N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია

ივლისი 31, 2026
A A
კრისტი ყიფშიძემ ესპანეთის დედოფლის ცნობილი კაბა მოირგო, რომელიც უკვე თბილისი აუთლეტ ვილიჯშია
331
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

კრისტი ყიფშიძემ Adolfo Domínguez-ის ცნობილი წითელი კაბა მოირგო, რომელიც ესპანეთის დედოფალს, ლეტიციას, 2026 წლის FIFA World Cup-ის ფინალზე ეცვა. გამორჩეულმა ლუქმა საერთაშორისო მედიის ყურადღება მალევე მიიპყრო, დღეს კი ეს საკულტო მოდელი საქართველოში ექსკლუზიურად თბილისი აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი.


ესპანეთის დედოფალი ლეტიცია წლების განმავლობაში არჩევანს სწორედ ესპანური ბრენდის, Adolfo Domínguez-ის სამოსზე აკეთებდა. დახვეწილი, მინიმალისტური დიზაინი, მუდმივად აქტუალური სილუეტები და ელეგანტური ესთეტიკა ბრენდის ხელწერის განუყოფელი ნაწილია, რის გამოც ის დედოფლის გარდერობში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ადგილს იკავებს.


1970-იანი წლების დასაწყისში დაარსებული ბრენდი – Adolfo Domínguez მაღალი ხარისხის, ბუნებრივი და ეკომეგობრული მასალების გამოყენებით გამოირჩევა. Adolfo Domínguez-ი განსაკუთრებულ ყურადღებას მდგრად წარმოებასა და გარემოზე ზრუნვას ანიჭებს, რაც მისი ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.


საქართველოში Adolfo Domínguez 2025 წელს გამოჩნდა და მისი კოლექციები ექსკლუზიურად მხოლოდ თბილისი აუთლეტ ვილიჯშია წარმოდგენილი. აქ მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აღმოაჩინონ ბრენდის საკულტო მოდელები, მათ შორის სწორედ ის წითელი კაბა, რომელიც ლეტიციას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ამშვენებდა.


კაბის შეძენა თბილისი აუთლეტ ვილიჯში 654 ლარად არის შესაძლებელი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ექსკლუზიურ მოდელთან ერთად აუთლეტის სპეციალური ფასდაკლებებითაც ისარგებლონ.


თბილისის ცენტრიდან დაახლოებით 30 წუთის სავალზე მდებარე აუთლეტ ვილიჯი საერთაშორისო პრემიუმ ბრენდებს, გასტრონომიულ სივრცეებსა და ღია ცის ქვეშ შოპინგის განსაკუთრებულ გამოცდილებას აერთიანებს. აქ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში 30%-დან 70%-მდე მუდმივი ფასდაკლებები ელოდებათ.

Tags: დედოფალი ლეტიციათბილისი აუთლეტ ვილიჯიკრისტი ყიფშიძე
წინა პოსტი

ინდუსტრიული გაუფასურება: რატომ დაკარგა ფუფუნებამ ექსკლუზიურობა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN