე პოზიციას და სთავაზობს მამაკაცებს ტანსაცმლის შექმნის პერსონალიზებულ პროცესს – სტილის, ქსოვილებისა და დეტალების ინდივიდუალურ შერჩევით. ევროპაში შეკერილი სამოსი უმაღლესი ხარისხის გარანტიაა. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი მზა კაფსულა კოლექციით, ან აჩუქოთ Bespoke Tbilisi-ს სასაჩუქრე ვაუჩერი, რათა თქვენმა პარტნიორმა თავად შექმნას საკუთარი უნიკალური სტილი.


3. PSP PHARMACY
თუ თქვენი პარტნიორი თავის მოვლის პრემიუმ პროდუქტებს ანიჭებს უპირატესობას, PSP-ს სააფთიაქო ქსელი იდეალური არჩევანია. აქ აღმოაჩენთ თავის მოვლის საერთაშორისო ბრენდების სასაჩუქრე ნაკრებებს როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის: CAUDALIE, RECIPE FOR MEN, SVR, MISSHA, MIZON, ALGOLOGIE, ESTHEDERM და ა.შ.



4. JO MALONE LONDON
სუნამოების მოყვარული პარტნიორისთვის იდეალურ ასორტიმენტს გთავაზობთ Jo Malone London, რომლის ოფიციალური შემომტანი საქართველოში Academy Group-ია. Jo Malone-ი გამოირჩევა განსაკუთრებული არომატებით და მრავალფეროვნებით, ამიტომ სასურველი სუნამოს შერჩევა სულაც არ იქნება რთული პროცესი. Jo Malone London თბილისში ორი დამოუკიდებელი მაღაზიით არის წარმოდგენილი ჭავჭავაძის 42 ნომერში და საბურთალო სითი მოლში.


5. AFFLELOU PARIS
მათთვის, ვინც მოდურ აქსესუარებს აფასებს, ოპტიკური სალონების ქსელი Afflelou Paris განსაკუთრებულ კოლექციებს სთავაზობს. 50-წლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ოპტიკის ქსელი საქართველოში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების კოლექციებს წარმოადგენს, როგორებიცაა: DIOR, GUCCI, PRADA, TOM FORD, RAY BAN, SAINT LAURENT და სხვა.


6. WEEKEND MAX MARA
აქსესუარების მოყვარული ქალბატონებისთვის იდეალური საჩუქარია Weekend Max Mara-ს ჩანთები, რომლებიც უნიკალური დიზაინითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. ბრენდისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა ნებისმიერ ლუქს გამორჩეულ ელფერს სძენს, ამიტომ აუცილებლად გადაავლეთ თვალი მათ კოლექციებს, სადაც თქვენი მეორე ნახევრისთვის სასურველ დიზაინებს იპოვით.


7. ROBERTO BRAVO
რა თქმა უნდა, ვალენტინობის კლასიკური საჩუქარი სამკაულია, ამ მხრივ კი Roberto Bravo საუკეთესო არჩევანია. მსოფლიო საიუველირო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი თავის მომხმარებელს დახვეწილ და უნიკალურ ნაკეთობებს სთავაზობს. Roberto Bravo-ს ოფიციალური მაღაზია საქართველოში რუსთაველის გამზირზე, გალერია თბილისში მდებარეობს.


8. SAM RAAN LUXURY SPA & WELLNESS CENTRE
ალბათ დაგვეთანხმებით რომ საუკეთესო საჩუქარი ემოციური განტვირთვაა. Sam Raan Luxury Spa & Wellness Centre გთავაზობთ სასაჩუქრე ვაუჩერებს, რომლებიც იდეალურია როგორც საკუთარი თავის გასანებივრებლად, ასევე პარტნიორისთვის დასამახსოვრებელი დღის შესაქმნელად. სარელაქსაციო მასაჟი, აღმოსავლური ჰამამი, ღვინის თერაპია, ჰიმალაის მარილის ოთახი – ეს იმ პროცედურების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელსაც Sam Raan Luxury Spa & Wellness Centre გთავაზობთ.


როგორც ხედავთ საჩუქრის პოვნა სულაც არ არის ისეთი რთული, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა უნდა ვთქვათ რომ არ აქვს არსებით მნიშვნელობა რაზე შევაჩერებთ არჩევანს, სამოსზე, თავის მოვლის პროდუქტებზე, სუნამოზე თუ აქსესუარებზე, მთავარია ჩვენი საჩუქარი ზრუნვას და სიყვარულს გამოხატავდეს.

 

Tags: Nargis Magazineვალენტინობის საჩუქარიიდეები საჩუქრისთვისრა ვაჩუქო
წინა პოსტი

სიყვარული ეკრანზე: იდეალური ფილმები ვალენტინობისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN