N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

როგორ შევინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე? – გაიცანით თმის მოვლის შვედური ბრენდი REF

აგვისტო 27, 2026
A A
როგორ შევინარჩუნოთ თმის სიჯანსაღე? – გაიცანით თმის მოვლის შვედური ბრენდი REF
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

თანამედროვე რეალობაში თმის მოვლა განსაკუთრებით სენსიტიურ და მნიშვნელოვან საკითხად იქცა. გარემოს ეკოლოგიური დაბინძურება, ყოველდღიური სტრესი, მზის მავნე გამოსხივება და სხვა ფაქტორები მძაფრად მოქმედებს თმის სიჯანსაღეზე, უცვლის მას სტრუქტურას, ართმევს ტენიანობასა და ბუნებრივ ბზინვარებას. სწორედ ასეთი გამოწვევების საპასუხოდ 2004 წელს სტოკჰოლმში თმის მოვლის შვედური პრემიუმ ბრენდი REF შეიქმნა, რომლის შეძენაც საქართველოში, ექსკლუზიურად PSP-ს სააფთიაქო ქსელშია შესაძლებელი. ბრენდის მთავარი მისიაა მომხმარებელს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია. REF-ის ფილოსოფია მარტივ პრინციპს ეფუძნება – „Made with love – შექმნილია სიყვარულით“ – და მოიცავს კრეატიულობას, ინოვაციასა და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას. REF-ის თითოეული პროდუქტი 100%-ით ვეგანურია, უსულფატოა, არ შეიცავს პარაბენებსა თუ გლუტენს, არ იტესტება ცხოველებზე და გამოირჩევა ინოვაციური შემადგენლობით. ყველა პროდუქტში ინტეგრირებული ულტრაიისფერი ფილტრი თმას იცავს მზის მავნე ზემოქმედებისგან და უნარჩუნებს ბუნებრივ ფერს, ხოლო ძირითადი ინგრედიენტი, ქინოას ცილები, ბუნებრივი ვეგანური კერატინი, ამინომჟავების მაღალი შემცველობით სტრუქტურულად აღადგენს, აძლიერებს და აჯანსაღებს თმის ღერებს, რაც B, C, D ვიტამინებითა და ორგანული ზეთებით (ჟოჟობა, სელი, ქოქოსი, გრეიფრუტი, ბერგამოტი) გამდიდრებულ ფორმულასთან ერთად თმის სრულყოფილ დაცვას უზრუნველყოფს.

იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ადამიანის თმას ინდივიდუალური მიდგომა და სპეციფიკური ზრუნვა სჭირდება, REF-მა შექმნა პროდუქტების მრავალფეროვანი ასორტიმენტი. ბრენდი მომხმარებელს სთავაზობს განსხვავებულ ხაზებს თუ ფორმულებს, რომლებიც ზუსტად არის მორგებული თმის სხვადასხვა ტიპსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე – იქნება ეს მოცულობის მატება, სიღრმისეული დატენიანება, დაზიანებული სტრუქტურის აღდგენა, ფერის დაცვა თუ არასასურველი ტონების ნეიტრალიზაცია.


Weightless Volume

ეს ხაზი სპეციალურად შეიქმნა თხელი, სუსტი და მოცულობადაკარგული თმისთვის და მოიცავს შამპუნს, კონდიციონერს, ნიღაბსა და მუსს. ქინოას პროტეინებით, გრეიფრუტის და ჟოჟობას ზეთებით გამდიდრებული უნიკალური ფორმულა თმას მატებს ბუნებრივ მოცულობას ყოველგვარი სიმძიმის შეგრძნების გარეშე. ორგანული გრეიფრუტის ზეთი აცოცხლებს თავის კანს, ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას და ამცირებს ცვენას, რის შედეგადაც თმა ხდება მსუბუქი, სუფთა და მოცულობითი.


Illuminate Colour

ეს ხაზი განკუთვნილია ყველა ტიპის ბუნებრივი და შეღებილი თმის დასაცავად, გასაძლიერებლად და ბზინვარებისთვის. სერიაში წარმოდგენილია შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი. ვიტამინებით მდიდარი ასაის და ჟოჟობას ზეთები, ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებთან ერთად, სიღრმისეულად კვებავს შეღებილ თმას, არბილებს მას და იცავს გარემო ფაქტორებისგან. ფორმულა უნარჩუნებს თმას კაშკაშა შეფერილობას, იცავს გახუნებისგან და ეფექტურად უშლის ხელს აფუებასა და თმის ღერის აქერცვლას.


Ultimate Repair

მშრალი, დაზიანებული, გამოფიტული და ქიმიურად დამუშავებული თმისთვის შექმნილი ეს სერია მოიცავს შამპუნს, კონდიციონერსა და ნიღაბს. პროტეინებით მდიდარი ბუნებრივი ექსტრაქტები და მურუმურუს კარაქი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, აძლიერებს თმის ბოჭკოებს და იცავს ღერის გარეთა შრეს. პროდუქტები სიღრმისეულად აღადგენს დაზიანებულ სტრუქტურას, უბრუნებს თმას დაკარგულ ელასტიურობას, სირბილესა და ჯანსაღ ბზინვარებას.


Intense Hydrate

ინტენსიური დამატენიანებელი სერია შექმნილია მშრალი, გაუწყლოებული, ხვეული ან უსიცოცხლო თმის აღდგენისა და გაძლიერებისთვის. აღნიშნული ხაზი მოიცავს შამპუნს, კონდიციონერს და ნიღაბს. ქოქოსის ზეთიდან მიღებული ცხიმოვანი მჟავები და მკვებავი ბერგამოტის ზეთი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და აღადგენს აუცილებელ ტენიანობას ბუნებრივი ცხიმის მოშორების გარეშე. შედეგად, თმა მყისიერად ხდება უფრო რბილი, მორჩილი, აბრეშუმისებრი და ჯანსაღი.


Cool Silver

ქერა, გაღიავებული ან ნაცრისფერი თმისთვის განკუთვნილი ეს ხაზი მოიცავს შამპუნსა და კონდიციონერს. ორგანული ზეთებითა და ბოტანიკური ექსტრაქტებით მდიდარი ფორმულა შეიცავს იისფერ პიგმენტებს, რომლებიც ეფექტურად ანეიტრალებს დაჟანგვით ან მინერალებით გამოწვეულ არასასურველ ყვითელ ტონებს. პროდუქცია ნაზად ატონიზირებს ღია თმას, იცავს მას გაუფერულებისგან, არ აშრობს ღეროებს და ნაცრისფერ თმას მატებს ელეგანტურ ვერცხლისფერ ელფერს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ REF-ს თითქმის ყველა ტიპის თმისთვის თუ პრობლემისთვის აქვს თავისი კონკრეტული გამოსავალი – იქნება ეს ტენიანობის ნაკლებობა, დაზიანებული სტრუქტურა, მოცულობის დეფიციტი, შეღებილი თმის მოვლა თუ სხვა. ამიტომ, თუ გსურთ თქვენს თმას პროფესიონალურად, უსაფრთხო ინგრედიენტებით მოუაროთ, შვედური ბრენდი PSP-ს სააფთიაქო ქსელშია ხელმისაწვდომი. პროდუქციის შერჩევა და შეძენა შეგიძლიათ როგორც PSP-ს ფიზიკურ აფთიაქებში, ასევე ონლაინ.

Tags: REFთმის მოვლაპსპ აფთიაქი
წინა პოსტი

13 წიგნი მოდასა და დიზაინზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN