მიუხედავად იმისა, რომ მზის სათვალე ყველა სეზონისთვის პოპულარული აქსესუარია, ზაფხულში მისი არჩევის პროცესში უფრო აქტიურად ვერთვებით და ვცდილობთ, რომ სეზონისთვის საუკეთესო თანამგზავრი შევარჩიოთ. სწორედ ამიტომ გვსურს მოგიყვეთ MAUI JIM -ზე, რომელიც, სათვალის შერჩევის პროცესს აუცილებლად გაგიმარტივებთ.
MAUI JIM -ის ისტორია 1987 წელს, ჰავაის კუნძულ მაუიზე დაიწყო. თავდაპირველად ბრენდის მთავარ მისიას წარმოადგენდა თვალების მზის მავნე გამოსხივებისგან დაცვა და კუნძულის ფერადი სილამაზის წარმოჩენა, სწორედ ამიტომ ბრენდმა რევოლუციური PolarizedPlus2® ლინზა შექმნა, რომელიც მაქსიმალურ დაცვასთან ერთად, იდეალურად ასახავდა ფერებს. საწყის ეტაპზე Maui Jim -ის კოლექცია შვიდ მოდელს მოიცავდა, დღევანდელი მონაცემებით კი ამ რიცხვმა 125 -ს გადააჭარბა. 2022 წელს ბრენდი ოფიციალურად შეუერთდა Kering -ის პორტფოლიოს, 2025 წლიდან კი Maui Jim -ის ქართული ისტორია დაიწყო.
საქართველოში Maui Jim -ის მზის სათვალეები ექსკლუზიურად შემოიტანა ოპტიკური სალონების ქსელმა- აფლელუ პარიზმა, რომელიც 2021 წლიდან თანამშრომლობს Kering -ის ჯგუფთან. Afflelou Paris -ში ბრენდის ოფიციალური პრეზენტაცია მიმდინარე წლის აპრილში შედგა, სადაც სპეციალურად მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ პირადად გასცნობოდნენ Maui Jim -ის ესთეტიკას. პრეზენტაციიდან რამდენიმე თვეში კი სტუმრები თბილისი ჰილსის გოლფის მოედანზე შეიკრიბნენ და ღია სივრცეში- გოლფის მასტერკლასის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოცადეს ბრენდის ინოვაციური ხედვის სიწმინდე.
აფლელუ პარიზის ივენთს სტუმრის ამპლუაში დაესწრნენ: სალომე ღვინიაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, თაკო ნაცვლიშვილი, ნინა ცქიტიშვილი, ანა შელია და ლაშა ლომიძე. ივენთის მიზანი, სტუმრებისთვის ახალი კოლექციის წარდგენასთან ერთად, იყო ის რომ თითოეულ მათგანს პირადად გამოეცადა ბრენდის გამორჩეული ტექნოლოგია და ღია სივრცეში ფერების იდეალური აღქმა.
სწორედ ამიტომ, თუ ზაფხულისთვის საუკეთესო მზის სათვალეს ეძებთ და ჯერ ვერ გადაწყვიტეთ რომელ ბრენდზე შეაჩეროთ არჩევანი, აუცილებლად ეწვიეთ აფლელუ პარიზის ოპტიკურ სალონებს, მისამართებზე: საბურთალო სითი მოლი, გალერია თბილისი, ა. პუშკინის 11 და საკუთარ თავზე გამოცადეთ MAUI JIM -ის გამორჩეული ესთეტიკა თუ ინოვაციური ტექნოლოგია.