პირველი ლედის სტატუსი იშვიათად შემოიფარგლება მხოლოდ ოფიციალური ტიტულით, რეალურად ეს არის ერთგვარი როლი, რომელიც მუდმივადაა საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში თუ საქმე ამერიკის შეერთებულ შტატებს, უფრო კონკრეტულად კი ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი ქალაქს, ნიუ-იორკს ეხება.

თუ დააკვირდებით პირველი ლედის სტილი ყოველთვის გამოირჩევა სიმბოლური დატვირთვით, რომელიც ეპოქის განწყობას და პოლიტიკურ კურსაც კი ასახავს, მაგალითად მელანია ტრამპის მიერ ამერიკელი დიზაინერების სამოსზე გადასვლა არ ყოფილა უბრალოდ შემთხვევითობა, ეს იყო პრეზიდენტი ტრამპის პოლიტიკური კურსის მხარდაჭერა.

დღეს კი მოგიყვებით ნიუ-იორკის ახლად არჩეული მერის მეუღლეზე, რომლის სტილიც ბოლო პერიოდში ალბათ ყველაზე განხილვადი თემაა. 28 წლის ამერიკელი ხელოვანი, რამა დუვაჯი ტეხასში, სირიელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, რამამ ბავშობის წლები დუბაიში გაატარა და აღმოსავლური სტილის გავლენა მკაფიოდ იგრძნობა მის შემოქმედებაში და სტილში. მისი მთლიანი შემოქმედება ეძღვნება ისეთ მნიშნელოვან თემებს, როგორებიცაა ქალთა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, მიგრაცია და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ლედის მსოფმხედველობა ცალსახად აისახება მის სტილზეც.

რამა დუვაჯის სამოსი არ ყვირის სტატუსზე, ის არ ცდილობს სტილით მოახდინოს ძალის დემონსტრირება და ამით თითქოს ცდება კლასიკური “პირველი ლედის” ესთეტიკას. რამასთვის მოდა საკუთარი იდენტობის გამოხატვის გზაა და ამას მართლაც შესანიშნავად ახერხებს. ინაუგურაციის დღისთვის შერჩეული სამოსიც სწორედ ამ ყველაფრის გამოხატვა იყო- ფიცის დადების ცერემონიისთვის და საჯარო ინაუგურაციისთვის პირველმა ლედიმ არჩევანი ვინტაჟსა და დამოუკიდებელ დიზაინერებზე გააკეთა. დუვაჯის სტილისტმა გაბრიელა კარეფა-ჯონსონმა აღნიშნა, რომ რელურად რამას სულაც არ ჭირდება ვინმე ვინც მის სტილზე იმუშავებს, რადგან მას არაჩვეულებრივად შეუძლია სამოსით საკუთარი იდენტობის გამოხატვა.

ინაუგურაციის პირველ ეტაპზე პირველმა ლედიმ არჩევანი Balenciaga-ს პალტოზე შეაჩერა, რომელიც Albright Fashion Library-დან იქირავა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პალტოს გარდა ლუქის ყოველი დეტალი, შარვალი ფეხსაცმელი, აქსესუარები ასევე ნაქირავები, ან ნათხოვარი იყო- ეს კი რამას მხრიდან ჩაითვალა, როგორც მდგრადი მოდის მხარდაჭერა, ყველაზე ჩუმი, თუმცა ამავდროულად ყველაზე ხმამაღალი განაცხადი. საჯარო ინაუგურაციის ცერემონიაზე კი პირველმა ლედიმ Renaissance Renaissance-ს პალტო მოირგო. ესეც, რა თქმა უნდა, არ ყოფილა შემთხვევითი არჩევანი. ბრენდის დამფუძნებელი პალესტინელ-ლიბანელი დიზაინერი სინთია მერჰეჯია, რამამ კი მისი სამოსით გამოჩენისას მხარი დაუჭირა როგორც მის სქესს, ასევე წარმომავლობას.

რამა დუვაჯის სტილი გვიჩვენებს, რომ მოდა მხოლოდ ესთეტიკა არ არის – ის პრინციპებზე დაფუძნებული იდეოლოგიაა, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და მსოფმხედველობის გამოხატვის საშუალებას აძლევს.


