N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი მოდა

პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები და მომენტები, რომლებიც ისტორიას დარჩება

ოქტომბერი 7, 2025
A A
პარიზის მოდის კვირეულის გამორჩეული ჩვენებები და მომენტები, რომლებიც ისტორიას დარჩება
329
გაზიარება
2.5k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

პარიზის მოდის კვირეული გასულ საღამოს Chanel -ის ჩვენებით დასრულდა. მიმდინარე სეზონზე ჩვენ ვიხილეთ ისეთი საერთაშორისო მოდის სახლების კოლექციები, როგორებიცაა: YSL, Tom Ford, Chanel, Dior, Loewe, Balenciaga, Valentino და ა.შ. ალბათ, დაგვეთანხმებით რომ პარიზის მოდის კვირეულს საზოგადოება ყოველთვის გამორჩეული ინტერესით ელის, თუმცა ამ წელს ეს მოლოდინები უფრო ემოციური და მძაფრი იყო, რადგან ვიხილეთ უამრავი საინტერესო დებიუტი: მეთიუ ბლაზიმ სადებიუტო კოლექცია წარადგინა Chanel-ისთვის, ჯონათან ანდერსონმა Dior-ი ოფიციალურად გადაიბარა, პიერ პაოლო პიჩოლიმ კი Balenciaga დაგვანახა ახალი რაკურსით. დღევანდელ სტატიში კი გვსურს შემოგთავაზოთ პარიზის მოდის კვირეულის საუკეთესო ჩვენებები, რომელმაც ერთდროულად დაიპყრო მოდის მოყვარულების და კრიტიკოსების გულები.


რომელი ჩვენებით შეიძლება დავიწყოთ ჩამონათვალი თუ არა Chanel-ით? დიახ, ჩვენ თამამდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეთიუ ბლაზის შემოქმედება მიმდინარე სეზონის საუკეთესო დებიუტი იყო და ფრანგული მოდის სახლი ნამდვილად სანდო ხელშია. მეთიუმ გრანდიოზული სანახაობა შექმნა, სადაც ერთდროულად იგრძნობოდა, როგორც კარლ ლაგერფილდის, ასევე კოკო შანელის სული. დიზაინერმა უახლეს კოლექციაში გაბრიელ კოკო შანელის თავისუფალი ხედვა თანამედროვე ინტერპრეტაციით გადმოგვცა. კოლექცია დაიწყო ყოველდღიური, პრაქტიკული სამოსით და დასრულდა უნიკალური კაბებით. უმაღლესი ხარისხის ქსოვილებში, რა თქმა უნდა, ვიხილეთ ტვიდი- ბრენდის განუყოფელი ნაწილი.


ვიქნებით სუბიექტური და ჩამონათვალის მეორე ადგილს Tom Ford-ს და ჰაიდერ აკერმანის უახლეს კოლექციას დავუთმობთ, რადგან ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ჩვენება, რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე ვიხილეთ. უნიკალური ქსოვილების და ფერთა პალიტრის საოცარი სინთეზი, არქიტექტურული სილუეტები და გამორჩეული აქსესუარები- ჰაიდერ აკერმანმა ნამდვილად მოახერხა და Tom Ford-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კოლექცია შექმნა.


და რადგან სუბიექტურად დავიწყეთ, მაშინ მესამე ადგილს აუცილებლად დავუთმობთ ენტონი ვაკარელოს და Saint Laurent-ის 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას. ენტონი ვაკარელო, რომ თანამედროვე მოდის სამყაროს ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინერია ამაზე ალბათ ყველა ვთანხმდებით, მისი ყოველი კოლექცია კი ნამდვილად ხელოვნების ნიმუშია და რა თქმა უნდა არც ეს სეზონი ყოფილა გამონაკლისი. YSL-ის უახლეს კოლექციაში კვლავ ვიხილეთ, როგორც მკაცრი სილუეტები, ასევე ნაზი ქსოვილები. ჩვენება სამი სცენით განვითარდა. საწყის ეტაპზე- ბრენდისთვის დამახასიათებელი მკაცრი სილუეტები, შემდეგი ეტაპი გამჭვირვალე ქსოვილებს დაეთმო, ბოლო ეტაპზე კი პოდიუმზე ნაზი, ფემინური სილუეტები გამოჩნდა- ეს იყო ქალის ტრანსფორმაციის შესანიშნავი მაგალითი, რომელშიც თავისუფლება და სექსუალურობა იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს.


თუ გკითხავთ, რომელი ჩვენება იყო ყველაზე განხილვადი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში, რას გვიპასუხებთ? – ალბათ, ეს იყო Dior და ჯონათან ანდერსონის დებიუტი, რომელმაც საზოგადოებაში განსხვავებული ემოციები გამოიწვია. ზოგიერთი აღნიშნავდა, რომ ანდერსონის ხედვები Dior-ს არ მოერგო, ზოგიერთი კი პირიქით- სიახლით აღფრთოვანდა. მიუხედავად იმისა, რომ ჯონათანის სადებიუტო კოლექციაში ცალსახად იგრძნობოდა ბრენდის არქივული ელემენტები, ანდერსონმა უპირატესობა მაინც თანამედროვე ინტერპრეტაციებს მიანიჭა- დეკონსტრუქციული ფორმები, ჯინსის ქვედაბოლოები, სადა ქსოვილების კომბინაციები- დიახ, ეს უცხოა Dior-ისთვის, მაგრამ სიახლე აუცილებელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანიც კია.


Loewe -ს ბრენდის ქვეშ სადებიუტო კოლექცია წარადგინეს ჯეკ მაკქალამ და ლაზარო ჰერნანდესმა. სამოსში მკაფიოდ იგრძნობოდა Loewe-ს ენერგია. ჩვენ ვიხილეთ გრაფიკული ელემენტების და ცოცხალი ფერების იდეალური კომბინაციები, გამორჩეული ტექსტურები. ჯეკის და ლაზაროს უახლესმა კოლექციამ ცალსახად წარმოაჩინა ბრენდის ესპანური ხასიათი.


კიდევ ერთი დებიუტი შედგა Balenciaga-ს მოდის სახლში, პიერ პაოლო პიჩოლიმ 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელიც ცალსახად მიაგებდა პატივს ბრენდის წარსულს. კოლექციის სახელწოდება იყო “Heartbeat” და მასში მკაფიოდ იგრძნობოდა სიყვარულის და ემოციის ძალა- ფორმებით თამაში, ნათელი ფერები და რბილი, რომანტიული დეტალები. პიჩოლიმ კლასიკური Balenciaga-ს სილუეტები თანამედროვე ინტერპრეტაციებით წარუდგინა საზოგადოებას და ნამდვილად საინტერესო დებიუტი შემოგვთავაზა.


მსუბუქი, ნაზი კოლექცია შემოგვთავაზა ალესანდრო მიკელემ. Valentino-ს 2026 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაში ცალსახად დომინირებდა ნაზი ქსოვილები, აბრეშუმის კაბები, მოცულობითი ბლუზები, თვლები და ნაქარგები. მიკელემ კი მიმდინარე სეზონზეც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ყველაზე უკეთ შეუძლია სამოსში ემოციის გამოხატვა.

Tags: ChanelDiorგაზაფხული/ზაფხული 2026პარიზის მოდის კვირეული
წინა პოსტი

კენდალ ჯენერის ქუჩის სტილი პარიზის მოდის კვირეულზე

შემდეგი პოსტი

Resveratrol-Lift – კანის მოვლის უნიკალური ხაზი CAUDALIE-სგან

შემდეგი პოსტი
Resveratrol-Lift – კანის მოვლის უნიკალური ხაზი CAUDALIE-სგან

Resveratrol-Lift - კანის მოვლის უნიკალური ხაზი CAUDALIE-სგან

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN