საყვარელი ოთხფეხა მეგობრებისთვის სხვადასხვა სერვისების პოვნა ახლა უფრო მარტივია.
ქართულ ბაზარზე გამოჩნდა აპლიკაცია TATI, რომელიც შინაური ცხოველების მოვლას გაგიმარტივებთ და ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.
რა არის TATI?
ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებებს. მათ შორის, გრუმინგ, სასტუმრო, გამსეირნებელ და ვეტერინარულ სერვისებს.
ამ ყველაფერთან დაკავშირება მომხმარებელს მხოლოდ ერთი ღილაკის დაჭერით შეუძლია.
ხშირად შინაური ცხოველების მეპატრონეები არ არიან ინფორმირებული მათ გარშემო არსებულ მოვლის სერვისებზე და უჭირთ დაჯავშნონ ვიზიტი სასურველ დროს. გადაწყვეტილებებს კი სიტყვიერი რეკომენდაციების გათვალისწინებით იღებენ.
სხვადასხვა მომსახურებისთვის დასაჯავშნად სატელეფონო ზარი და სხვადასხვა პროცედურების გავლაა საჭირო, რაც ჩვენს დროში, როდესაც ცხოვრების რიტმი აჩქარებულია, არც ისე მოსახერხებელია. TATI-ს საშუალებით კი დაზოგავთ დროს, ენერგიას და მიიღებთ ხარისხიან მომსახურებას.
მობილური აპლიკაცია შესაძლებლობას მოგცემთ, იპოვოთ ოთხფეხა მეგობრებისთვის საუკეთესო სერვისები, მარტივად დაჯავშნოთ ვიზიტი და შეიქმნათ კომფორტი.
ასე რომ – ჩამოტვირთე TATI, აქ ყველაფერია, რაც შენს ცხოველს სჭირდება.