საინტერესოა, რასთან ასოცირდება თქვენთვის ზაფხული? ამ კითხვაზე სავარაუდო პასუხები უსასრულოდ მრავალფეროვანია- ვიღაცისთვის ეს დასვენებაა, ვიღაცისთვის- გართობა. თუმცა ამ მრავალფეროვანი პასუხების უმეტესობაში აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის ზაფხული მზესთან და ზღვასთან ასოცირდება.

მხიარული და ფერადი ზაფხული თითქოს თვითონ გვიბიძგებს ზღვისპირა კურორტებისკენ, მაგრამ იმ დროს, როდესაც ყველაფერი იდეალურად გვეჩვენება, ხშირად გვავიწყდება, რომ ამ იდეალურობის მიღმა- მზის სხივების უხილავი საფრთხე დგას, რომელიც აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, აძლიერებს პიგმენტაციას, აშრობს კანს და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ოქროსფერი კანი მიმზიდველად გამოიყურება, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ უსაფრთხო რუჯი არ არსებობს და მზისგან დაცვა არსებითად მნიშვნელოვანი დეტალია, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს. სწორედ ამ იდეის გარშემო შეიქმნა PSP-ს უახლესი კამპანია- „კანის მაშველები“, რომელიც გვახსენებს, რომ SPF ზაფხულის მნიშვნელოვანი თანამგზავრია.

კამპანიის ფარგლებში: Caudalie, Gamarde, SVR, Bioderma, Esthederm, Village 11, Mizon, MartiDerm და ა.შ- ერთგვარ მაშველებად გვევლინებიან, რომლებიც ჩვენს კანს მზის ულტრაიისფერი სხივებისგან საგულდაგულოდ იცავენ. „კანის მაშველები“ არ არის უბრალო სარეკლამო კამპანია- ის იდეის გარშემო შექმნილი კომუნიკაციაა, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებელზე ზრუნვაა. PSP კი კვლავ გვაჩვენებს, რომ მუდმივად დგას ადამიანების სილამაზისა და ჯანმრთელობის სადარაჯოზე.

ჩვენ კი დეტალურად წარმოგიდგენთ „კანის მაშველების“ რჩეულ ბრენდებს- თქვენი იდეალური ზაფხულისთვის:
Caudalie– მზისგან დამცავი ხაზი შექმნილია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან. ბრენდის უნიკალური ფორმულა ეფექტურად იცავს კანს მზის მავნე გამოსხივებისგან და ამავდროულად გამოირჩევა მსუბუქი ტექსტურით, ამიტომ იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

ორგანული ბრენდის, Gamarde-ს მზისგან დამცავი ხაზი მდიდარია თერმული წყლებითა და მცენარეული ექსტრაქტებით. იდეალურია მგრძნობიარე და მშრალი კანისთვის, გამოირჩევა კანის დამამშვიდებელი ეფექტით.

SVR– ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდია, რომლის მზისგან დამცავი ხაზი გვთავაზობს სხვადასხვა ტექსტურის პროდუქციას- იქნება ეს კრემი, მისტი, გელი, სტიკი თუ სხვა.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ფრანგული ბრენდი Bioderma მზისგან დამცავი პროდუქტების გამორჩეულ ასორტიმენტს გვთავაზობს, რომელიც ჩვენს კანს იდეალურად იცავს UVA/UVB სხივებისგან.

მათთვის, ვისაც რუჯი გამორჩეულად უყვარს, Esthederm საუკეთესო არჩევანია, რადგან ეს ბრენდი მზისგან დაცვის განსხვავებული მიდგომით გამოირჩევა- ის არ ბლოკავს მზის სხივებს და საშუალებას აძლევს კანს „იცხოვროს“ მზესთან ერთად. ბრენდის განსაკუთრებული ხაზია Bronz Repair, რომელიც დაცვასთან ერთად ხელს უწყობს რუჯის მიღების პროცესს და გამოირჩევა კანის დაბერების საწინააღმდეგო ეფექტით.

Village 11– კორეული ბრენდია და ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ის მზისგან დაცვის ერთ-ერთ უალტერნატივო გზას გვთავაზობს. Village 11-ის SPF ხაზი მსუბუქი ტექსტურებით გამოირჩევა და განსაკუთრებულად უხდება ზაფხულის ცხელ ამინდებს.

კორეული ბრენდი- Mizon, მომხმარებელს მაღალი SPF-ის მქონე მსუბუქ ფორმულას სთავაზობს და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

MartiDerm– საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვინც მზის სხივებისგან დაცვის პარალელურად კანის ტონის გათანაბრებას ცდილობს, რადგან MartiDerm-ის მზისგან დამცავი ხაზი იდეალურად ებრძვის ჰიპერპიგმენტაციას.


