N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო

დეკემბერი 30, 2024
A A
BioliGems-ის ელეგანტურობის სამყარო
348
გაზიარება
2.7k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდით, ფუფუნების, ელეგანტურობისა და უშრეტი სილამაზის სამყაროში ვიმოგზაუროთ. განსაკუთრებული შტრიხი, დეტალი, რომელიც სრულყოფილი სტილისთვის უმნიშვნელოვანესია, არის სამკაული. ლეგენდარული ელიზაბეთ ტეილორი ამბობდა: „სამკაულს, ამ პატარა ძვირფას დეტალს, აქვს ძალა, თავი უნიკალურად გაგრძნობინოთ“.

ახლა სწორედ ასეთ, უნიკალურ და ძვირფას სამკაულებზე გიამბობთ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

BioliGems სინგაპურის უმსხვილესი საიუველირო ქარხნის წარმომადგენლობაა საქართველოში. ქარხანა სინგაპურში 2003 წელს დაარსდა და უკვე რამდენიმე წელია საქართველოს ბაზარზეცაა. აქამდე იგი საქართველოში ონლაინ შეკვეთებზე მუშაობდა, ახლა კი თბილისში ბუტიკიც გაიხსნა. BioliGems-ის მისია შთაგონებულია კომპანიის სლოგანით _ „Your Precious Emotions“. სწორედ ამიტომ, კომპანიაში ამბობენ, რომ მათი მისია ადამიანებისთვის ბედნიერებისა და სიხარულის ემოციების მინიჭებაა სამკაულების მეშვეობით.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ქალმა გამოსცადოს ჩვენი შემოქმედების სილამაზე“, – ამბობენ BioliGems-ში. კომპანიის შესახებ უფრო დეტალურად მისი დამფუძნებელი და შემოქმედებითი დირექტორი მარიამ თევზაძე გვიამბობს:


მარიამ, თქვენი კომპანია BioliGems უკვე საკმაოდ ცნობილია, მის მომხმარებლებს შორის არიან ვარსკვლავები, ბიზნესმენები, ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები. უამბეთ ჩვენს მკითხველს, რა ხდის თქვენს კომპანიას ინდუსტრიის ლიდერად?

BioliGems მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საიუველირო ქარხანაა. ქარხანა ძვირფას ქვებს და ოქროს აუქციონიდან ყიდულობს. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით მინიმუმამდე დაგვყავს შრომითი ხარჯები და იდეალური ხარისხის პროდუქტს ვაწარმოებთ. ეს ფაქტორები საშუალებას გვაძლევს, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და საუკეთესო ფასი. მათ საშუალება აქვთ აირჩიონ ნებისმიერი, თუნდაც უიშვიათესი ქვა. მომხმარებლის სურვილის გათვალისწინებით, მათთან ერთად ვირჩევთ და ვქმნით დიზაინს. ვპოულობთ ზუსტად იმ ქვას, რომელიც მომხმარებელს სურს, ვქმნით 3D მოდელს, ვათანხმებთ ყველა დეტალს და ვიწყებთ წარმოებას. მომხმარებელი იღებს ყველა საჭირო დოკუმენტს, ხელშეკრულებას, ლაბორატორიისა და კომპანიის სერტიფიკატს, საგარანტიო ბარათს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

BioliGems-ის ქარხანას არაერთხელ აქვს მოგებული ცნობილი, ლუქს ბრენდების ტენდერები და შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ საცალო ვაჭრობასთან პრივილეგია მხოლოდ ჩვენ გვაქვს. მაღალი მოთხოვნის გამო დავამატეთ პროდუქტები CVD ბრილიანტებით. CVD ბრილიანტებს ასევე ახლავს საერთაშორისო ლაბორატორიული სერტიფიკატები _ IGI / GIA.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როცა ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ და მომხმარებელი CVD ბრილიანტის ნაცვლად მოასანიტს ყიდულობს, ხოლო ბუნებრივი ბრილიანტის ნაცვლად _ CVD ბრილიანტს. არის შემთხვევები, როცა სერტიფიკატებიც და ქვაზე დატანილი ლაზერული ნომერიც ყალბია. ასე რომ, თუ საეჭვოდ დაბალ ფასს ხედავთ, ფრთხილად იყავით. გვქონდა შემთხვევა, როცა მომხმარებელმა სხვაგან იყიდა ბუნებრივი ბრილიანტი GIA სერტიფიკატით და აღმოჩნდა, რომ ეს იყო დუბლიკატი CVD ბრილიანტის ხელახალი ბეჭდით. ამის დამტკიცება მხოლოდ GIA-ს ლაბორატორიაში ქვის ხელახალი გაგზავნის შემდეგ გახდა შესაძლებელი, რადგან ზოგჯერ თანამედროვე სკანერიც კი ვერ ასხვავებს CVD-ს ბუნებრივი ალმასისგან სპეციალური აღჭურვილობის გარეშე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

