N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი ტრენდი

2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტრენდული ჩანთები

აპრილი 27, 2026
A A
2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის ტრენდული ჩანთები
326
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ბევრი ჩვენგანისთვის ჩანთა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. ვიზუალთან ერთად, მას მნიშვნელოვანი ფუნქციური დანიშნულება აქვს – დატვირთულ რუტინაში ჩანთა, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი „მარჯვენა ხელის“ მოვალეობას ასრულებს. ამ პრაქტიკული როლის ფონზე კი, ბუნებრივია, დიდ ყურადღებას ვაქცევთ მის დიზაინსაც.

თუ საყვარელი მოდის სახლების უახლეს კოლექციებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ მიმდინარე სეზონზე დიზაინერებმა აქცენტი როგორც საარქივო მოდელების განახლებაზე, ისე სრულიად ახალ სილუეტებსა თუ ფერებზე გააკეთეს. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, რომელშიც ვხვდებით როგორც კლასიკურ, ელეგანტურ ფორმებს, ისე პრაქტიკულ, ყოველდღიურ ვარიანტებს. დღევანდელ სტატიაში კი წარმოგიდგენთ 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის მთავარ ტენდენციებს:


მინიატურული ჩანთები

თუ გასულ წლებში დიდი ზომის მოდელები დომინირებდა, 2026 წელს ვითარება შეიცვალა. მართალია, „oversize“ ჩანთები კვლავ ინარჩუნებს აქტუალობას, თუმცა მზიანი დღეების მთავარი ვარსკვლავი პატარა, ფერადი, ხშირ შემთხვევაში კი ქისის ფორმის ფორმის აქსესუარებია, რომლებიც ზაფხულის სტილს განსაკუთრებულ სიმსუბუქეს სძენს.


კლატჩი

საინტერესოა, რასთან ასოცირდება თქვენთვის კლატჩი? სავარაუდოდ, უმეტეს თქვენგანს პირველ რიგში საღამოს კაბა და წვეულება გაგახსენდებათ, რადგან ამ ფორმას ძირითადად განსაკუთრებული შემთხვევებისთვის ვირჩევდით. თუმცა, მიმდინარე სეზონზე კლატჩი ქუჩის სტილის ნაწილად იქცა. მისი შეხამება კი თამამად შეგიძლიათ თეთრ მაისურთან, ჯინსთან და სპორტულ ფეხსაცმელთანაც კი თამამად შეგიძლიათ.


New Ladylike

ეს სეზონი ტენდენციებს ნამდვილად თავდაყირა აყენებს, რაც ე.წ. „ლედის“ სტილზეც აისახა. თუ ადრე ეს მიმართულება მკაცრი სილუეტებით შემოიფარგლებოდა, ახლა 1940-იანი წლების რეტრო ესთეტიკა თანამედროვე შტრიხებით დაბრუნდა- მყარი სახელურები, დახვეწილი საკეტები, ტექსტურების მრავალფეროვნება და სტრუქტურული ფორმები ნებისმიერ ლუქს გამორჩეულ იერს მატებს.


ბადისებრი და დაწნული ჩანთები

წელს ბადისებრი და დაწნული აქსესუარები სანაპიროდან პირდაპირ ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლებს. ეს ტენდენცია ეკო-ესთეტიკისა და ხელნაკეთი ნივთებისადმი გაზრდილი ინტერესის გამოხატულებაა. 2026 წელს დიზაინერები ამ სტილს არა მხოლოდ ბამბის ძაფებით, არამედ ტყავისა და ლითონის დეტალებითაც ქმნიან, რაც მათ კიდევ უფრო თანამედროვეს ხდის.


ლურჯი ტონალობები

რაც შეეხება ფერებს, სეზონის მთავარი სიმბოლო კობალტისფერია. ეს ფერი მომენტალურად იქცევს ყურადღებას და საუკეთესო გზაა ზაფხულის ლუქის გამოსაცოცხლებლად. კობალტისფერი ერთდროულად ასოცირდება ზღვასთან და ტექნოლოგიურ მომავალთან, რაც მას სეზონის ყველაზე უნივერსალურ ტონალობად აქცევს.


ჯაჭვის სახელური

მიუხედავად იმისა, რომ ჯაჭვები მოდაში საკმაოდ დიდი ხნის წინ დამკვიდრდა, მიმდინარე სეზონზე ისინი უფრო თვალშისაცემი და მასიურია. თუ აქამდე ჯაჭვი მხოლოდ ფუნქციურ დეტალად აღიქმებოდა, ახლა ის ჩანთის მთავარ დეკორაციად იქცა. ასეთი მოდელები იდეალურია მათთვის, ვისაც სურს, რომ აქსესუარი მისი სტილის მთავარი აქცენტი იყოს.

Tags: გაზაფხული/ზაფხულის სტილიტრენდული ჩანთებიჩანთები
წინა პოსტი

Yves Rocher-ის ბოტანიკური სამყარო და ფრანგული სილამაზის ფორმულა უკვე PSP-ში

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN