N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი Afflelou Paris-ის თებერვლის კამპანიაში

თებერვალი 9, 2026
A A
სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი Afflelou Paris-ის თებერვლის კამპანიაში
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ფრანგული ოპტიკური ქსელი Afflelou Paris მუდმივად გვანებივრებს გამორჩეული ფოტო და ვიდეო კამპანიებით, რომლებიც იდეალურად ეხმიანება სეზონურ განწყობებსა და მიმდინარე ტენდენციებს. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც თებერვალი აღმოჩნდა – თვის მთავარი გმირები, რომლებმაც ბრენდის ესთეტიკა სრულყოფილად წარმოაჩინეს, სალომე ღვინიაშვილი და ზურა ხიზანიშვილი არიან.



უახლესი პროექტი თებერვლისთვის დამახასიათებელ, განსაკუთრებულად მშვიდ და სიყვარულით სავსე ემოციებს გადმოსცემს. კამპანიაში წყვილს Afflelou Paris-ის ოპტიკურ სალონებში წარმოდგენილი მოდელები აქვს მორგებული ისეთი საერთაშორისო ბრენდებიდან, როგორებიცაა: DIOR, LOEWE, MONTBLANC, MOSCOT და სხვები. თითოეული კადრი ხაზს უსვამს ბრენდის გამორჩეულად ელეგანტურ ხედვასა და დახვეწილ ესთეტიკას.



შეგახსენებთ, რომ Afflelou Paris 50-წლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფრანგული ოპტიკური ქსელია, რომელიც საქართველოში 2021 წლიდან ოპერირებს. ბრენდი გამოირჩევა მრავალფეროვანი კოლექციებით, ექსკლუზიური მოდელებითა და მომსახურების სრული ციკლით, რომელიც ოფთალმოლოგისა და ტექნიკოსის სერვისებსაც მოიცავს. ქსელის მთავარი უპირატესობაა უნიკალური შეთავაზება „ჩინ-ჩინ“, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები ერთი სათვალის შეძენისას, მეორეს აფლელუს ბრენდიდან სიმბოლურ ფასად, სულ რაღაც 1 ლარად იღებენ.


Credits

Starring: Salome Gviniashvili, Zura Khizanishvili

Photo: Shota Gotoshia

Art Direction & Styling: Data Alekseev

Make Up: Kristina Mirzashvili

Apparel: Elisheva

Assistant: Elene Jokhadze

Tags: აფლელუ პარიზიზურა ხიზანიშვილითებერვლის კამპანიასალომე ღვინიაშვილი
წინა პოსტი

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე შთამბეჭდავი კოსტიუმები

შემდეგი პოსტი

იდეალური პაემანი თბილისში: 6 განსაკუთრებული ლოკაცია თებერვლის რომანტიული საღამოებისთვის

შემდეგი პოსტი
იდეალური პაემანი თბილისში: 6 განსაკუთრებული ლოკაცია თებერვლის რომანტიული საღამოებისთვის

იდეალური პაემანი თბილისში: 6 განსაკუთრებული ლოკაცია თებერვლის რომანტიული საღამოებისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN