N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი პერსონა

სამეფო ელეგანტურობა და პრაქტიკულობა- ლეტიცია ორტესის სტილი 

ოქტომბერი 27, 2025
A A
სამეფო ელეგანტურობა და პრაქტიკულობა- ლეტიცია ორტესის სტილი 
334
გაზიარება
2.6k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ესპანეთის დედოფალი- ლეტიცია ორტისი ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი სტილით, რომელიც არავის რჩება ყურადღების მიღმა. ალბათ დაგვეთანხმებით, რო დედოფალი ლეტიცია ყოველდღიურობაში არაჩვეულებრივად ახერხებს ელეგანტურობის და პრაქტიკულობის დაბალანსებას. მისი გარდერობი ნამდვილად შეგვიძლია მივიჩნიოთ ქალბატონების უმრავლესობისთვის სასურველ გარდერობად, რომელიც სავსეა როგორც ცნობილი მოდის სახლების თუ დიზაინერების ნამშევრებით, ასევე უბრალო მაღაზიებში აღმოჩენილი სამოსისთ.


საინტერესოა როგორ ახერხებს დედოფალი მუდამ ელეგანტურად გამოიყურებოდეს? – თუ მის სტილს დავაკვირდებით აუცილებლად აღმოვაჩენთ რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც მის ლუქებს მუდმივად დახვეწილ ელფერს სძენს. პირველ რიგში კი ეს ფერთა პალიტრა იქნება. ლეტიცია არასდროს ერიდება მკვეთრი ფერების გამოყენებას, პირიქით მის გარდერობში ალბათ ყველაზე ხშირად ვხვდებით წითელი ფერის უამრავ ტონალობას, რომელსაც არაჩვეულებრივად ირგებს. მნიშვნელოვანია, რომ დედოფალი მკვეთრი ტონალობების სამოს ნეიტრალურ აქსესუარებს უხამებს და საბოლოო ჯამში იქმენება დაბალანსებული, ელეგანტური და ნაკლებად გადატვირთული ლუქი.



დედოფალი ლეტიცია ასევე ხშირად ჩნდება პრინტიანი და ნაქარგებიანი სამოსით, განსაკუთრებით კი კაბებითა და ქვედაბოლოებით. ქვედაბოლოების შემთხვევაში დედოფალი მუდმივად ნეიტრალურ ზედებს ირჩევს, რადგან ლუქი არ გადატვირთოს და დახვეწილი ვიზუალი არ დაუკარგოს. რაც შეეხება კაბებს, თუ ლეტიცია პრინტიან ან ნაქარგიან კაბას იცვამს მისი აქსესუარები და ფეხსაცმელი აუცილებლადაა მარტივი და ნეიტრალური.


დედოფალი ლეტიციას სტილი არაჩვეულებრივად გამოხატავს მონარქისთვის საჭირო თავდაჯერებულობას. მისი ჩაცმულობა ერთდროულად ერგება ტრადიციულ ნორმებს და თანამედროვე ესთეტიკას და მკაფიოდ გვაჩვენებს, რომ სტილი მხოლოდ სამოსის მორგება არ არის- ის თვითგამოხატვის შესანიშნავი საშუალებაა, რომელიც დროს უძლებს და შთააგონებს სხვა ადამიანებს.


Tags: ესპანეთის დედოფალილეტიცია ორტესიმეფე ფილიპე VI
წინა პოსტი

პარიზული მინიმალიზმის თანამედროვე ხატი

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN