N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ჟურნალ “ნარგისის” ბრანჩი პარტნიორი კომპანიებისთვის: 10-წლიანი გამოცდილება და ახალი ციფრული შესაძლებლობები

ოქტომბერი 31, 2024
A A
ჟურნალ “ნარგისის” ბრანჩი პარტნიორი კომპანიებისთვის: 10-წლიანი გამოცდილება და ახალი ციფრული შესაძლებლობები
336
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ჟურნალმა “ნარგისმა” პარტნიორი კომპანიების მარკეტინგისა და მედიის სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს უმასპინძლა, რომელიც Argentinian Steakhouse by Gastronome-ში გაიმართა.

ღონისძიებაზე კომპანიამ თავისი 10-წლიანი წარმატებული გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო სტუმრებს. “ნარგისი” უკვე ათი წელია, საქართველოში წამყვან მედიაპლატფორმად ჩამოყალიბდა და სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვან, მაღალი ხარისხის სერვისებს.

ღონისძიებაზე ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა, თაკო ჩხეიძემ, სიტყვით მიმართა საზოგადოებას და აღნიშნა, რომ “ნარგისი” აქტიურად განაგრძობს მედიისა და ციფრული მარკეტინგის ინდუსტრიაში ინოვაციების დანერგვას.

მის სიტყვას შეუერთდნენ ჟურნალის თანადამფუძნებლები და რედაქტორები ნინო დიასამიძე და დათა ალექსეევი, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას “ნარგისის” განვითარების ახალი ეტაპები გააცნეს.

დათა ალექსეევმა სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციით ყურადღება გაამახვილა ჟურნალის განახლებულ ვებგვერდსა და ახალ მობილურ აპლიკაციაზე. მისი თქმით, ეს პლატფორმები მომხმარებლებს სთავაზობს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის კონტენტს, არამედ მოქნილ და ეფექტურ სარეკლამო სერვისებსაც.

ახალი ვებგვერდი და აპლიკაცია მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია კომერციული მიზნებისთვის და განკუთვნილია ბრენდებისთვის მულტიფუნქციური სარეკლამო შესაძლებლობების შესათავაზებლად.

ჟურნალ “ნარგისი” განაგრძობს ციფრული ეკოსისტემის განვითარებას, რაც მოიცავს როგორც მისი პრინტ გამოცემების მუდმივ განახლებას, ასევე ციფრული სერვისების გაფართოებას. ნარგისის ახალი აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, უშუალოდ მიიღონ წვდომა კონტენტზე და ისარგებლონ ინოვაციური მარკეტინგული ინსტრუმენტებით, მათ შორის, აფილეიტ ლინკებით, რომლებიც ქმნის ახალ კომერციულ შესაძლებლობებს როგორც მედიის, ისე ბრენდების წარმომადგენლებისთვის.



Tags: Nargis Magazineნარგისისაქართველო
წინა პოსტი

ელეგანტური სტილის თანამედროვე ინტერპრეტაციები – ალექს რივიერი

შემდეგი პოსტი

JOYROAD BY LUCY HALE – უდარდელი ვესტერნული  განწყობა

შემდეგი პოსტი
JOYROAD BY LUCY HALE – უდარდელი ვესტერნული  განწყობა

JOYROAD BY LUCY HALE - უდარდელი ვესტერნული  განწყობა

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN