N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი სილამაზე

Premier Cru – ერთი ხაზი და სრული ანტიასაკობრივი რუტინა Caudalie-სგან

იანვარი 22, 2026
A A
Premier Cru – ერთი ხაზი და სრული ანტიასაკობრივი რუტინა Caudalie-სგან
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

შემცირებული ნაოჭები, შავი ლაქები და 2-ჯერ უფრო მკვრივი კანი

ჩვენს თანამედროვეობაში კანის მოვლა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე უბრალოდ ესთეტიკური რიტუალი- რეალურად ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის ერთ-ერთი ფორმა, რადგან დროსთან ერთად ჩვენი კანი გარემო ფაქტორების, სტრესისა და ბუნებრივი პროცესების ზემოქმედებას განიცდის, ეს ყოველივე კი სიმკვრივის დაკარგვის, ნაოჭების და პიგმენტაციის სახით ვლინდება. იმისათვის, რომ კანი დავიცვათ და ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები თავიდან ავირიდოთ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული ანტიასაკობრივი რუტინა, რომელიც ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაგვეხმარება – სწორედ ამ თემას მიჰყვება ჩვენი დღევანდელი სტატია და დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ Caudalie-ს განახლებულ Premier Cru ხაზს, რომელიც ჰარვარდის უნივერიტეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და გამოირჩევა ხანგრძლივი მოქმედების დაპატენტებული ფორმულით. სწორედ Premier Cru-ს მთავარ ფილოსოფიას ასახავს ამ ხაზის საერთაშორისო ამბასადორი, მსახიობი კელი რატერფორდი- სილამაზეს, რომელიც დროთა განმავლობაში კი არ ქრება, არამედ კიდევ უფრო დახვეწილი და ელეგანტური სახით გვევლინება.


Premier Cru ხაზი გვთავაზობს სრულყოფილ ანტიასაკობრივ რუტინას, რომელშიც თითოეულ პროდუქტს თავისი უნიკალური დანიშნულება აქვს.

შრატი Premier Cru

Premier Cru ხაზის ნამდვილი ვარსკვლავი და ახალგაზრდობის ელექსირია შრატი, რომელიც ხელახლა ააქტიურებს კანის ახალგაზრდულ მექანიზმებსა და უჯრედულ მუშაობას. ჰილურონის მჟავის მაღალი კონცენტრაცია განაპირობებს მომენტალურ და ინტენსიურ დატენიანებას, ნიაცინამიდის შემცველობა კი აუმჯობესებს კანის ტექსტურას. შრატი იდეალურად ერგება ყველა ტიპის კანს, მისი გამოყენება კი შესაძლებელია, როგორც დილის, ასევე საღამოს რუტინაში.


კრემი Premier Cru

Premier Cru სახის კრემი შექმნილია 98% ბუნებრივი ინგრედიენტებისგან და კანს ეხმარება დაბერების ყველა ნიშანთან ბრძოლაში, იქნება ეს ნაოჭები, კანის მოცულობა თუ პიგმენტაცია. ისევე როგორც ამ ხაზის შრატი Premier Cru კრემიც აძლიერებს კანის უჯრედულ მუშაობას, არ არის კომადოგენური და იდეალურია შრატის შემდეგ გამოსაყენებლად.


კრემი Premier Cru rich

მშრალი და მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს Caudalie სთავაზობს კრემს- Premier Cru The Rich, რომელიც გამოირჩევა ძლიერი ტექსტურით და აღჭურვილია რევოლუციური TET8™ ტექნოლოგიით, იგი ერთდროულად ებრძვის დაბერების 8 ძირითად ნიშანს: ზედაპირული და ღრმა ნაოჭები, სიმკვრივის დაქვეითება, მოცულობისა და ელასტიურობის დაკარგვა, პიგმენტური ლაქები, გაუწყლოება და სახის მკრთალი არაერთგვაროვანი ფერი. ფორმულაში შემავალი ბიოცერამიდები მომენტალურად აღადგენს კანის დამცავ ბარიერს, ხოლო ჰიალურონის მჟავა და ვინიფერინი კანს ხავერდოვანსა და ერთგვაროვანს ხდის.


თვალი კრემი Premier Cru

Premier Cru-ს თვალის კრემი ნამდვილად შეგვიძლია ჩავთვალოთ მულტიფუნქციურ პროდუქტად, რომელიც არა მხოლოდ ხელს უწყობ ნაოჭების გასწორებას, არამედ მომენტალურად აქრობს მუქ წრეებსა და შეშუპებას თვალის გარშემო. პროდუქტი 97% ბუნებრივი ინგრედიენტებისგანაა შექმნილი და მისი მთავარი “იარაღი” მეტალის ე.წ გამაგრილებელი თავია, რომელიც დილის საათებში შეშუპების მოსახსნელად გამოიყენება, საღამოს კი- ლიფტინგის ეფექტისთვის.


დასკვნის სახით კი აღსანიშნავია, რომ გარდა უამრავი დადებითი თვისებისა Premier Cru ხაზის ორივე კრემი, Premier Cru და Premier Cru The Rich მოთავსებულია მრავალჯერადი გამოყენების შეფუთვაში, რაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს Caudalie-ს ეკომეგობრულ ხედვას. ბრენდის დამოკიდებულება ეკოლოგის მიმართ უკვე ყველასთვის კარგად ნაცნობია, რადგან მხოლოდ Premier Cru არ არის ის ხაზი, სადაც Caudalie სათადარიგო შემავსებლებს, ე.წ რეფილებს იყენებს.


დაბოლოს, ყველასთვის საინტერესო კითხვას გავცემთ პასუხს და გეტყვით, რომ ისევე როგორც Caudalie-ს სხვა პროდუქტები, Premier Cru-ც ხელმისაწვდომია PSP-ს სააფთიაქო ქსელში და მისი შეძენა შეგიძლიათ, როგორც ფიზიკურ ლოკაციებზე ასევე ონლაინ, PSP-ს ოფიციალურ საიტზე.

Tags: Premier cruანტიასაკობრივი რუტინაკოდალიროგორ მოვუაროთ კანს?სახის შრატი
წინა პოსტი

ეკრანიდან დანახული ქართული სილამაზე – იქ სადაც მშვენიერება მარადიულია

შემდეგი პოსტი

როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად

შემდეგი პოსტი
როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად

როგორ იქცა ნოსტალგია AnoukiBeauty-ს ფილოსოფიად

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN