N A R G I S
Nargis Magazine
  • ka-ge KA
  • en EN
No Result
View All Result
  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
No Result
View All Result
Nargis Magazine
No Result
View All Result
მთავარი კულტურა

N13 – მოგზაურობა ბარსელონაში და ახალი თავი ჟურნალი “ნარგისის” ისტორიაში

ივლისი 9, 2025
A A
N13 – მოგზაურობა ბარსელონაში და ახალი თავი ჟურნალი “ნარგისის” ისტორიაში
412
გაზიარება
3.2k
ნახვები
Share on FacebookShare on Twitter

ჟურნალი “ნარგისის” ისტორიაში ახალი თავი იწყება. ახლა უკვე – N13 სარედაქციო განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, რომლის ფარგლებშიც აუდიტორიას ვთავაზობთ საერთაშორისო ფორმატის, ორენოვან ჟურნალს.

თაკო ჩხეიძე და ულვია მაჰმუდი


უახლესი ნომერი შექმნილია “ნარგისის” დამფუძნებლისა და იდეის ავტორის, ულვია მაჰმუდის ჩართულობითა და მხარდაჭერით. სწორედ მისი მოწვევით უმასპინძლა ბარსელონამ N13 საქართველო-ს ახალი ფაზის საწყისს — ქალაქმა, რომელიც შთაგონებითა და თანამედროვე ხედვებით იდეალურად გამოხატავს ჟურნალის განახლებულ მიმართულებას.


“ახალი ხედვა N13-ს საშუალებას აძლევს, გააფართოვოს ჰორიზონტები და ქართული კულტურა თუ მოდის მნიშვნელობა ადგილობრივ აუდიტორიასთან ერთად გლობალურ მკითხველსაც გაუზიაროს. ეს კი იმ მნიშვნელოვანი ნაბიჯების დასაწყისი იქნება, რომლის საშუალებითაც ქართული თხრობა განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს საერთაშორისო მედიასივრცეში.” – ნინო დიასამიძე, N13 საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.


“N13 – ახლა უკვე ორენოვანმა გამოცემამ მოგზაურობა ბარსელონადან დაიწყო, სადაც ჩვენი ჟურნალის ახალი ვიზუალის პრეზენტაცია აღვნიშნეთ. საღამოს, რომელსაც ერთი სული მქონდა როდის დავესწრებოდი, ჩვენი დიდი მხარდამჭერი და ჟურნალ “ნარგისის” მთავარი რედაქტორი- ულვია მაჰმუდი მასპინძლობდა. მინდა მას მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის. ჩვენ კი შევხვდებით თბილისში, სადაც ახალი ნომრის პრეზენტაციას დიდი ღონისძიებით ვიზეიმებთ”. – თაკო ჩხეიძე, N13 საქართველოს მთავარი რედაქტორი.


ბარსელონაში მასპინძლობის ფარგლებში, Palau Dalmases -ის ისტორიულ სასახლეში, ჟურნალ NARGIS-ის ორგანიზებით გაიმართა საღამო, რომელიც მიეძღვნა უნიკალური წიგნის – „Əlifba. A Cultural Alphabet“ პრეზენტაციას.



ღონისძიების მრავალრიცხოვან აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გაცნობოდნენ წიგნის უნიკალურობას, დაეთვალიერებინათ არტ-ინსტალაცია „Welcome to Baku“, რომლის ავტორიც მხატვარი რაშად ალაქპეროვია; ენახათ ანიმაციური დოკუმენტური ფილმი- „History in Letters“, დაეგემოვნებინათ აზერბაიჯანული კერძები და დაეთვალიერებინათ ტრადიციული კოსტიუმების გამოფენა.



ღონისძიების განსაკუთრებული დეტალი კრისტალის ქანდაკება იყო, რომელსაც საღამოს მთავარი წიგნი- „Əlifba. A Cultural Alphabet“ ამშვენებდა – სკულპტურა სიწმინდის, ღირებულებების და კულტურის სიმბოლურ მნშვნელობას ატარებდა, რაც მას კიდევ უფრო გამორჩეულს ხდიდა. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ეიტიბარ ასადლმა და შაჰრიარ იმანოვმა. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ წიგნი განკუთვნილია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის და ის იდეალურად გადმოსცემს აზერბაიჯანული ანბანის მოგზაურობის ისტორიას.


photo: Levan Shavdia / Parviz Gasimzade

Tags: N13Nargis Magazineბარსელონა
წინა პოსტი

სტილის ინსპირაცია მარიამ კუხალაშვილისგან

შემდეგი პოსტი

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები

შემდეგი პოსტი
პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის გამორჩეული კოლექციები

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • Nargis Production

© 2024 Nargis Magazine

  • მთავარი
  • კულტურა
  • სიახლეები
  • ცხოვრების სტილი
  • მოდა
  • პერსონა
  • სილამაზე
  • ka-ge KA
  • en EN