გაზაფხული სიახლეებთან შეგებების ეტაპია. წელიწადის ამ დროს ისე, როგორც არასდროს, მზად ვართ ახლის მისაღებად, შესაცნობად და ახალი გამოცდილებების ერთმანეთისთვის გასაზიარებლად.
და რა შეიძლება უხდებოდეს გაზაფხულის თბილ საღამოს იმაზე მეტად, ვიდრე ულამაზეს გარემოში, შთამბეჭდავი ყვავილების, მეგობრების გარემოცვაში, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, ფინჯან ჩაისთან ერთად, სხვადასხვა ბრენდების ახალი კოლექციების გაცნობა?!
„ნარგისმა“ უმასპინძლა მეგობრებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს. ღონისძიებაზე „ნარგისის“ პარტნიორებმა KIKO MILANO-მ და ALDO-მ ახალი კოლექციები წარადგინეს.
მოდით, ვიდრე უშუალოდ კოლექციების შესახებ მოგიყვებით ჯერ ამ განსაკუთრებული საღამოს შესახებ ვისაუბროთ.
„გარდენიაში“ გამართულ ღონისძიებას საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. მათ შორის, თიკა ფაცაცია, მანიკა ასათიანი, გვანცა დარასელია, ანა შელია, ლელა წურწუმია და სხვები.
გარემოს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდიდა მუსიკა. სტუმრებისთვის ლელა წურწუმიამ სიმღერა შეასრულა.
არსებობს განსაკუთრებული წუთები, რომელიც არასდროს გვავიწყდება, „გარდენიაში“ გამართული ღონისძიება კი სწორედ ასეთი იყო.
რა თქმა უნდა, შეკრების მთავარი მიზანი ბრენდების ახალი კოლექციების გაცნობა იყო.
საგაზაფხულო მაკიაჟს სულ სხვაგვარად შერჩევა სჭირდება. მკითხველისთვის კარგი ამბავი გვაქვს – ყველასთვის საყვარელი იტალიური ბრენდი KIKO MILANO მაკიაჟისთვის განახლებულ ულამაზეს ტონებს გთავაზობთ.
KIKO MILANO ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზეა, სიახლეები შემოაქვს ერთგული მომხმარებლის ყოველდღიურობაში და წლის ამ ულამაზეს სეზონს ახალი DAYS IN BLOOM კოლექციით აღნიშნავს.
ახალი კოლექციის შეფუთვები გაზაფხულის ფერადოვნებითა და განახლების სურვილითაა შთაგონებული.
კოლექციის თითოეული დეტალი დადებითად მოქმედებს განწყობაზე და სიახლეების მიღებისკენ გიბიძგებთ.
KIKO მომხმარებელს სთავაზობს სიახლეს ბევრი მიმართულებით – ახალი კოლექცია მოიცავს კანის მოვლის საშუალებებს, ბაზას საგაზაფხულო მაკიაჟისთვის, პროდუქტებს თვალის მაკიაჟისთვის, ტუჩისთვის, სიახლეებია ლაქებშიც.
KIKO MILANO ხარისხისა და კრეატიულობის კომბინაციაა, რომელიც პროდუქტს თქვენი ბედნიერებისთვის ქმნის.
როგორც ზემოთ გითხარით, „გარდენიაში“ გამართულ საღამოზე ახალი კოლექცია ასევე წარადგინა ALDO-მ.
ეს არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას, შინაგანი სამყაროს, გრძნობებისა და ემოციების გადმოცემის შესაძლებლობას.
ახალი კოლექციაც სწორედ ამ პრინციპების და ასევე გაზაფხულის სეზონით, სიახლეების მიღების სურვილითაა შთაგონებული. ALDO-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია საოცრად ფემინური და ამავდროულად, სექსუალურია, ბრენდი არ ღალატობს საკუთარ ხელწერას.
მისი მთავარი მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს მრავალფეროვანი, ტრენდული კოლექცია, რომელიც ამავდროულად, კომფორტულია.
ALDO-ს მომხმარებლისთვის განსაკუთრებული სიახლე აქვს. ბრენდი ფეხსაცმელს ქმნის ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით.
“PILLOW WALK” – ასე ჰქვია ტექნოლოგიას, რომლითაც ახალ კოლექციაზე იმუშავეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ გარდა სტილისა და ულამაზესი ვიზუალისა, ფეხსაცმელი განსაკუთრებული სიმსუბუქითა და კომფორტით გამოირჩევა.
ღონისძიებაზე, ბრენდმა სწორედ “PILLOW WALK” ტექნოლოგიით შექმნილ კოლექციაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც უკვე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ „ალდოს“ მაღაზიებში თბილისსა და ბათუმში.
PH: Kiril Shevchenko