N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

წლის დასასრული და 2025 წლის გარდამტეხი მოვლენები მოდის ინდუსტრიაში

დეკემბერი 24, 2025
A A
წლის დასასრული და 2025 წლის გარდამტეხი მოვლენები მოდის ინდუსტრიაში
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

მოდის ინდუსტრიაში ყოველი წელი ისტორიას ქმნის და თითოეულ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს. წლიდან წლამდე ინდუსტრია არაერთი ცვლილების მომსწრე ხდება, რის შედეგადაც იბადება ეპოქები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც 2025 წელია – ერთი შეხედვით მორიგი 365 დღე, თუმცა გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ დროის მონაკვეთი. ეს იყო პერიოდი, რომელმაც თითქოს სტანდარტული, თუმცა რეალურად რევოლუციური ცვლილებები შემოგვთავაზა და მოდის სამყაროში ისეთი ხმაური შექმნა, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილს მიწვდა.


ჩვენ კი დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ 2025 წლის მთავარ მოვლენებს, რომლებიც აუცილებლად შემორჩება ისტორიის ფურცლებზე და მათი გადაკითხვისას ყოველ ჯერზე ვიგრძნობთ სიმაყეს, რადგან თითოეული ჩვენგანი ამ ეპოქის ნაწილია.

რა თქმა უნდა, ჩამონათვალს კრეატიული დირექტორების ცვლილებით დავიწყებთ, რადგან მიმდინარე წელს თითქმის ყველა წამყვან მოდის სახლში კრეატიული ხელმძღვანელების ცვლილება ვიხილეთ. Chanel -ი მეთიუ ბლაზმა ჩაიბარა, Dior-ში ჯონათან ანდერსონის ეპოქა დაიწყო, Balenciaga -სთან თანამშრომლობა დაასრულა დემნამ და მისი სადებიუტო კოლექცია ვიხილეთ Gucci-ს მოდის სახლისთვის, დემნა პიერპაოლო პიჩოლიმ ჩაანაცვლა, Loewe-ს კრეატიული დირექტორის პოსტი დაიკავეს ჯეკ მაკქალამ და ლაზარო ჰერნანდესმა. ეს, რა თქმა უნდა, სრული ჩამონათვალი არ არის, თუმცა ცხადია, რომ 2025 წელი საერთაშორისო მოდის სახლებისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა.


ყველასთვის გამორჩეულად საყვარელი ეპოქა დასრულდა Versace-ში, დონატელა ვერსაჩე ბრენდის კრეატიული დირექტორის პოსტს დაემშვიდობა და მისი ადგილი იტალიელმა დიზაინერმა, დარიო ვიტალემ დაიკავა და ის გახდა პირველი კრეატიული ხელმძღვანელი, რომელიც ვერსაჩეს გვარს არ ატარებდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, Prada Group -მა Capri Holding-ისგან იტალიური მოდის სახლი 1.25 მილიარდ ევროდ შეიძინა და ეს პროცესი ოფიციალურად სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ამის პარალელურად და პირველი სადებიუტო კოლექციის შემდეგ კი დარიო ვიტალემ მოდის სახლი დატოვა.


2025 წლის 4 სექტემბერი – ცრემლები და ნოსტალგია წარსულიდან. დღე, რომელმაც უამრავი კადრი გააცოცხლა არქივიდან და დღე, როდესაც მსოფლიო დაემშვიდობა მოდის სამყაროს მაესტროს- ჯორჯო არმანს. იტალიელი დიზაინერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა და დიახ, თუ ვსაუბრობთ ეპოქების დასასრულზე, მაშინ წარმოუდგენელია ხაზი არ გავუსვათ ARMANI-ს ყველასთვის საყვარელი ისტორისს საბოლოო ფურცელს.


2025 წელი ისტორიულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Ray Ban-ისთვისაც, ბრენდმა პირველად აირჩია კრეატიული დირექტორი და ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ვარიანტი, თუ არა A$AP Rocky, რომელიც დაგვეთანხმებით რომ ნამდვილად იდეალურად ერგება ბრენდის ენერგიას და მიმართულებას.


მიმდინარე წელს კანის კინოფესტივალის დრესკოდში ცვლილებები გამოცხადდა, რომლითაც წითელი ხალიჩის ახალი წესები განისაზღვრა. ფესტივალის ორგანიზატორებმა ოფიციალურად აკრძალეს შიშველი სხეულის დემონსტრირება – როგორც წითელ ხალიჩაზე, ისე ფესტივალის ნებისმიერ სხვა სივრცეში. ამასთან ერთად, შეზღუდვა შეეხო მოცულობით სამოსსაც, განსაკუთრებით გრძელი შლეიფის მქონე კაბებსა და მასიურ მოსასხამებს, რომლებიც სტუმართა გადაადგილებას ართულებს.


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და მოულოდნელი სიახლე, რომელმაც ნამდვილად გააოცა საზოგადოება- 2025 წლის 26 ივნისს, 37 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ანა ვინტურმა ამერიკული ვოგის მთავარი რედაქტორის პოსტი დატოვა და მისი ადგილი ქლოი მალიმ დაიკავა. ანა ვინტურმა Vogue თანამედროვე მედიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პლათფორმად აქცია, მისი პირველი ნომრის გამოსვლიდან პოსტის დატოვებამდე ვინტური იყო გამოცემის ხმა და ძალა, სწორედ ამიტომ, უნდა ვაღიაროთ რომ ცვლილებებმა მოდის მოყვარულები შეაშფოთა, თუმცა საბედნიეროდ ანამ შეინარჩუნა Condé Nats -ის სარედაქციო პოლიტიკის გლობალური ლიდერის პოზიცია, რაც ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ მის ხელწერას კვლავ ამოვიკითხავთ Vogue-ში.


2025 წელს ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო ჰეილი ბიბერმა და საკუთარი ბრენდი “RHODE” მილიარდ დოლარად მიყიდა E.L.F Beauty-ს. ამერიკელმა მოდელმა RHODE 2022 წელს შექმნა და მალევე მოიპოვა დიდი პოპულარობა, ჩამოაყალიბა მკაფიო იდენტობა და მიაღწია დიდ მასშტაბებს. ბრენდის გაყიდვა ნამდვილად სტრატეგიული აღმოჩნდა, როგორც ბრენდისთვის ასევე დამფუძნებლისთვის, რადგან გრძელვადიან შედეგში ეს ნამდვილად გაამყარებს RHODE-ის გლობალურ პოზიციას.


ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა 2025 წლის ოქტომბერს, განსაკუთრებით კი იმ ინფორმაციის შემდეგ, როდესაც ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ მატილდა გვარლიანს კვლავ ვიხილავდით Victoria’s Secret-ის პოდიუმზე. და აი, 16 ოქტომბერს, ქართველი მოდელი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ყველაზე ხმაურიან და ნახვად შოუზე, თუმცა წინა წლისგან განსხვავებით, ამჯერად მატილდა ორი ლუქით წარსდგა აუდიტორიის წინაშე.


დაბოლოს, ანოკ იაი და მისი ჯილდო- 2025 წლის 1 დეკემბერს Fashion Awards-ის ცერემონიაზე 28 წლის სამხრეთ სუდანელ მოდელს წლის საერთაშორისო ტოპ მოდელის ჯილდო გადეცა. ალბათ, გვკითხავთ რატომ არის ეს თარიღი განსაკუთრებული, Fashion Awards-ი ყოველწლიურად ტარდება და სულაც არ არის სიახლე, რომ წელიწადში ერთხელ რომელიმე მოდელი ამ ჯილდოს იღებს, თუმცა გამოჩენის დღიდან ანოკის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად იყო განწყობილი, მიუხედავად მისი იდეალური მონაცემებისა მოდელი ხშირად ხდებოდა კრიტიკის მსხვერპლი და რეალურად 2025 წლის Fashion Awards გახდა დასტური იმისა, რომ არ აქვს მნიშვნელობა შენს წარმომავლობას, ცნობადობას, საზოგადოების დამოკიდებულებას, სადაც არსებობს ნიჭი იქ ყველაფერი უძულრი ხდება.

Tags: Nargis Magazineდემნადონატელა ვერსაჩეეისაპ როკიჯორჯო არმანი
წინა პოსტი

მოემზადე ახალი წლისთვის – როგორ შევარჩიოთ საჩუქარი PSP-ში

შემდეგი პოსტი

ზამთრის დღეები ეკრანზე – 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის

შემდეგი პოსტი
ზამთრის დღეები ეკრანზე – 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის

ზამთრის დღეები ეკრანზე - 8 ფილმი ახალი წლის განწყობისთვის

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN