N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

არისტოკრატიული ესთეკია და თავისუფლების განსაკუთრებული სიყვარული: ჟაკლინ დე რიბის მარადიული ეპოქა

აგვისტო 13, 2026
A A
არისტოკრატიული ესთეკია და თავისუფლების განსაკუთრებული სიყვარული: ჟაკლინ დე რიბის მარადიული ეპოქა
325
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

სტილი უბრალოდ სამოსის შერჩევა არ არის და ცხადია, ის არც ტენდენციების მიყოლის უნარით განისაზღვრება. სტილი ენაა, რომელსაც ყველაზე უკეთ შეუძლია გადმოსცეს თქვენი შინაგანი ხასიათი, განწყობა და ინდივიდუალური სამყარო. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ტრენდები ცვალებადია, თუმცა ინდივიდუალური სტილი უკვდავია, რადგან ის ადამიანის იდენტობის- მისი პიროვნების ნაწილია. სწორედ ამ უხილავმა, მაგრამ მკაფიოდ აღქმადმა ძალამ აქცია რამდენიმე რჩეული ქალი ეპოქალურ ფიგურად, რომელთა შორისაც ჟაკლინ დე რიბის სახელი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.


ჟაკლინი 1929 წელს, პარიზში დაიბადა. გრაფის და გრაფინიას ქალიშვილი დაბადებიდანვე არისტოკრატიულ სამყაროს ეკუთვნოდა. 18 წლის ასაკში ჟაკლინი ცნობილ ბანკირზე, გრაფ ედუარ დე რიბზე დაქორწინდა, თუმცა მისი ენერგეტიკა და ხასიათი მხოლოდ მაღალი საზოგადოების დღესასწაულებისა და საქველმოქმედო მიღებების ჩარჩოში არასდროს ეტეოდა. ჟაკლინის შინაგანი სამყარო ბევრად უფრო ხმაურიანი და ბობოქარი იყო, 20-იან წლებში ის DIOR-ის კოსტიუმში გამოწყობილი თავად მართავდა საკუთარ Mini Fiat 500-ს, პროდიუსერობდა ბალეტს და ორგანიზებას უწევდა მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებს. იმ ეპოქაში, როდესაც მისი წრის და სტატუსის ქალებისგან კარიერულ ნაბიჯებს არავინ ელოდა, 53 წლის ჟაკლინმა საზოგადოებრივი სტერეოტიპები ერთი ხელის მოსმით დაამსხვრია და საკუთარი მოდის სახლი გახსნა.


ჟაკლინ დე რიბის სტილს ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც: არქიდექტურულს, მკაცრს და ელეგანტურს. ის ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკიდან ეზიარა ატელიეების საიდუმლოს, ფლობდა კერვის ტექნიკას და მაღალი მოდის სახლების სამოსშიც კი საკუთარი ხედვით ცვლიდა დეტალებს. ივ სენ ლორანის, კრისტობალ ბალენსიაგასა და ჰუბერტ დე ჟივანშისთვის ჟაკლინი ერთდროულად იყო მუზაც და მოდის პროფესიონალიც. ჟან პოლ გოტიემ 1999 წელს მთელი კოლექცია „Divine Jacqueline“ სწორედ ჟაკლინს მიუძღვნა, ხოლო ვალენტინო გარავანი აღნიშნავდა, რომ უნაკლო იერსახისა და არისტოკრატიული დისტანციის მიღმა მას საოცარი იუმორი და საკუთარ თავზე ხუმრობის იშვიათი უნარი გააჩნდა.


ჟაკლინის ჩაცმულობა არასოდეს განისაზღვრებოდა მხოლოდ ლამაზი კაბის მორგებით. მისი ყოველი გამოჩენა ერთგვარი წარმოდგენა იყო, სადაც ყოველი დეტალი დრამატურგიულ სიზუსტეს ექვემდებარებოდა. მის ესთეტიკაში მინიმალიზმი და გრანდიოზულობა იდეალურ ბალანსს ქმნიდა. ჟაკლინი იყო ქალი, რომელსაც შეეძლო მეჯლისზე უბრალოდ თეთრი კაბით და ყვავილების გვირგვინით გამოჩენილიყო, ხოლო ქუჩაში, ყოველდღიურ რუტინაში მკვეთრი, სკულპტურული სილუეტები მოერგო. სწორედ ასეთმა ხედვამ და დამოკიდებულებამ განსაზღვრა ის, რომ მოდის კრიტიკოსები თუ ჟურნალისტები პატივს სცემდნენ არა მხოლოდ მისი სტატუსს, არამედ ჟაკლინის პროფესიონალური და უშეცდომო გემოვნებას.


ჟაკლინ დე რიბს ამერიკელებმა „პარიზის უკანასკნელი დედოფალი“ შეარქვეს, ხოლო 2015 წელს ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმმა მისი სტილისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოაწყო. ჟაკლინმა შექმნა ეპოქა, სადაც ჩაცმის სტილი ერთგვარ ხელოვნებად იქცა, თავად კი ფრანგული ელეგანტურობის და ესთეტიკის მარადიული სიმბოლო გახდა.

Tags: დიზაინერების მუზაჟაკლინ დე რიბისტილის ინსპირაცია
წინა პოსტი

ორი ეპოქა, ერთი ლეგენდა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN