ახალი წელი ახლოვდება და, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ყველაზე აქტუალური კითხვა „რა ვაჩუქო?” ისევ გვახსენებს თავს – იდეალური საჩუქრის შერჩევა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის: გვიწევს ფიქრი დეტალებზე, სურვილებზე, გემოვნებაზე და ყველაზე მთავარზე – რა გაუხარდება ჩვენს ადრესატს ყველაზე მეტად. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ გარკვეული თვალსაზრისით ეს პროცესი სტრესულიც არის – საჩუქრის შერჩევა პირდაპირ უკავშირდება ჩვენს დროს, ენერგიასა და ფინანსებს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გზის პოვნა, რომელიც სადღესასწაულო განწყობას არ გაგვიფუჭებს და ამავე დროს საშუალებას მოგვცემს, საყვარელ ადამიანებს ნამდვილად იდეალური საჩუქრები შევურჩიოთ.

სასიამოვნო სიახლე სწორედ აქ იწყება- ამაზე უკვე იზრუნა PSP-მ. თქვენ შეგიძლიათ საახალწლო სამზადისი PSP-სთან ერთად დაიწყოთ, სადაც სასაჩუქრე ნაკრებებზე -70%-მდე ფასდაკლება დაგხვდებათ, ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ნაკრებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ საჩუქრის შერჩევის პროცესს გაგიმარტივებთ.

1. Martiderm – Diamond Skin კომპლექსი
მარტიდერმის პროდუქცია, რომ ჯადოსნურია, ვფიქრობ ამაზე ყველა ჩვენგანი ვთანხმდებით და რა შეიძლება მოუხდეს მართლაც ჯადოსნურ ახალ წელს თუ არა მარტიდერმის სასაჩუქრე ნაკრები, რომელიც ორი პროდუქტისგან შედგება. შავი ბრილიანტი- ნაოჭების საწინააღმდეგო ამპულები, ყოვლისმომცველი ფორმულა რომელიც ხელს უშლის დაბერებას და უზრუნველყოფს, რომ კანი მუდამ ბზინვარედ გამოიყურებოდეს და Black Diamond Sublime Expert Eye Contour – პროდუქტი, რომელიც მყისიერად ამცირებს დაღლილობის ნიშნებს.

2. Catrice – ედვენთ კალენდარი Great Christmas
თუ საჩუქარს მაკიაჟის მოყვარული მეგობრისთვის ეძებთ Catrice-ის Advent Calendar ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. კალენდარი 19 პროდუქტს აერთიანებს და მოიცავს ყველაფერს, რაც ყოველდღიური თუ სადღესასწაულო მაკიაჟისთვის შეიძლება დაგჭირდეთ: ჰაილაითერს, თვალის ჩრდილების პალიტრას, კრემოვან ბლაშს, ტუჩსაცხს, ფრჩხილის ლაქს და ბევრ სხვა აუცილებელ დეტალს. დაგვერწმუნეთ, რომ ედვენთ კალენდარი ნამდვილად იდეალური ფორმულა საახალწლო განწყობისთვის.

3. Algologie – საახალწლო ნაკრები Presquile
იდეალურ სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს ფრანგული ბრენდი ალგოლოჟი. ნაკრები ბრენდის სამ გამორჩეულ პროდუქტს აერთიანებს და განკუთვნილია კანის სრულფასოვანი მოვლისთვის. კომპლექტში შედის გამამკვრივებელი კრემი, რომელიც კანს უფრო ელასტიკურ და გლუვ იერს ანიჭებს, ნაოჭსაწინააღმდეგო შრატი, რომელიც კანის ტექსტურას აუმჯობესებს და დაბერების ნიშნებს ამცირებს, და თვალისა და ტუჩის კრემი, რომელიც ხელს უწყობს მუქი წრეების, შეშუპებისა და ნაოჭების შემცირებას.

4. Heathcote & Ivory- საახალწლო კალენდარი William Morris
თუ საჩუქარს ეძებთ, რომელიც ყოველდღიურ რუტინას პატარა რიტუალად აქცევს, Heathcote & Ivory -ის საახალწლო კალენდრი ნამდვილად უნიკალური არჩევანია, რომელიც 24 საჩუქარს აერთიანებს და შექმნილია იმისთვის, რომ დეკემბრის თითოეული დღე განსაკუთრებული გახდეს. ნაკრებში შედის აბაზანის მარილი, ხელის კრემი, ტანის კრემი, აბაზანის ქაფი, ხელისა და ტანის დასაბანი საშუალება, აბაზანის ბომბები და პულსური ზეთი. ეს არის საჩუქარი, რომელიც თქვენს ადრესატს ახალ წელს განსაკუთრებული განწყობით დააწყებინებს.

5. Echosline – ნაკრები ARGAN KIT
თმის მოვლის იდეალურ სასაჩუქრე ნაკრებს გვთავაზობს Echosline, ARGAN KIT სპეციალურად შექმნილია მშრალი, დაზიანებული და მტვრევადი თმისთვის და აერთიანებს სამ პროდუქტს, რომელთა ფორმულა დაფუძნებულია არგანის ზეთზე, სელის თესლზე და ჰიდროლიზებულ სოიოს ცილაზე. ეს კომბინაცია ხელს უწყობს გამომშრალი თმის ინტენსიურ აღდგენას, გაჯანსაღებას და ბუნებრივი ბზინვარების დაბრუნებას.

6. Missha – ნაკრები For Men Aqua Breath
Missha For Men Aqua Breath იდეალური არჩევანია მამაკაცებისთვის. ნაკრები მოიცავს ტონერს და ემულსიას. პროდუქტები კანს ინტენსიურად ატენიანებს, ამშვიდებს გაპარსვის შემდეგ და უნარჩუნებს სისუფთავესა და ბალანსს მთელი დღის განმავლობაში. მსუბუქი ფორმულა სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს ცხიმიან შეგრძნებას – ეს ნაკრები ნამდვილად არის პრაქტიკული და ეფექტური საჩუქარი ყოველდღიური მოვლისთვის.