ასევე იყო მახასიათებლების ჩანაცვლების შემთხვევა, ანუ მათ გაყიდეს ალმასი GIA სერტიფიკატით, როგორც D/VVS (რაც ნიშნავს ფერს და სიცხადეს), მაგრამ რეალურად ბრილიანტი იყო G/VS2 და ღირდა ბევრად ნაკლები. ზოგადად, ბრილიანტებს აქვთ 60-ზე მეტი მახასიათებელი, თითოეული გავლენას ახდენს ბზინვარებასა და ფასზე. იგივე ეხება ფერად ძვირფას ქვებს. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებით ჩვენს მომხმარებელს ყველა ნიუანსს. ამიტომ ჩვენ გირჩევთ, ძვირფასი ქვების პროდუქცია მხოლოდ სანდო კომპანიებისგან შეიძინოთ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

ძალიან საინტერესოა… მარიამ, შეგიძლიათ თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვიამბოთ?

აქამდე თბილისში ძალიან პატარა შოურუმი გვქონდა და, ძირითადად, შეკვეთებზე ვმუშაობდით. შოურუმი გვქონდა ნიუ-იორკშიც, მაგრამ კონცეფციის შეცვლა გადავწყვიტეთ და ყველა მოდელი ნიუ-იორკიდან თბილისში გადმოვიდა.     თბილისში უკვე გავხსენით ბუტიკი, სადაც კოლექციის ასზე მეტი ნიმუშია წარმოდგენილი. ბუტიკი ასევე იმუშავებს შეკვეთებზე და ვინაიდან თითოეულ მომხმარებელთან პირადად ვმუშაობთ, გელით შამპანური, კონსულტაცია გემოლოგთან და დიზაინერთან.

 

View this post on Instagram

 

A post shared by B I O L G E M S J E W E L R Y B O U T I Q U E (@bioligems.ge)

და რაც შეეხება აშშ–ს, ხომ არ აპირებთ იქ წარმოების გახსნას?

ჩვენი ქარხნის ფილიალები არის ტაილანდში, სინგაპურში, შრი-ლანკასა და ინდოეთში _ იმ ადგილებში, სადაც ქვებს მოიპოვებენ და ჭრიან. პროდუქციის წარმოება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, არ არის მომგებიანი, რადგან ძალიან მაღალია შრომის, ქირის, გადასახადების და სხვა ხარჯები. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი ფასების შეთავაზება და ჩვენი მისიაა უმაღლესი ხარისხის სერვისის მიწოდება. რეპუტაცია ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩემს სახელს არ ვმალავ, ყველამ იცის, რომ მე პირადად ვარ პასუხისმგებელი ჩვენს პროდუქტებზე და ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია პირადად დამიკავშირდეს.

Tags: BioliGemsბრილიანტისამკაული
წინა პოსტი

როგორ შევარჩიოთ იდეალური სამოსი სათხილამურო სეზონისთვის

შემდეგი პოსტი

როგორ შევქმნათ დაუვიწყარი ლუქი ახალი წლის ღამისთვის?

შემდეგი პოსტი
როგორ შევქმნათ დაუვიწყარი ლუქი ახალი წლის ღამისთვის?

როგორ შევქმნათ დაუვიწყარი ლუქი ახალი წლის ღამისთვის?

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN