თებერვალი რომ რომანტიკული განწყობით სავსე თვეა, ამაზე ყველა ვთანხმდებით – ეს შეგრძნება ვრცელდება ყველაზე და ყველაფერზე: ადამიანებზე, ქალაქებზე, ქუჩებსა და კონკრეტულ ლოკაციებზე. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც თბილისია, რომელიც თავისი განსაკუთრებული ადგილებით ვალენტინობისთვის საუკეთესო ატმოსფეროს ქმნის. ჩვენი დედაქალაქი მდიდარია საინტერესო კონცეფციის მქონე სივრცეებით და ამ მრავალფეროვნებაში არჩევანის გაკეთება მართლაც რთულია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ლოკაციებს, რომლებიც უგემრიელეს სამზარეულოსთან ერთად, უნიკალური ესთეტიკით გამოირჩევიან.

1. ქეთო და კოტე
„ქეთო და კოტე“ არის ადგილი, სადაც ძველი თბილისური ხიბლი იდეალურად ერწყმის თანამედროვე კონცეფციას, რაც თებერვლის რომანტიკული საღამოებისთვის განსაკუთრებულად დახვეწილ გარემოს ქმნის. უნიკალურ ატმოსფეროსთან ერთად, რესტორანი გვთავაზობს გამორჩეულ კულინარიულ გამოცდილებას, ღვინის მრავალფეროვან არჩევანსა და განსაკუთრებული გემოვნური მახასიათებლების მქონე დესერტებს.

2. კასა ფიორი
იტალიური სამზარეულოს მოყვარულთათვის „კასა ფიორი“ ნამდვილად უკონკურენტო არჩევანია. უნიკალური კონცეფციით შექმნილი სივრცე თითოეულ სტუმარს განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობს, სადაც ყოველი წუთი იტალიაში მოგზაურობის ასოციაციას ქმნის. საერთაშორისო დონის შეფ-მზარეულების მიერ მომზადებული კერძები თქვენი ვალენტინობის პაემანს დაუვიწყარს გახდის. და, რა თქმა უნდა ტირამისუ- დაგვერწმუნეთ, რომ „კასა ფიორი“ საფირმო ტირამისუს დაგემოვნების გარეშე უბრალოდ არ უნდა დატოვოთ.

3. Grand Café Telegraph
იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის პრიორიტეტულია ლოკაცია, სადაც ევროპული ელეგანტურობა ქართულ სამზარეულოსთან იდეალურ სინთეზს ქმნის, Grand Café Telegraph საუკეთესო არჩევანია. ეს არის სივრცე, რომლის დახვეწილი ესთეტიკა, კერძები და მომსახურება დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის. გვითხარით, რა შეიძლება იყოს რომანტიული ვახშმის საუკეთესო დასასრული, თუ არა Grand Café-ს ცნობილი დესერტები?

4. ლეო თბილისი
დახვეწილი ინტერიერისა და კულინარიული ხელოვნების გამორჩეულ ტანდემს გვთავაზობს ლეო ქიაჩელის ქუჩაზე მდებარე „ლეო თბილისი“. მდიდარი გემოვნური მახასიათებლებით გამორჩეული მენიუ და რომანტიკული ნოტებით გაჟღენთილი ატმოსფერო თქვენი ვალენტინობის პაემნისთვის ნამდვილად იდეალური არჩევანია.

5. იასამანი
თუ საღამოსთვის ავთენტურ გარემოს და ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციებს ეძებთ, „იასამანი“ ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ- ეს არ არის უბრალოდ რესტორანი, ეს არის სივრცე, რომელიც სავსეა ავთენტური ხიბლითა და გულწრფელი სითბოთი. დაგვერწმუნეთ, რომ თქვენი რომანტიული საღამოსთვის “იასამანი” ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება.

6. Tbilisi Movie Nights
თუ განსხვავებული კონცეფციის ლოკაციას ეძებთ და თან კინოსამყარო გიზიდავთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ Tbilisi Movie Nights-ს, სადაც კინემატოგრაფიული მაგია პირდაპირ თქვენს მაგიდასთან ცოცხლდება. ეს არის სივრცე, სადაც ფილმის სამზარეულოს პირადად დააგემოვნებთ და პარალელურად, საყვარელი კადრების ესთეტიკით დატკბებით.


