წითელი ხალიჩა კვლავ იქცა კინემატოგრაფიისა და მაღალი მოდის შერწყმის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად. 12 იანვარს, საქართველოს დროით დილის 5 საათზე, გაიმართა ოქროს გლობუსის რიგით 83-ე დაჯილდოება, რომელმაც საზოგადოების მთელი ყურადღება წითელი ხალიჩისკენ მიმართა. ჩვენთვის საყვარელი ვარსკვლავები ცერემონიაზე მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლების სამოსით გამოჩნდნენ, დღევანდელ სტატიაში კი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ 2026 წლის ოქროს გლობუსის ყველაზე გამორჩეულ ლუქებს.

გამოჩენისთანავე ყველას ყურადღება მიიქცია სერიალ “The White Lotus”-ის ვარსკვლავმა ლისა მანობანმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე Jacquemus-ის შავი, დახვეწილი კაბით გამოჩნდა.

შავ ფერზე შეაჩერა არჩევანი ამერიკელმა მომღერალმა მაილი საირუსმაც – და, რა თქმა უნდა, მისი ლუქი Saint Laurent-ის მოდის სახლს ეკუთვნოდა.

Saint Laurent-ის კაბა მოირგო ბრენდის ამბასადორმა ზოი კრავიცმაც. 37 წლის ამერიკელი მსახიობი, რომელიც 2017 წლიდან YSL-ის სახეა, წითელ ხალიჩაზე ნაზი ვარდისფერი, აბრეშუმის კაბით გამოჩნდა.

ARMANI PRIVÉ-ის ელეგანტური შავი კაბა შეარჩია ყველასთვის გამორჩეულად საყვარელმა მსახიობმა ჯულია რობერტსმა.

ელეგანტური ნაქარგებით გაფორმებული Givenchy-ის კაბა ამშვენებდა 35 წლის ამერიკელ მსახიობს, ჯენიფერ ლოურენსს.

LOUIS VUITTON-ის თეთრ ორეულზე შეაჩერა არჩევანი ოქროს გლობუსის მფლობელმა ბრიტანელმა მსახიობმა ემილი ბლანტმა.

წითელ ხალიჩაზე Ferragamo-ს თეთრი, მინიმალისტური კაბა მოირგო პამელა ანდერსონმა.

ბოლო დროის ერთ-ერთმა ყველაზე განხილვადმა მსახიობმა, ჯეიკობ ელორდიმ, არჩევანი Bottega Veneta-ს სამოსზე შეაჩერა.

სრული ბრწყინვალებით გამოჩნდა ამერიკელი მსახიობი დაკოტა ფენინგი, რომელმაც Vivienne Westwood-ის ბრჭყვიალა ვარდისფერი კაბა მოირგო.

Prada-ს სამოსი ამშვენებდა ამერიკელ მსახიობს მაიკლ ბი. ჯორდანს.

2026 წლის ოქროს გლობუსზე ნომინირებულმა ემა სტოუნმა წითელ ხალიჩაზე Louis Vuitton-ის კარაქისფერი ორეული მოირგო.

„საუკეთესო მსახიობი მამაკაცის“ ნომინაციაში გამარჯვებულმა ტიმოთი შალამემ არჩევანი CHROME HEARTS-ზე შეაჩერა.

წითელ ხალიჩაზე Dior-ის ლუქით გამოჩნდა ლეონარდო დიკაპრიო.

Vivienne Westwood-ის შავი, ელეგანტური და ამავდროულად თვალშისაცემი კაბა მოირგო არიანა გრანდემ.

სერიალ “Adolescence”-ის ვარსკვლავი და ახლა უკვე ოქროს გლობუსის მფლობელი ოუენ კუპერი დაჯილდოების ცერემონიაზე Bottega Veneta-ს სამოსით გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ოუენი ოქროს გლობუსის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსახიობია, რომელმაც 16 წლის ასაკში მოიპოვა ჯილდო ნომინაციაში „საუკეთესო მამაკაცი მსახიობი, მეორეხარისხოვან როლში“.

Chanel-ის ხავერდის, ულამაზესი ნაქარგებით გაფორმებული კაბა მოირგო 33 წლის ამერიკელმა მსახიობმა და მომღერალმა სელენა გომესმა, რომელიც წითელ ხალიჩაზე მეუღლესთან, ბენი ბლანკოსთან ერთად გამოჩნდა.

Gucci-ს კაბაში ბრწყინავდა 27 წლის მსახიობი ელ ფენინგი.

ლეიტონ მისტერი წითელ ხალიჩაზე Miu Miu-ს კაბაში გამოჩნდა მეუღლესთან, ადამ ბროდთან ერთად.

Nicole + Felicia-ს წითელი კაბა მოირგო 90-იანი წლების საკულტო ფილმის “Clueless”-ის ვარსკვლავმა ალისია სილვერსტოუნმა.


