N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

13 წიგნი მოდასა და დიზაინზე

აგვისტო 26, 2026
A A
13 წიგნი მოდასა და დიზაინზე
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

დიზაინი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ნივთების ერთობლიობა – ეს არის ხელოვნება, ბიზნესი და ფსიქოლოგია, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას აყალიბებს. იმისთვის, რომ ჩავწვდეთ მოდის სამყაროს სიღრმეებს, ან შევქმნათ ჰარმონიული გარემო ჩვენს ირგვლივ, ხშირად მხოლოდ ინტუიცია არ კმარა. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ საკულტო გამოცემებს, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი წარმოდგენა სტილზე, არქიტექტურასა და ინტერიერზე. კრისტიან დიორის კლასიკური რჩევებიდან ალენ დე ბოტონის ფილოსოფიურ ხედვებამდე – ეს წიგნები ნამდვილი მეგზურია მათთვის, ვისაც შთაგონებასა და პროფესიულ ცოდნა ეძებს.


The Little Dictionary of Fashion: A Guide to Dress Sense for Every Woman by Christian Dior

ეს წიგნი პრაქტიკული გზამკვლევია, რომელიც კრისტიან დიორმა 1954 წელს დაწერა. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულების წინ შეიქმნა, მასში მოცემული რჩევები ელეგანტურობასა და სტილზე დღესაც აქტუალურია. დიორი ანბანის მიხედვით განმარტავს ყველაფერს – ქამრებიდან დაწყებული, საქორწილო კაბებით დამთავრებული.


Gods and kings the rise and fall of alexander mcqueen and john galliano by Dana Thomas

ეს არის მომნუსხველი დოკუმენტური პროზა მოდის ორი გენიოსის შესახებ. ავტორი აღწერს, როგორ შეცვალეს მაკ-ქუინმა და გალიანომ 90-იანი წლების მოდის ინდუსტრია და რა ფასად დაუჯდათ მათ ეს წარმატება. წიგნი კარგად აჩვენებს მოდის როგორც ბრწყინვალე, ისე ბნელ მხარეებს.


The Psychology of Fashion by Carolyn Mair

თუ გაინტერესებთ, რატომ ვიცვამთ იმას, რასაც ვიცვამთ და როგორ მოქმედებს ტანსაცმელი ჩვენს განწყობაზე, ეს წიგნი თქვენთვისაა. ის იკვლევს კავშირს ადამიანის ფსიქიკასს და ინდუსტრიას შორის, რომელიც მუდმივად ახალ ტენდენციებს გვთავაზობს.


D.V. by Diana Vreeland

დიანა ვრილანდი მოდის სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა და Harper’s Bazaar-ისა და Vogue-ის ლეგენდარული რედაქტორი იყო. მისი ავტობიოგრაფია ისეთივე ექსცენტრიკული და ფერადია, როგორიც თავად ავტორი. ეს არის წიგნი სტილის შეგრძნებასა და ფანტაზიის ძალაზე.


The fashion system by Roland Barthes

ეს უფრო აკადემიური და სერიოზული ნაშრომია მათთვის, ვისაც მოდის, როგორც სიმბოლოების ენის, შესწავლა სურს. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი და სემიოტიკოსი როლან ბარტი აანალიზებს, როგორ აყალიბებს ჟურნალები და ტექსტები მოდის „ღრმა მნიშვნელობას“.


The End of Fashion: How Marketing Changed the Clothing Game Forever by Teri Agins

Wall Street Journal-ის რეპორტიორი ტერი ეიჯინსი ამ წიგნში ხსნის, როგორ გადაიქცა მოდა ხელოვნებიდან გიგანტურ ბიზნესად. ის დეტალურად აღწერს მარკეტინგის, წარმოებისა და გაყიდვების იმ მექანიზმებს, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი დამოკიდებულება ტანსაცმლის მიმართ.


100 Ideas that Changed Fashion by Harriet Worsley

ეს არის შესანიშნავი ილუსტრირებული გზამკვლევი, რომელიც მოდის ევოლუციის გზას უჩვენებს მკითხველს. წიგნი მიმოიხილავს გარდამტეხ მომენტებს – კორსეტზე უარის თქმიდან დაწყებული, მინი ქვედაბოლოებისა და ჯინსების ეპოქით დამთავრებული.


Chanel: Collections And Creations by Danièle Bott

„შანელის“ ბრენდი მხოლოდ „პატარა შავი კაბა“ არ არის. სწორედ ამ თეზისს ეყრდნობა ეს წიგნიც – იგი სიღრმისეულად აანალიზებს ბრენდის ხუთ მთავარ სიმბოლოს: კოსტიუმს, კამელიას, სამკაულს, მაკიჟს და სუნამოს. იდეალურია მათთვის, ვისაც მაღალი მოდის (Haute couture) დეტალები აინტერესებს.


Fashion Illustration Now by Laird Borrelli

დიზაინერისთვის ჩანახატი (ესკიზი) ფიქრის პროცესია. ამ წიგნში თავმოყრილია ისეთი ლეგენდების ჩანახატები, როგორებიც არიან: კარლ ლაგერფელდი, ივ სენ-ლორანი და ჯორჯიო არმანი. ის საუკეთესო შთაგონებაა მათთვის, ვისაც ხატვა და მოდის დიზაინის ტექნიკური მხარე იზიდავს.


The Sartorialist by Scott Schuman

სკოტ შუმანი ქუჩის მოდის ფოტოგრაფიის პიონერია. ეს წიგნი არ არის თეორიული ნამუშევარი, ის ფოტოების კრებულია, რომელიც წარმოაჩენს, როგორ იმოსებიან ადამიანები რეალურ ცხოვრებაში, ნიუ-იორკიდან პარიზამდე. ის გვასწავლის, რომ სტილი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ბრენდი.


The Interior Design Reference & Specification Book Updated & Revised: Everything Interior Designers Need to Know Every Day by Chris Grimley and Mimi Love

ეს არის ნამდვილი „ბიბლია“ ინტერიერის დიზაინერებისთვის. წიგნი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლამაზი ფოტოებით, მასში ნახავთ კონკრეტულ სტანდარტებს, ზომებსა და ტექნიკურ დეტალებს: ავეჯის ერგონომიული განლაგება; მასალების შერჩევის პრინციპები; განათებისა და ელექტრობის დაგეგმარება.


Garden Design: A Book of Ideas by Heidi Howcroft and Marianne Majerus

რაც შეეხება ექსტერიერს, ეს წიგნი საუკეთესოა ლანდშაფტის დიზაინისთვის. მასში თავმოყრილია 600-ზე მეტი იდეა: ბაღის ან ტერასის დაგეგმარება; მცენარეებისა და მასალების სწორი კომბინაცია; მცირე ეზოების მაქსიმალური ათვისება.


The Architecture of Happiness by Alain de Botton

ეს არ არის ტექნიკური სახელმძღვანელო, არამედ ფილოსოფიური ნაშრომი იმაზე, თუ როგორ მოქმედებს არქიტექტურა და დიზაინი ჩვენს ბედნიერებაზე. ალენ დე ბოტონი ხსნის, რატომ მოგვწონს გარკვეული ტიპის შენობები და როგორ ცვლის გარემო ჩვენს შინაგან მდგომარეობას.


ტექსტი: თათული ღვინიანიძე

Tags: მოდის ისტორიაწიგნებიწიგნები დიზაინზეწიგნები მოდაზე
წინა პოსტი

ნინო ელიავას იდენტობა გლობალურ სცენაზე

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN