N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ცხოვრების სტილი

სიყვარული ეკრანზე: იდეალური ფილმები ვალენტინობისთვის

თებერვალი 10, 2026
A A
სიყვარული ეკრანზე: იდეალური ფილმები ვალენტინობისთვის
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ვალენტინობის დღე ახლოვდება და ქალაქი თითქოს ორ ნაწილად იყოფა: ისინი, ვინც სანთლებით განათებულ რესტორნებში მაგიდის დაჯავშნას ცდილობენ და ისინი, ვისთვისაც რომანტიკა ხშირ შემთხვევაში სახლიდან იწყება. ამიტომ, თუ თქვენი არჩევანი დივანი, პლედი და ეკრანია, ეს სულაც არ ნიშნავს კომპრომისს. პირიქით, ფილმს შეუძლია ვალენტინობის საღამო ბევრად უფრო ემოციური, გულწრფელი და დასამახსოვრებელი გახადოს, რადგან რომანტიკული ფილმები ყოველთვის გვთავაზობენ სიყვარულის გამოხატვის განსხვავებულ ვარიაციებს – ხან იდეალიზებულს, ხან მტკივნეულად რეალურს, ხან ირონიულს. ისინი გვახსენებენ, რომ სიყვარული ერთი ფორმის არასდროსაა და სწორედ ამიტომ არის ასეთი საინტერესო.


დღევანდელ სტატიაში კი განვიხილავთ ფილმებს, რომელიც თქვენი ვალენტინობის საღამოს და რომანტიკულ ატმოსფეროს განსაკუთრებულს გახდის.

I Hate Valentine’s Day (2009)

სიყვარულის დღის მიმართ სკეპტიციზმი ამ ფილმში, თვითდაცვის ფორმად გვევლინება. “I Hate Valentine’s Day” ვალენტინობისადმი სკეპტიკურად განწყობილ მაყურებელს პირდაპირ ესაუბრება. მთავარი გმირი სიყვარულს მკაცრი წესებით აკონტროლებს: ზღუდავს ემოციებს, ურთიერთობებს დროის ლიმიტს უწესებს და თავს არწმუნებს, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია. თუმცა, როგორც ყველა ნამდვილი რომანტიკული ისტორია, ეს ფილმიც გვაჩვენებს, რომ გრძნობები წესებს არ ემორჩილება. ნია ვარდალოსის ნამუშევარი იდეალურია მათთვის, ვისაც ვალენტინობის დღის აზრის არ სწამს, მაგრამ სიყვარულის იდეაზე ბოლომდე უარს მაინც ვერ ამბობს.


Sense and Sensibility (1995)

ჯეინ ოსტინის ეკრანიზაცია სიყვარულის ორ განსხვავებულ ბუნებას გვაჩვენებს – ომს გონებასა და გრძნობას შორის. აქ ემოციები ჩუმია, მაგრამ დაძაბული; სიყვარული თავშეკავებულია, თუმცა ღრმა ემოციებით დატვირთული. ფილმი რომანტიკული მელოდრამის კლასიკური ვერსიაა, რომელიც ხმამაღალ ჟესტებზე მეტად შინაგან ბრძოლაზე გვიყვება.


La La Land (2016)


სიყვარული და ოცნებები ერთ გზაზე ყოველთვის ვერ თანაარსებობს. მუსიკალური ფორმით მოყოლილი ისტორია გვაჩვენებს, რომ ზოგჯერ სიყვარული სულაც არ ნიშნავს ერთად ყოფნას. ფერები, მუსიკა და მელანქოლია ქმნის ფილმს, რომელიც ერთდროულად რომანტიკულიცაა და რეალობასაც იდეალურად ასახავს. ფილმი მათთვისაა, ვისაც სენტიმენტალობის მიღმა დაფიქრება სურს.


Before Sunrise (1995)


ორი უცნობი, ერთი ღამე და საუბარი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს ფილმი სიყვარულის ყველაზე ბუნებრივი გამოვლინებაა – დაუგეგმავი, მშვიდი და დროისგან დამოუკიდებელი. აქ არ არის დრამატული ჟესტები, არის მხოლოდ სიტყვები, მზერა და განცდა, რომ ზოგჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი კავშირები შემთხვევით იწყება.


