N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სიახლეები

ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება

ოქტომბერი 2, 2026
A A
ქრონოგრაფის ისტორია ახალ სივრცეში გრძელდება
327
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

2026 წელი ქრონოგრაფისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებისა და განვითარების ეტაპია. წლის მთავარი მოვლენა კი ახალი სივრცის გახსნაა, სადაც Montblanc და Messika დამოუკიდებელი Shop-in-Shop სივრცეებით იქნებიან წარმოდგენილი. ეს ნაბიჯი ქრონოგრაფის ხედვისა და იმ მაღალი სტანდარტის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომელსაც კომპანია წლებია ქმნის.


ახალ სივრცეში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, Montblanc-ისა და Messika-ს სამყარო არა მხოლოდ მათი პროდუქტების, არამედ ბრენდების ხასიათის, ესთეტიკისა და ფილოსოფიის საშუალებითაც გაიცნოს.


ქრონოგრაფის პორტფოლიოს პირველად უერთდება Montblanc – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლუქს ბრენდი, რომელიც საუკუნეზე მეტია ოსტატობას, დახვეწილობასა და გამორჩეულ დიზაინს აერთიანებს. სრულყოფილებისკენ მუდმივი სწრაფვა და ტრადიციის თანამედროვე ინტერპრეტაცია Montblanc-ს საერთაშორისო ლუქს სამყაროში განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.


Messika-ს გამორჩეულმა ესთეტიკამ და თანამედროვე ხედვამ ქართველი მომხმარებლის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, ახალ სივრცეში ბრენდი უფრო ფართო ასორტიმენტითა და განსხვავებული, მრავალფეროვანი კოლექციით იქნება წარმოდგენილი.


ამ ორი ბრენდის ახალ სივრცეში გაერთიანებით ქრონოგრაფი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კომპანიის მთავარ ღირებულებას – შექმნას სივრცე, სადაც საერთაშორისო ლუქს კულტურა, გამორჩეული დიზაინი და მაღალი ხარისხის მომსახურება ერთ გამოცდილებად ერთიანდება.


ქრონოგრაფისთვის ეს კიდევ ერთი ნაბიჯია იმ გზაზე, რომლის მთავარი მიზანი მომხმარებლისთვის მუდმივად ახალი, განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი გამოცდილების შექმნაა.

ახალი სივრცის გახსნით ქრონოგრაფი თავის ისტორიაში ახალ ფურცელს შლის და გიწვევთ, გახდეთ მისი გაგრძელების ნაწილი.

Tags: MessikaMontblancNargis Magazineქრონოგრაფი
წინა პოსტი

სალომე გორგილაძის მრავალი განზომილება

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN