მოდის სამყარო დინამიკურია, თუმცა მასში საკუთარი ხელწერის პოვნა მხოლოდ ერთეულების პრივილეგიაა. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, გიორგი იაშვილი, სწორედ ისადამიანია, რომელიც მოდის ინდუსტრიას არა მხოლოდ აკვირდება, არამედ მის პულსზე მუდმივად უჭირავს ხელი. გიორგი ყოველთვის ახერხებს მაყურებელსა და მსმენელს მოდისსამყაროს ყველაზე აქტუალური ამბები პირველწყაროდან მიაწოდოს. დღევანდელ ინტერვიუში კი ის გაგვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს ლონდონისა და მილანის მოდისკვირეულებიდან, გვიამბობს კულუარულ ამბებსა და იმ საინტერესო ისტორიებს, რომლებიც ეკრანებს მიღმა რჩება.

როგორ შეაჯამებდი ლონდონის და მილანის მოდის კვირეულებს – რა იყო ამ სეზონის მთავარი სათქმელი?
ამ სეზონის მთავარი გზავნილი ერთიანობა და ადამიანური კავშირები იყო. როდესაც მოდელები პოდიუმზე ჯგუფურად გამოდიოდნენ, თვალში საცემი გახდა ტენდენცია, რითაც ხაზიესმეოდა მეგობრობასა და სიყვარულს. თითქოს მოდის ინდუსტრიამ გადაწყვიტა, დაამარცხოს მარტოობის ფობია – ადამიანებს მობეზრდათ იზოლაცია, მათ ერთად ყოფნა დათვითგამოხატვა სურთ. ლონდონმა ეს იდეა უფრო ექსპერიმენტულად, საკუთარ თავზე გამარჯვების კონტექსტში დაგვანახვა, სადაც მოდა შინაგანი თავისუფლების იარაღია.
რა ძირითადი განსხვავებები აღმოაჩინე ამ ორ ქალაქს შორის და სად უფრო იგრძნობოდა ექსპერიმენტები?
მილანი კლასიკური ელეგანტურობის ეპიცენტრია, ლონდონი კი – თავისუფალი Street Style-ის. თუმცა, წელს მილანმა დაამტკიცა, რომ კლასიკაც შეიძლება იყოს ექსპერიმენტული. ესგანსაკუთრებით Armani-ს ჩვენებაზე იგრძნობოდა, სადაც საოცარი ფერებითა და სილუეტებით ბრენდმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ განვითარებას საზღვრები არ აქვს. თუ ლონდონიფორმებითა და იდეებით გვეთამაშება, მილანი ქსოვილებისა და თარგების ოსტატობით გვაოცებს.

რომელმა ბრენდმა მოახდინა შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ?
რთულია ერთის გამორჩევა, თუმცა Armani და Margiela ჩემი ფავორიტებია. გარდა კოლექციებისა, ჩვენებებთან სახალისო ისტორიები მაკავშირებს. მაგალითად, Margiela-ს ჩვენებაზეTikTok-ისთვის ვიდეოს გადაღებისას კადრში მოულოდნელად თავად ანა ვინტური გამოჩნდა.
განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ჩემთვის Emporio Armani-ს ჩვენება, სადაც ბრენდის ამბასადორები სხვადასხვა ქვექნიდან იყვნენ მიწვეულები. ჩვენებას ესწრებოდნენ ისეთისაერთაშორისო ვარსკვლავები როგორებიც არიან: კენდალ ჯენერს, ნიკოლას გალიცინი და ა.შ. შოუზე შევხვდი ნილს კუზელს (Nils Kuesel), რომელთანაც ვმეგობრობ და რომელმაცხუმრობით მითხრა, რომ მოდის კვირეულებზე უფრო ხშირად მხედავს, ვიდრე საკუთარ ოჯახს.

ლონდონში გიორგი ქებურიას ჩვენებას დაესწარი – გაამართლა თუ არა კოლექციამ მოლოდინები
გიორგი ჩემი ახლო მეგობარია და მახსოვს, როგორ დაანონსა პირველი გამოსვლა ლონდონის მოდის კვირეულზე ჩემს გადაცემაში. დღეს უკვე მის ჩვენებაზე დასწრება, როგორცგულშემატკივრისა და მეგობრისთვის, ორმაგად ემოციური იყო. წელს უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან მას „აფთერ-ფართის“ ორგანიზებაში ვეხმარებოდი და ვამაყობ, რომ ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ოფიციალური ღონისძიების თანაორგანიზატორი გავხდი.
რომელ კონკრეტულ დეტალს ან ლუქს გამოარჩევდი ქებურიას კოლექციიდან?
აუცილებლად უნდა ვახსენო ქებურიას „ნაპოლეონის“ მოსაცმელები- ტრენდული და წარმატებული დიზაინი, რომელსაც უკვე ვხედავთ სხვა ბრენდების დუპებში, თუმცა ორიგინალიქართულია და ეს ნამდვილად აღსანიშნავი ფაქტია.

მოდის კვირეულის განუყოფელი ნაწილია ე.წ. „აფთერ-ფართები“. მოგვიყევი ქებურიას წვეულებაზე – ვინ იყვნენ სტუმრები და რა ხდებოდა კულუარებში?
წვეულება Bertrand’s Townhouse-ში გაიმართა. უდიდესი პასუხისმგებლობა იყო, როცა გიორგიმ და ნინამ ორგანიზება მე მანდეს. სასიამოვნოა, როცა ასეთ დროს წარმატებულიქართველები – თამთა გოდუაძე, ბექა გვიშიანი, ქეთი გაგოშიძე და ა.შ. გვერდში გიდგანან. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ, ქართველებს, ერთმანეთის მხარდაჭერა და წინ წაწევასაუკეთესოდ გამოგვდის.
შენი აზრით, რა ტენდენციები იქნება პოპულარული შემოდგომა-ზამთრის სეზონზე?
ეს ცალსახად ორიგინალური მოსაცმელების სეზონია. იქნება ეს ქებურიას „ნაპოლეონი“, Gucci-ს ტყავის ვარიაციები თუ Margiela-ს დახვეწილი მოდელები. ასევე, წინა პლანზეა ქსოვილისპრემიუმ ხარისხი და იდეალური თარგები, რაშიც Armani კვლავ არ თმობს პირველობას.

ერთი ფრაზით როგორ აღწერდი ამ თავგადასავალს?
ბექა გვიშიანის პერეფრაზს გამოვიყენებ: „ჩაცმა ჩვენი მოგონილია“, ვფიქრობ ეს განწყობა მიმდინარე სეზონს იდეალურად ერგება.
რას ეტყოდი პატარა გიორგის შენი ამჟამინდელი გადმოსახედიდან?
ვეტყოდი, რომ მან ეს შეძლო! ბავშვობაში დილის 6 საათზე ვიღვიძებდი, რომ ეკრანზე მენახა ის ვარსკვლავები, რომლებთან ერთადაც დღეს ვმუშაობ და კონტენტს ვქმნი. ჩემთვის ეს არარის მხოლოდ მოდა, ეს არის შანსი, გლობალურ ასპარეზზე ჩვენს ქვეყანასა და კულტურაზე ვისაუბრო. პატარა ქვეყანა სინამდვილეში დიდ შესაძლებლობას გაძლევს – როცა შენსქვეყანაში აღიარებული ხარ, შენი წარმატება მსოფლიოში უფრო ხმამაღლა ისმის. დღეს კი ქართველები მოდის სამყაროში ისე ხმამაღლა ვამბობთ ჩვენს სათქმელს, როგორცარასდროს.

ინტერვიუში წარმოდგენილი კოლექციები ხელმისაწვდომია New Trend-ში.
ინტერვიუ: მარიამ ბექაური