Roman Holiday (1953)


ვალენტინობის დღეს ძველი ჰოლივუდის კლასიკა ყოველთვის იდეალური არჩევანია. ოდრი ჰეპბერნის პრინცესა ანა – სამეფო ვალდებულებებით დაღლილი ახალგაზრდა ქალი, რომში თავისუფლების ერთ დღეს იპარავს და სწორედ ამ დღეს ხვდება ამერიკელ ჟურნალისტს, ჯო ბრედლის- ეს ერთი დღე კი საკმარისია იმისთვის, რომ სიყვარული ცხოვრებისეულ არჩევანად იქცეს.


Crazy, Stupid, Love (2011)

ერთი ფილმი, რამდენიმე სიყვარულის ისტორია და დიდი ქაოსი. „Crazy, Stupid, Love “რომანტიკული კომედიის ის იშვიათი მაგალითია, რომელიც ერთდროულად სასაცილოცაა და ემოციუიც. სხვადასხვა ასაკის, გამოცდილებისა და მოლოდინის მქონე პერსონაჟები გვაჩვენებენ სამი პარალელურ ისტორიას: ქორწინების კრიზისი, მოულოდნელი შეყვარება და უბრალოდ გატაცება საბოლოოდ ერთ ქაოსურ, მაგრამ საოცრად ლოგიკურ ფინალში იკვეთება. სასაცილო, სარკასტული და გულწრფელი ისტორია სიყვარულის მრავალფეროვნებაზე გვიყვება. ფილმის ძალა იმაშია, რომ კომედიურ განწყობასთან ერთად მუდამ გვახსენებს, რომ სიყვარული შეიძლება იყოს აბსურდული, არეული და მაინც აუცილებელი.


500 Days of Summer (2009)


ტრაგიკომედია სიყვარულის ილუზიებზე. მისალოცი ბარათების ავტორი ტომ ჰანსენი- უიმედო რომანტიკოსი, შეყვარებულია ქალზე, რომელმაც გული გაუტეხა. ფილმი გვახსენებს, რომ სიყვარული ხშირად ჩვენს თავში შექმნილი ნარატივია და არა რეალობა. იდეალური არჩევანია მათთვის, ვისაც ვალენტინობის დღეს ცოტა რეალობის დანახვაც სურს.


Valentine’s Day (2010)


ვალენტინობის ქაოსური, ხმაურიანი და ფერადი ვერსია. ვარსკვლავური შემადგენლობა და პარალელური ისტორიები სიყვარულის ყველა ფორმას აერთიანებს- იმედგაცრუებას, მოულოდნელ შეხვედრებს და პატარა სასწაულებს. მსუბუქი, სადღესასწაულო ფილმი, რომელიც თავად ამ დღის განწყობას ჰგავს.


შესაძლოა, სიყვარული არც გრანდიოზული ჟესტებია და არც კინემატოგრაფიული აღიარებები. ხანდახან ის უბრალოდ სწორ დროს ჩართული ფილმია, თბილად მოკალათება და განცდა, რომ ეკრანზე მოთხრობილი ისტორია უცნაურად შენსას ჰგავს. ხვდები, რომ ამ ისტორიებში საკუთარ გულსაც სადღაც, ჩუმად ამოიცნობ. ვალენტინობის ფილმებიც სწორედ ამას გვთავაზობს – არა პასუხებს, არამედ ემოციებს, რომლებიც გვაძლევს უფლებას, ვირწმუნოთ სიყვარულის.

ტექსტი: ნინია ოქრომჭედლიშვილი

Tags: ვალენტინობამელოდრამარას ვუყურორომანტიკული ფილმები
წინა პოსტი

იდეალური პაემანი თბილისში: 6 განსაკუთრებული ლოკაცია თებერვლის რომანტიული საღამოებისთვის

შემდეგი პოსტი

გზამკვლევი ვალენტინობის საჩუქრებისთვის: როგორ ვაქციოთ 14 თებერვალი დაუვიწყარ მოგონებად

შემდეგი პოსტი
გზამკვლევი ვალენტინობის საჩუქრებისთვის: როგორ ვაქციოთ 14 თებერვალი დაუვიწყარ მოგონებად

გზამკვლევი ვალენტინობის საჩუქრებისთვის: როგორ ვაქციოთ 14 თებერვალი დაუვიწყარ მოგონებად

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN